როგორ იცვლება ქალის სხეული ორსულობისას

როგორ იცვლება ქალის სხეული ორსულობისას

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ქალის სხეული უამრავ ტრანსფორმაციას განიცდის ფეხმძიმობის დროს. ზოგიერთი ფიზიკური ცვლილება ადვილი შესამჩნევია. ეს შეიძლება იყოს მოშვებული მუცელი, მომატებული კილოგრამები. გაფართოებულ საშვილოსნოს და დილით თავის და ზურგის ტკივილს კი გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ.

მშობიარობის შემდეგ ყველა წელის გარშემოწერილობის მომატებას ელოდება. სხვა დანარჩენი ცვლილებები კი ქალისთვის ნამდვილი ,,სიურპრიზია.’’

გავრცელებულია კანის სტრუქტურის ცვლილილება ორსულობისას. ხშირია დაჭიმულობა, განსაკუთრებით მუცლის არეში. ეს მოვარდისფრო ხაზები ჩნდება არა მარტო მუცელზე, არამედ მკერდზე, ზურგზე, თეძოებზე. როგორც წესი, მას ახასიათებს ქავილის შეგრძნება.



ე.წ. სტრიები ხშირად იმ ქალებს აწუხებთ, რომლებმაც წონაში სწრაფად მოიმატეს. დიდი ნაყოფის გამო შემაერთებელი ქსოვილი სწრაფად იზრდება და იჭიმება.

ორსულ ქალებს ხშირად ვარდისფერი დაკრავთ კანზე. ეს სისხლის მიმოქცევის გააქტიურების ბრალია.

მოყავისფრო ლაქები ჩნდება სახის არეში, თვალის გარშემო, ღაწვებსა და ცხვირზე. ეს პიგმენტ მელანინის მომატების ბრალია რომელიც კანს ასეთ შეფერილობას აძლევს.

აკნე ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ფეხმძიმობის დროს ქალს შეიძლება გამონაყარი გაუხშირდეს.

სპეციალური აზღუდის ტარება შეგიმსუბუქებთ მკერდის ტკივილს. ეს ძალიან კომფორტულია. თუ მკერდი ღამეც გაწუხებთ აზღუდი შეგიძლიათ ღამეც იხმაროთ.

ეცადეთ დღის განმავლობაში დაიძინოთ. სამსახურში დაისვენეთ, ეს ენერგიას აღგიდგენთ.

ენერგიის მოსამატებლად და ფორმაში ჩასადგომად ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა. შეასრულეთ ისეთი ვარჯიშები, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ვარჯიშთან ერთად სწორი კვება აუცილებელია. ასეთ დროს ორგანიზმი ბევრ ვიტამინს კარგავს და მათი აღდგენა კვების რაციონში მეტი ხილით და ბოსტნეულით შეგიძლიათ.

გაუზიარე მეგობრებს