სიმპტომი ‘’მოსწავლე’’ - როგორ ვაკონტროლოთ  ესტროგენის სეკრეცია
სიმპტომი ‘’მოსწავლე’’ - ფუნქციური დიაგნოსტიკის მარტივი მეთოდია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკვერცხეების ჰორმონის ესტროგენის წარმოებაზე. ასეთი კვლევისას ხორციელდება შიდა სასქესო ორგანოების სარკის მეშვეობით გინეკოლოგიური გამოკვლევა. მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-5 დღეს ანუ ფოლიკულური ფაზის დროს ესტროგენის სეკრეცია იზრდება.  ასეთ დროს საშვილოსნოს ყელის არხი იწყებს გაფართოებას. მაქსიმალური გაფართოება ხდება ოვულაციის დროს, რაც გავლენას ახდენს ესტროგენის კონცენტრაციაზე. ოვულაციის შემდეგ ესტროგენის სეკრეცია მცირდება და გახსნილი საშვილოსნოს ყელის არხი იხურება. ასე, რომ საშვილოსნოს ყელის არხის გამოკვლევა ხდება მაშინ თუ რა ფაზაშია ქალის მენსტრუალური ციკლი.
 
სიმპტომი საშვილოსნოს ყელის ლორწოს გაჭიმვა მიუთითებს ოვულაციის დადგომას
ესტროგენის ზემოქმედების ქვეშ საშვილოსნოს ყელის არხი აწარმოებს ლორწოს - სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც  ძირითადად შედგება გლიკოპროტეინით, არის სქელი და ბლანტი. ქალის ორგანიზმის უმაღლესი ესტროგენის კონცენტრაციისას - საშვილოსნოს ყელის ლორწო არის მკვრივი და ბლანტი. ოცულაციის დროს ესტროგენების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია, რის გამოც ლორწო მაქსიმალურად სქელია და მისი გაჭიმვის სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 15 სანტიმეტრს.
 
ბაზალური ტემპერატურის გაზომვა დაგეხმარებათ განსაზღვროთ ოვულაცია
ბაზალური ტემპერატურის გაზომვა არის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი ფუნქციური დიაგნოსტიკის, რომლის საშუალებითაც დგინდება ოვულაციის დაწყება. მისი გაზომვა რეკომენდირებულია რამდენიმე თვის განმავლობაში როდესაც ქალი უჩივის გინეკოლოგთან უშვილობას. ფოლიკულური ფაზის დროს ბაზალური ტემპერატურა 36.3° -36.8° - ია. ოვულაციის პერიოდში ტემპერატურა მკვეთრად მატულობს 37° - 38°C ფარგლებში.
 
ფუნქციური დიაგნოსტიკური ტესტები უნდა შეფასდეს მთლიანობაში
ფუნქციური დიაგნოსტიკური მეთოდები მარტივი და უნივერსალური გზაა, რათა განისაზღვროს ქალის რეპროდუქციული სისტემის სტატუსი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი უნდა შეფასდეს მთლიანობაში - მაშინ შეგეძლებათ მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია მენსტრუალური ციკლის, ესტროგენის სეკრეციისა და უვულაციის შესახებ.
კლინიკა \'\'ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში\'\' მუშაობენ კვალიფიცირებული ექიმები.
ჩაეწერეთ წინასწარ: ტელ: 2 29 00 66; 2 29 47 47
                                    
 
                    
                                                            
                    ფუნქციური დიაგნოსტიკური ტესტები გინეკოლოგიაში
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    