უროგენიტალიური ქლამიდია დღეს საკმაოდ სერიოზულ სამედიცინო და სოციალური პრობლემას წარმოადგენს. ქლამიდია - ინფექციური დაავადებაა, რომელიც სამწუხაროდ, მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული.  მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წინასწარი მონაცემებით მას მეორე ადგილი უკავია სასქესო დაავადებებს შორის.  ამ სიაში პირველ ადგილს ტრიქომონიაზის ინფექციური დაავადება იკავებს.
 სტატისტიკის მიხედვით, დასავლეთ კონტინენტზე ყოველწლიურად მინიმუმ 4 მილიონი ადამიანი ინფიცირდება ქლამიდიური ინფექციით. ევროპის ქვეყნებში (გერმანია, დიდი ბრიტანეთი) 10-13 % - ია. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცებში ეს დაავადება გაცილებით იშვიათია. აზიის ქვეყნებში, კერძოდ პაკისტანში, ქლამიდიური ინფექციით 17 %-ში დიაგნოსტირდება ორსული ქალები.
ქლამიდიით დაინფიცირების გზები
 ქლამიდიური ინფექცია, როგორც წესი, ხდება დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტი მონაცემები გამოხატულია მხოლოდ სავარაუდო ციფრებით, რადგან ადრე 1996 წლამდე ქალმიდიური ინფექცია არ ექვემდებარებოდა სავალდებულო რეგისტრაციას. ქლამიდიური ინფექცია გავრცელებული დაავადებაა, რომელიც დღეს არის ეპიდემიოლოგიური ბუნებაში. ამას ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის ნაკლებობა და გენეტიკურად გამოწვეული ქლამიდიური ინფექცია.
ქლამიდიოზის შედეგები
 ქლამიდიოზის შედეგები შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული. მამაკაცებში ქლამიდიური ინფექცია, პირველ რიგში გავლენას ახდენს ურეთრის არხზე. ზოგიერთ შემთხვევაში,  ქლამიდიურ ურეთრიტს თან სდევდეს პროსტატიტი. ასეთი სიმპტომები აღინიშნება 46% ყველა ინფექციის შემთხვევაშჲ. ამასთანავე, არაადეკვატური მკურნალობის შემთვხვევაში შეიძლება განვითარდეს ქრონიკული პიელონეფრიტი. მამაკაცების 30%-ს რომელიც დაინფიცირებულია ქლამიდიით, აღენიშნება ერექციის შესუსტება, ნაადრევი ეაკულაცია და სხვა სექსუალური დარღვევები. რაც შეეხებათ ქალებს, როგორც წესი, მაღალი ალბათობით მათი უმეტესობა არაკონტროლირებული სქესობრივი ცხოვრების გამო ინფიცირდება.
 მან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგიები ორსულობის დროს, რითაც იზრდება ალბათობა ახალშობილის ქლამიდიით დაინფიცირების, რომელიც თავის მხრივ ხშირად იწვევს პნევმონიას და კონიუნქტივიტს. ასევე, ახალშობილთა ქლამიდიის დროს შეიმჩნევა ხახისა და შუა ყურის ანთება. ორსულობის დროს ეს ინფექცია საკმაოდ სერიოზულია - შეიძლება მოხდეს ნაადრევი განადგურება გარსის ბუშტის, რომელიც იწვევს ნაადრევ მშობიარობას, პათოლოგიურ წონის დაკარგვას და ნაყოფის სიკვდილს.
ქლამიდიოზის სიმპტომები
 ქალებში ყველაზე ხშირად აღინიშნება დუნე ანთებითი პროცესი. ძირითადი სიმპტომებია მამაკაცებში- ურეთრალური ღრუბლის შეშუპება, ზომიერი ჰიპერემია და მწირი ჩირქოვანი ლორწო.  ქალებში ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სეკრეციის გაზრდა და ტკივილი შარდვის დროს. თუმცა, ქლამიდიის სიმპტომები ქალებში მინიმალურია. კოლნოსკოპიას შეუძლია აღმოაჩინოს შეშუპება ლორწოვანი გარსის. 
ქლამიდიოზის მკურნალობის მეთოდები
 უროგენიტალური ქლამიდიოზის მკურნალობა პირველ რიგში ანტიბიოტიკების გამოყენებით ხდება. თუმცა მამაკაცებში მკურნალობის დროს უნდა გაითვალისწინოთ ბიოლოგიური მახასიათებლები. ანტიბიოტიკებთან ერთად მიზანშეწონილია იმუნოთერპიის დანიშვნა, როგორც სტაციონალური და ამბოლატორული მკურნალობა.
 ბოლო წლების განმავლობაში, თანამედროვე მედიცინამ შექმნა ახალი ანტიბიოტიკები - ე.წ აზალიდი. ეს პრეპარატები შეიცავს აზითრომიცინს (ტაბლეტები), რომელიც ხასიათდება მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობით.  ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ სხვადასხვა ვაგინალური სანთლების გამოყენება.  აუცილებელია ინფექციის დროული გამოვლენისთვის ექიმთან ვიზიტი და სათანადო მკურნალობა.
                                    
 
                    
                                                            
                    ქლამიდია- ახალი თაობის დაავადება
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    