ვაგინალური პრობლემების მოგვარება და ამ საკითხზე ზრუნვა ყველა ქალისთვის უმნიშვნელოვანესია. ჯანმრთელი ვაგინაში სასარგებლო ბაქტერიებიცაა, რომლებიც ინფექციებთან ბრძოლის დროს დიდ როლს თამაშობენ. ჯანსაღ საშოში ყოველთვის არის მცირეოდენი გამონადენი, რომელიც მის გაწმენდას ემსახურება და დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს, რაც ნერწყვის სეკრეციას.
როგორ მიხვდეთ რომ ვაგინალური პრობლემები გაქვთ?
ამის სიმპტომები და ნიშნები შემდეგია:
წვის და ქავილის შეგრძნება ვაგინასა და ვულვაში;
დიდი რაოდენობით გამონადენი;
სიწითლე, ანთება, ტკივილი;
მცირეოდენი დაზიანებები;
სუნი;
პათოლოგიური სისხლდენა;
სისხლდენა სექსუალური აქტის შემდეგ;
სიმშრალე.
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვაგინა?
დაიცავით თქვენი ვაგინის მჟავე-ტუტოვანი ბალანსი.
შხაპის მიღებამ შეიძლება მჟავე-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას ხელი შეუშალოს. ის მჟავიანობასაც ამცირებს და შესაბამისად, ბაქტერიულ დაბინძურებას უწყობს ხელს. შხაპის ხშირი მიღებით თქვენ, უბრალოდ, სუნს აქრობთ, პრობლემას კი - ვერა.
მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს
სწრაფი კვების ობიექტებით სარგებლობისას ბაქტერიების გადამისამართება პირდაპირ საშოში ხდება. უნდა შეეცადოთ, თავიდან აიცილოთ შაქარიანი სასმელები და უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ წვენებს.
ვაგინალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დაიცავით ჯანსაღი დიეტა.
ბევრი სითხის მიღება ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წვენების და იოგურტის მიღებამ შეიძლება სოკოვანი დაავადებებისგან დაგიცვათ და მათ მკურნალობას შეუწყოს ხელი.
უსაფრთხო სექსით დაკავება ბაქტერიებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი პრევენციული საშუალებაა
სასურველია, ინტიმური ურთიერთობისას გამოიყენოთ პრეზერვატივი. ასე თავს დაიცავთ აივ ინფექციისგან, სიფილისისგან, გონორეასა და ქლამიდიოზისგან, გენიტალური ჰერპესისგან და სხვა ინფექციური დაავადებებისგან. პრეზერვატივის შეცვლა აუცილებელია თუ თქვენ ჩვეულებრივი სექსის ანალურით ცვლით, ან პირიქით.
თუ შესაძლებლობა გაქვთ, თავი შეიკავეთ ანტიბიოტიკებისგან
ასეთი მედიკამენტების მიღება ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და მავნე მიკრობების გამრავლებას უწყობს ხელს.
ნებისმიერი სახის ინფექციური დაავადების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეთ მისი მკურნალობა რომ პრობლემა კიდევ უფრო არ გართულდეს.
,,ოქსოფრდ მედიქალ ჯორჯიას’’ ექიმების სისტემატიურად იმაღლებენ კვალიფიკაციას ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. კონსულტაციისთვის ჩაეწერეთ წინასწარ. ტელ.: 2 29 00 66; 2 29 47 47
                                    
 
                    
                                                            
                    ვაგინალური პრობლემების 8 ნიშანი
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    