ალბათ ხშირად ყოფილა შემთხვევა როდესაც მეგობარი ან საყვარლეი ქალი უმიზეზოდ გეჩხუბებათ, გაღიზიანებული და ნერვებს ვერ თოკავს - ეს ყველა ქალის მტერის, პრემენსტრუალური სინდრომის (პმს) ბრალია. 
გაგიკვირდებად და ეს საშინელება მენსტრუაციიის მოსვლამდე ერთი კვირით ადრე იწყება. ამ დროს ქალის ორგანიზმსი ხდება სხეულის მასის მცირე მატება, წელისა და მენჯის ორგანოების ტკივილი, მუცლის შებერვა, გულისრევა, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება და ტკივილი, დაღლილობა, გაღიზიანებადობა, უძილობა ან მოთენთილობა, ძილად მივარდნა.
ქალების უმრავლესობა მენსტრუაციის წინა დღეებში ხშირად განიცდის ფიზიკურ და ემოციურ-ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. ბევრი უჩივის უსაფუძვლო აგრესიის შეტევებს, არაადეკვატურ ქცევით რეაქციას, უმიზეზო ტირილს, ხასიათის ხშირ ცვალებადობას.
დიდ ნაწილში პმს ვლინდება სისუსტით, უმიზეზო ტირილით, დეპრესიით ან, პირიქით, გადამეტებული, აუხსნელი გაღიზიანებითა აგრესიით. ეს უკანასკნელი, წესისამებრ, ახალგაზრდა ქალებს აღენიშნებათ, შედარებით ასაკოვანთათვის კი დეპრესიული მდგომარეობაა დამახასიათებელი.
ზოგს სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, შესივება და და ტკივილი, სახის, ფეხებისა და ხელის მტევნების შეშუპება, ოფლიანობა ახასიათებთ. პმს-ის ამ ფორმის დროს მკვეთრად არის გამოხატული სუნებისადმი ზემგრძნობელობა. მოსალოდნელია გემოვნების შეცვლაც.
არიან ქალები რომლებსაც ახასიათებთ თავის ტკივილი, გულისრევა, ზოგჯერ - ღებინება, თავბრუხვევა. პმს-ის ამ ფორმით დაავადებულთა დაახლოებით მესამედს აღენიშნება გულის არეში ტკივილი და ფსიქოლოგიური დათრგუნულობა. გარდა ამისა, იცვლება ორგანიზმში კალციუმის რაოდენობა, რამაც შეიძლება ძვლების დასუსტება გამოიწვიოს.
უმძიმესი ფორმაა როდესაც თავს იჩენს გულმკერდის არეში შეიგრძნობა ზეწოლა, რასაც თან ახლავს გულისცემის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება და გაცივება. მოსალოდნელია ხშირი და ჭარბი შარდვა. ამგვარი კრიზის დროს ზოგს სიკვდილის შიში ეუფლება, რაც ნეგატიურად აისახება ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. 
ყველა სიმპტომი გრძელდება ერთი კვირა და მთავრდება ციკლის მოსვლიდან 24 საათში.
ასე, რომ კაცებო, გადაამოწმეთ როდესაც ქალი გეჩხუბებათ პმს ხომ არ აქვს.
                                    
 
                    
                                                            
                    რა ემართება ყველა ქალს მენსტრუაციის მოსვლამდე ერთი კვირით ადრე - გაოგნებული დარჩებით
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    