ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მათი ორგანიზმი განიცდის ქრონიკულ დეჰიდრატაციას. არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც იწვევს სითხეების კრიტიკულ დეფიციტს ორგანიზმში. თქვენ გჭირდებათ დრო რათა შეამჩნიოთ, რომ თქვენს სხეულს აკლია სითხე ნორმალურად ფუნქციონირებისათვის.
რა ხდება ორგანიზმში დეჰიდრატაციის დროს - სერიოზული საფრთხე ჯანმრთელობისათვის?
გაითვალისწინეთ რომ დეჰიდრატაცია ნამდვილად წარმოადგენს პრობლემას, ამიტომ საჭიროა ამ საკითხს საფუძვლიანად მივხედოთ, რათა არ წარმოიშვას სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის:
მუდმივი დაღლილობა;
მეტაბოლური დარღვევები;
განწყობის ცვალებადობა;
შინაგანი ორგანოების ფუნქციის კრიტიკული გაუარესება.
წყლის გარეშე ორგანიზმს ძირითადი ფუნქციონირების შესრულება არ შეუძლია: უჯრედები, ქსოვილები და ორგანოები წყლის გარეშე ვერ შეძლებს აღდგენას. ოპტიმალური სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება, ასევე, შეუძლებელია წყლის დეფიციტის დროს.
ორგანიზმში დეჰიდრატაციის ტიპიური და გაუთვალისწინებელი ნიშნები 
1.არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან
დოქტორი ჯონ ჰიგინსი ამბობს, რომ დეჰიდრატაციის დროს ნერწყვის ნაკადი შეიძლება, მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამის შედეგად, პირის ღრუში ბაქტერიების რაოდენობა იზრდება. ამიტომ,  ქრონიკული დეჰიდრატაციის ერთ-ერთი უარყოფითი რეაქცია სწორედ არასასიამოვნო სუნია პირის ღრუდან.
 
2.კანის სიმშრალე
ორგანიზმში წყლის დეფიციტი იწვევს კანის, ტუჩებისა და პირის ღრუს სიმშრალეს.
3.შეკრულობა
წყალი ეხმარება საკვების გადასვლას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იმ შემთხვევაში თუ სხეულს აკლია წყალი, მსხვილი ნაწლავი ‘’იკუმშება’’. შედაბამისად, ამის შედეგად ვითარდება შეკრულობა.
4.კრუნჩხვები
აღსანიშნავია, რომ კუნთების სპაზმი - ყოველთვის არ არის ორგანიზმში დეჰიდრატაციის პირდაპირი შედეგი. თუმცა ეს ფენომენი ნამდვილად დაკავშირებულია ორგანიზმში სითხის ნაკლებობასთან.
 
დეჰიდრატაციის მიზეზები:
1.ჭარბი ოფლიანობა
ყველაზე აშკარა მიზეზი დეჰიდრატაციის, კანის მეშვეობით წყლის დაკარგვაა - ეს ხდება ოფლიანობის დროს. ცხელ ამინდში და ფიზიკური აქტივობის დროს, ჩვეულებრივზე მეტად ხდება მისი გამოყოგა. აქედან გამომდინარე ასეთ დროს საჭიროა უფრო მეტი წყლის დალევა.
2.ხშირი შარდვა
ხშირი შარდვის მიზეზი, შეიძლება იყოს განსხვავებული დაავადებების (დიაბეტი) დროს გარკვეული სახის მედიკამენტების მიღება.
3.ქრონიკული დაავადებები
როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს სამედიცინო დარღვევები რაც იწვევს ხშირ შარდვას. დეჰიდრატაცია ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმელების დაავადებებთან.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ ბევრად უფრო ჯანმრთელი იყოთ და არ დაგემუქროთ დეჰიდრატაცია, აუცილებლად მიიღეთ ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის წყალი.
                                    
 
                    
                                                            
                    ორგანიზმში დეჰიდრატაციის ნიშნები: როდესაც ყოველ უჯრედს საფრთხე ემუქრება
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    