ტკივილი სექსის დროს - გამომწვევი მიზეზები

ტკივილი სექსის დროს - გამომწვევი მიზეზები

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

\"\"
სექსი, როგორც წესი, სასიამოვნოა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის განსხვავებულ შეგრძნებებს იწვევს და შეიძლება მტკივნეულიც იყოს. თუ თქვენც განიცდით ტკივილს ინტიმური ურთიერთობისას, ამის აღიარების ნუ მოგერიდებათ. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ტკივილის მიზეზი, როგორც წესი, ვაგინალური სიმშრალე ან ინფექციაა. სიმშრალის მიზეზი კი უამრავი რამ შეიძლება იყოს. პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია, ზუსტად დადგინდეს ტკივილის მიზეზი.
თქვენ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ჰორმონალური აბები სითხის გამოყოფას ამცირებს და საშოს სიმშრალეს იწვევს.
გამოსავალი: გამოიყენეთ ლუბრიკანტი. ეფექტურია ქოქოსის ზეთიც. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ ინტიმური ურთიერთობისას პრეზერვატივსაც იყენებთ, ზეთმა შეიძლება ის დააზიანოს.
ოვულაციამდე ერთი კვირა გაშორებთ. თქვენი ვაგინის ბუნებრივი სეკრეცია თქვენი ციკლისგან განსხვავებულია.
თქვენ გამოტოვეთ პრელუდია. პრელუდიის დროს ქალი მეტად აღეგზნება და სითხის გამოყოფაც ბუნებრივად ხდება. აღგზნების გარეშე ინტიმური აქტი ხშირ შემთხვევაში არასასიამოვნო და მტკივნეულია.
გამოსავალი: გამოიყენეთ ლუბრიკანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ, ტკივილი აიტანოთ.
იღებთ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ვაგინის სიმშრალის გამომწვევი მიზეზი ზოგჯერ ალერგიაცაა. მისი საწინააღმდეგო მედიკამენტები ალერგიას თრგუნავენ, ვაგინის სიმშრალეს - არა.
გამოსავალი: მიმართეთ ექიმს და სთხოვეთ სხვა ალტერნატიული წამალი დაგინიშნოთ.
თმის მოცილებისას კანი დაიზიანეთ. ჭრილობაში შეიძლება ინფექცია შეიჭრას და გამონაყარი, ან უბრალოდ გაღიზიანება გამოიწვიოს. ასეთ დროს სექსი მართლაც მტკივნეულია.
გამოსავალი: გაჭრისთანავე დაიმუშავეთ ჭრილობა. თუ საჭირო გახდება, გამოიყენეთ ანტიბიოტიკებიც. გადადეთ სექსი, სანამ გამონაყარი ბოლომდე არ ალაგდება.
ინფექცია გაქვთ. ეს ქავილს უფრო იწვევს, ვიდრე ტკივილს, თუმცა, შეიძლება ვაგინალური ანთებაც განვითარდეს.
გამოსავალი: თავი შეიკავეთ სექსისგან, სანამ ინფექცია არ გაივლის.
ქლამიდია გაქვთ. ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, ინტიმური ურთიერთობა მაინც უსიამოვნო ხდება.
გამოსავალი: თავი შეიკავეთ სექსისგან და მიმართეთ ექიმს რომ დასვას ზუსტი დიაგნოზი.
საკვერცხის კისტა გაქვთ. ამ დაავადების დროს ინტიმური ურთიერთობისას საკვერცხეზე წნევა იზრდება, რაც ტკივილს იწვევს. ზეწოლამ შეიძლება კისტიდან სითხის გაჟონვა ან გახეთქვა გამოიწვიოს, რაც ძალიან მტკივნეულია.
გამოსავალი: ჩაიტარეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა. კისტის არსებობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს ექიმი დაგინიშნავთ. როგორც წესი, ამ დაავადებას ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით მკურნალობენ. უკიდურეს შემთხვევებში ხდება ქირურგიული ჩარევაც.
სექსის პოზა არასწორად შეარჩიეთ. საშვილოსნოს დახრის კუთხე სექსის დროს თქვენს კომფორტზე ახდენს გავლენას. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.
გამოსავალი: პოზა პარტნიორთან ერთად შეარჩიეთ. თუ ტკივილს მაინც გრძნობთ, შეეცადეთ, ისე მოეწყოთ რომ სიღრმეს და შეღწევის კუთხეს თავად აკონტროლებდეთ.
ორსულად ხართ. რაც უფრო დიდია ნაყოფი, მით უფრო მეტი დატვირთვა აქვს სისხლძარღვებს, რაც დისკომფორტს იწვევს.
გამოსავალი: ნუ დაწვებით ზურგზე. ორსულებისთვის ძაღლის პოზა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.
ლაქტაციის პერიოდი გაქვთ. როდესაც პატარას ძუძუს აწოვებთ, ორგანიზმში ესტროგენის დონე მცირდება, ვაგინალური ქსოვილები კი მეტად მგრძნობიარე ხდება.
გამოსავალი: გამოიყენეთ ლუბრიკანტი. დაიტენიანეთ საშო პერიოდულად სპეციალური კრემების საშუალებით.
ხშირად ვარჯიშობთ ველოსიპედით. რეგულარული ვარჯიშები ვულვას აღიზიანებს და ზოგადად, დისკომფორტს იწვევს. განსაკუთრებით კი, სექსის დროს.
გამოსავალი: ვარჯიშის დროს გამოიყენეთ რბილი დასადები. აკონტროლეთ სკამის სიმაღლე ვარჯიშისას.
წინა სექსი მეტისმეტად უხეში იყო. ენერგიულმა, უხეშმა ინტიმურმა აქტმა შეიძლება მიკროცრემლები გამოიწვიოს ვაგინაში, განავითაროს ნაწიბურები და მგრძნობიარობა.
გამოსავალი: თუ სექსის შემდეგ ტკივილმა არ გაგიარათ, ცოტა ხნით თავი შეიკავეთ. მომდევნო აქტისას კი აუცილებლად გამოიყენეთ ლუბრიკანტი.

გაუზიარე მეგობრებს