მენსტრუაციის დროს სექსით დაკავებული წყვილები ხშირად პრეზერვატივს არ იყენებენ იმის იმედით, რომ ამ პერიოდში ქალი არ დაორსულდება.
საერთოდ ორსულობა სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის თანხვედრის დროს ხდება.ეს კი მხოლოდ ოვულაციის დროსაა შესაძლებელი.სპერმატოზოიდი 7 დღე-ღამის მანძილზეა სიცოცხლისუნარიანი, კვერცხუჯრედი კი მხოლოდ 2 დღე-ღამეს ცოცხლობს.ასე რომ ნაყოფის ჩასახვა საკმაოდ რთული პროცესია და მხოლოდ რეგულარული სექსის დროსაა შესაძლებელი.
ოვულაცია საკმაოდ მოკლე ფაზაა და მოდის ციკლის შუა პერიოდზე.თუკი ციკლი 28 დღიანია, ოვულაცია მე-14 დღეს უწევს (პლიუს-მინუს 2 დღე).ამ განრიგის მქონე ქალი მენსტრუაციის დროს ვერ დაორსულდება, თუკი მისი ციკლი 7 დღეზე მეტხანს არ გრძელდება.იმ შემთხევვაში, თუკი ციკლი მოკლეა (23-24 დღე), მაშინ სარისკო პერიოდი დაემთხვევა სწორედ მენსტრუაციის ბოლო დღეებს, ციკლის მე-5 მე-7 დღეს.ოვულაცია კი მე-11 დღეს მოუწევს.სპერმატოზოიდი ამ დროისათვის დიდი ალბათობით სიცოცხლისუნარიანი იქნება და განაყოფიერებაც მოხდება.
თუმცა რეალურად მენსტრუაციის დროს დაორსულება თითქმის შეუძლებელია.რადგან სპერმადოზოიდისთვის ასეთ პირობებში არახელსაყრელია არსებობა.გამონადენი ხელს უშლის მას გადაადგილებაში.
მენსტრუაციის შემდეგ პირველ დღეებში დაორსულების შანსი უკვე საკმაოდ იზრდება.განსაკუთრების მათთვის, ვისი მენსტრუაციაც 7-8 დღეს გრძელდება. სიახლეები მოცემულია ლინზე https://dedebi.ge/orsuloba/154-aucilebeli-ram.html
                                    
 
                    
                                                            
                    დაორსულება მენსტრუაციის დროს
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    