სექსი გახდომისთვის

სექსი გახდომისთვის

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ინტიმური კავშირი მხოლოდ დადებითი ემოციების მიღება და პარტნიორთან ურთიერთგაგება არაა. ის სტრესს ხსნის და არტერიულ წნევას არეგულირებს. როგორც აღმოჩნდა, ეს არის საშუალება რომ, ამავდროულად, რამდენიმე ზედმეტ კილოგრამსაც დაემშვიდობოთ. ძალიან ბევრი ადამიანი ამას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვიზიარებს. როგორც ამბობენ, ინტიმური კავშირის დროს საკმაოდ ბევრი კალორია იწვება. შესაბამისად, შესაძლებელია, ეს წონის კორექციის ერთ-ერთ საუკეთესო სასიამოვნო ჩაითვალოს. სექსი კარგი კარდიო-ვარჯიშია.

სექსის დროს კალორიების დაწვისთვის მნიშვნელოვანია რა პოზას შეარჩევთ. სასურველია, რომ სხეულის კუნთების უმეტესობა ჩართული იყოს მოქმედებაში. ჩვეულებრივი პოზებიც კი შეგიძლიათ ისე შეცვალოთ რომ თქვენი კუნთები საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდეს. მაგალითად, როდესაც მამაკაცი ქალის უკანაა, ჩვეულებისამებრ, მუხლებზე დაყრდნობის მაგივრად თუ მთელს წონას ხელებზე გადაიტანთ, მაშინ არა მხოლოდ ფეხის კუნთები, არამედ მუცლის პრესიც დამუშავდება.

სექსი გახდომისთვის

შეინარჩუნეთ სათანადო რიტმი. ასეთი მოძრაობით ინტიმური კავშირი უფრო მეტად ემსგავსება ვარჯიშს და საკმაოდ ეფექტურია.

სასურველია თითოეულ პოზას 5-7 წუთი მაინც დაუთმოთ. ეს დრო საკმარისი იქნება რომ კუნთები საკმარისად დაიტვირთოს და ტონუსში მოვიდეს. სხვადასხვა სიჩქარის და მოძრაობის ამპლიტუდის დროს სხვადასხვა კუნთი მუშავდება. მაგალითად, თუ ,,მხედრის’’ პოზაში ხართ და ამპლიტუდას შეამცირებთ, ხოლო მოძრაობის სიჩქარეს გაზრდით, მაშინ საჯდომის კუნთები დაიძაბება. ამავდროულად იჭიმება ბარძაყის წინა და უკანა კუნთები. ამ პოზიციაში მამაკაცის პრესის და მხრების კუნთების დაჭიმვაც შეიძლება.

ინტიმური კავშირის დროს ალერსიც ძალიან მნიშვნელოვანია. პარტნიორის ტუჩებით და ენით მოფერება სახის კუნთებს ამუშავებს და კონტურებს ამკვეთრებს. ასეთი ,,ვარჯიშებით’’ ნაოჭების პრევენციაც შეიძლება გააკეთოთ.

მნიშვნელოვანია რომ ადგილმდებარეობა სწორად შეარჩიოთ. არაკომფორტულ გარემოში შეიძლება რომელი კუნთი მეტისმეტადაც დაგეჭიმოთ და ტკივილმა შეგაწუხოთ დღის განმავლობაში. ზოგიერთი პოზისთვის სკამი იდეალური ატრიბუტია.

ნუ იფიქრებთ რომ სექსი ვარჯიშს შეგიცვლით და მთელს იმედებს მხოლოდ ინტიმურ კავშირზე ნუ დაამყარებთ. ეს, უბრალოდ, საუკეთესო საშუალებაა დამღლელი დღის შემდეგ ცოტა ფიზიკურადაც დაიტვირთოთ და სტრესი მოიხსნათ.

გაუზიარე მეგობრებს