ძილის პოზები წყვილისთვის და მათი მნიშვნელობა

ძილის პოზები წყვილისთვის და მათი მნიშვნელობა

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ღამით საწოლში ძილის დროს თითოეულ წყვილს თავიანთი დამახასიათებელი პოზიცია გააჩნია. ზოგიერთს ზურგზე დაწოლა უყვარს, ზოგიერთი - პირიქით, მუცლით წვება და პარტნიორს მხარზე ადებს თავს. მეცნიერები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ წყვილებს და დაადგინეს რომ ღამით წოლის მანერას თქვენს ურთიერთობებზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

შეყვარებულები

ასეთი წყვილი ერთმანეთისკენ პირისპირ, ჩახუტებული იძინებს.

თუ ამ პოზიციას ხშირად არჩევთ, სავარაუდოა რომ სულ ცოტა ხანია რაც ერთად ხართ და ძლიერ ლტოლვას განიცდით ერთმანეთის მიმართ. ფსიქოლოგები აცხადებენ რომ ასეთი სიყვარული, დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, ზოგიერთი წყვილისთვის ეს პოზა დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას. ეს ნიშნავს რომ ერთმანეთზე მეტად ხართ დამოკიდებული.

ძილის პოზები წყვილისთვის და მათი მნიშვნელობა

კოვზები

ასეთ დროს ქალიც და მამაკაციც ერთ მხარესაა გადაბრუნებული და ერთმანეთს ეხუტებიან.

ეს ნიშნავს რომ ცდილობთ უფრო მეტად ახლოს იყოთ ერთმანეთთან. ასეთი პოზა სიმშვიდის და უსაფრთხოების შეგრძნებას ქმნის. არ გსურთ საყვარელი ადამიანი დატოვოთ. ასეთი პოზა ერთად ყოფნიდან 3-5 წლის განმავლობაშია პოპულარული.

დაკავშირებული

ეს ძალიან ჰგავს წინა პოზიციას, თუმცა ამ შემთხვევაში ხელები და ფეხები ერთმანეთთან კონტაქტშია, როცა სხეულის სხვა ნაწილებს შორის შეიძლება სივრცე იყოს.

ძილის ასეთი მანერა მიგვანიშნებს რომ პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ საკმარისი ნდობა გააჩნიათ, თუმცა ორივე მათგანს აქვს საკუთარი პირადი სივრცე.


ძილის პოზები წყვილისთვის და მათი მნიშვნელობა


თავი მხარზე

ორივე პარტნიორი ძილის დროს ზურგზე წევს, ხოლო ქალის თავი მამაკაცის მხარზეა.

ეს პოზიცია იმაზე მიგვანიშნებს რომ თქვენი სიმშვიდე გარკვეულწილად მამაკაცზეა დამოკიდებული. თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს ურთიერთობებში.

ჩახუტება

მამაკაცი ზურგზე წევს და ხელი პარტნიორზე აქვს მოხვეული. ქალის თავი კაცის მკერდზეა, სახით ქვემოთ.

ასეთი პოზით სავარაუდოა რომ ურთიერთობა კრიზისს განიცდის. ქალს მეტი ყურადღება და მზრუნველობა ესაჭიროება.


ძილის პოზები წყვილისთვის და მათი მნიშვნელობა

ფეხი ფეხში

წყვილი ყოველთვის ცდილობს სხეულის კონტაქტი ჰქონდეთ. ეს ხშირად ქვეცნობიერად ხდება და მაგალითად, ფეხით ეხებით ფეხზე.

ასე პარტნიორები გაუცნობიერებლად ამოწმებენ სიტუაციას რომ საყვარელი ადამიანი კვლავ მის გვერდითაა. ასეთი სურვილი ხშირად კამათის და ჩხუბის შემდეგ ჩნდება.


კომფორტი

ორივე პარტნიორი კომფორტულად ეწყობა ლოგინში, ისე რომ მეორე ნახევარი არ შეაწუხოს, თუმცა ცდილობს სხეულის რომელიმე ნაწილით მაინც შეეხოს. ეს ნიშნავს რომ წყვილს ხანდახან განმარტოება უნდა, თუმცა უერთმანეთოდ დიდხანს ვერ ძლებენ.

საზღვარი

საწოლში საზღვარი გაქვს დაწესებული და არც ერთი არ არღვევთ მას? სავარუდოდ ცოტა ხნის წინ იკამათეთ. ან აშკარა პროტესტი გაქვთ მეორე ნახევრის მიმართ. ყოველ შემთხვევაში, სხეულით ამას გამოხატავთ. ან, შესაძლოა ცოტა გადაიღალეთ და მარტო ყოფნა გჭირდებათ გარკვეული პერიოდი.

გაუზიარე მეგობრებს