ვაგინალური სიმშრალის გამომწვევი მიზეზები

ვაგინალური სიმშრალის გამომწვევი მიზეზები

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

რა იწვევს ვაგინალურ სიმშრალეს?

ვაგინალური სიმშრალე ქალს სხვადასხვა პრობლემას უქმნის. ასეთ დროს ინტიმური კავშირის დამყარება გაძნელებულია - ხახუნის ძალის გაზრდის გამო ქალი შეიძლება ტკივილსაც განიცდიდეს.

ვაგინალური სიმშრალის გამომწვევი ფაქტორები

ვაგინალური სიმშრალე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს:
ფსიქოლოგიური ფაქტორები,
ჰორმონალური ცვლილებები,
გვერდითი ეფექტები მედიკამენტების მიღებისას,
ინტიმური კავშირის სურვილის არქონა,
ან უბრალოდ, გაღიზიანება.
საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრის ბევრი საშუალება არსებობს.

ჰორმონალური ცვლილებები. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. უმეტეს შემთხვევაში ესტროგენის დონე მცირდება მენოპაუზის დროს, მშობიარობის შემდეგ ან ლაქტაციის პერიოდში. იგივე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ქიმიოთერაპიით მკურნალობამ. ვაგინალური ჯანმრთელობა უმეტესწილად ესტროგენის დონეზეა დამოკიდებული, რომელიც ლუბრიკაციის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

მედიკამენტები. ალერგიის ,გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომელბსაც შეუძლიათ სხეულის სიმშრალე გამოიწვიონ და ვაგინალურ ლუბრიკაციაზე უარყოფითად იმოქმედონ.

არასაკმარისი აღგზნება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ლიბიდოსგანაა გამოწვეული და პრობლემა არა თქვენ, არამედ თქვენი პარტნიორია. თუ თქვენი პრელუდია ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, ვაგინალური სიმშრალე აბსოლუტურად ნორმალურია.

გაღიზიანება. გაზიღიზიანების გამოწვევა შეუძლია საპნებს, ჰიგიენის სხვა საშუალებებს, პარფიუმერულ პროდუქციას. ძალიან ბევრი ქალი ალერგიულია ასეთი პროდუქტების მიმართ. გამღიზიანებლებად ითვლება საცვლები და პირსახოცებიც. უმრავლეს შემთხვევაში ქალმა არც იცის რომ ამა თუ იმ ქსოვილის თუ პროდუქტის მიმართ ალერგიულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის დახმარება და შესაბამისი ანალიზების გაკეთება რომ დადგინდეს სიმშრალის ზუსტი მიზეზი.

თუ საშოს სიმშრალე დიდხანს გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით და ჩაეწერეთ ტელეფონზე 2 29 00 66 ან 2 29 47 47.

გაუზიარე მეგობრებს