11 დაუწერელი კანონი სექსის შესახებ

11 დაუწერელი კანონი სექსის შესახებ

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

1. შესაძლოა თქვენი პირველი სექსუალური კავშირი ახალ პარტნიორთან არ იყოს იდეალური, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ არ გინახავთ ერთმანეთი შიშველ მდგომარეობაში და არ იცით, თუ როგორ იქცევა ის საწოლში.

2. პრელუდია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტიმური კავშირის დაწყებამდე, რადგან ფსიქოლოგიურად ეს არის წარმოუდგენლად ამაღელვებელი პროცესი.

3. თუ თქვენს პარტნიორს უცდია თქვენს სხეულზე ზიზღით საუბარი, დაუყოვნებლივ მიატოვეთ ის და არც იფიქროთ მისთვის მეორე შანსის მიცემაზე.

4. არავითარი ბავშვური საუბარი! რატომ უნდა ილაპარაკონ ზრდასრულმა ადამიანებმა პატარა ბავშვებივით თუ შესაძლებელია რომ ,,ბინძური’’ სიტყვები გამოიყენოთ და ამით პარტნიორი უფრო მეტად აღაგზნოთ?



5. სექსის დროს შეიძლება შეიქმნას სასაცილო სიტუაცია. უცნაური ხმები, სასაცილო სახეები და კომპრომისული პოზები - ეს ყველაფერი სულაც არ არის უცნაური ან არასასიამოვნო.

6. თუ ტანსაცმელს მთლიანად იხდით, წინდები არ დაგავიწყდეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ძალიან სასაცილო შესახედი იქნებით და სექსუალურ განწყობას ნამდვილად გააფუჭებთ.

7. თუ თქვენ არ თხოვთ თქვენს პარტნიორს გააკეთოს თქვეთვის რამე განსაკუთრებული, სავარაუდოდ ვერც მიიღებთ , რადგან მას არ შეუძლია წაიკითხოს თქვენი ფიქრები, ასე რომ შეარჩიეთ სწორი სიტყვები მათ ასახსნელად.

8. ჩახუტება - ეს მართლაც შესანიშნავია, მაგრამ თუ ღამით გაიღვიძებთ და პარტნიორს საწოლის მეორე მხარეს აღმოაჩენთ, ნუ გაბრაზდებით. ეს იმას არ ნიშნავს რომ მას არ უყვარხართ.

9. თუ მისი ნახვა კვლავ გინდათ, მაშინ არ წახვიდეთ სანამ მას სძინავს. ასეთ მდგომარეობაში მამაკაცის დატოვება არაეთიკურია და მომავალ ურთიერთობაზეც ცუდად იმოქმედებს.

10. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაგარი სექსი გქონდათ ახალ პარტნიორთან, რაც შეიძლება სწრაფად წადით ტუალეტში. ეს ხელს შეუწყობს ინფიცირების თავიდან აცილებას.

11. დილით სექსი ნაბახუსევზე საუკეთესო საშუალებაა. რა თქმა უნდა, ყავის და სენდვიჩის შემდეგ.

გაუზიარე მეგობრებს