ორსულობის პირველივე დღეებიდან შემჩნევა ძალიან მნიშვნელოვანია წყვილისთვის. ორსულობის შემჩნევა რამდენიმე სიმპტომის მიხედვით შეგიძლიათ.
მენსტრუალური ციკლის გადაცდენა დაორსულების პირველი ნიშანია. თუმცა, ეს სიმპტომი შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული.
დაუყოვნებლივი სისხლდენა ბავშვის ჩასახვისას. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ჩასახვიდან ერთი ან ორი კვირის შემდეგაც.
მკერდის გადიდება. თუ თქვენი კერტები გამუქდა და ოდნავ გაიზარდა, შესაძლებელია, ეს სწორედ ორსულობის ბრალი იყოს.
გულისრევა დილით. პირღებინების შეგრძნება გაღვიძებისთანავე შეიძლება დაგეწყოთ. ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია იმისა რომ მიმართოთ გინეკოლოგს. ეს სიმპტომი განსაკუთრებით შესამჩნევია მეორე კვირიდან.
დაღლილობა და მოუსვენრობა. ასეთ დროს ქალი გაღიზიანებულია. ხშირად ვერ ხვდება, რა აწუხებს. უმეტესად თავს გადაღლილად გრძნობენ. გუნება–განწყობის სწრაფი ცვლილება ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება და ძირითადად გრძელდება პირველი ტრიმესტრის (პირველი სამი თვე) ბოლომდე.
მკერდის ტკივილი. გარდა ზომაში მატებისა, ნაყოფის ჩასახვისას ქალს მკერდის მცირეოდენი ტკივილი აღენიშნება. ტკივილი მძაფრდება შეხებისას. ეს სიმპტომი ვითარდება პირველი-მეორე კვირიდან.
გემოვნების ცვლილება. ხშირ შემთხვევაში ორსულს უყვარდება საკვები, რომელსაც აქამდე ვერ იტანდა, ან პირიქით. მძაფრდება ყნოსვის რეცეპტორები. ქალი უფრო მგრძნობიარე ხდება.
შარდვის გახშირებული სურვილი. ასეთი სურვილი უმეტესად ღამით ჩნდება.
ზემოთჩამოთვლილი სიმპტომებიდან შესაძლოა ზოგიერთი უფრო მძაფრად გამოიკვეთოს, ზოგიერთი - ნაკლებად. ზოგჯერ არის შემთხვევები რომ სიმპტომები უმიზეზოდ, ფსიქოლოგიურ ნიადაგზე  ვითარდება. ნებისმიერი ეჭვის შემოწმება მარტივადაა შესაძლებელი ორსულობის ტესტის საფუძველზე.
ტესტის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. შესაძლებელია, აგრეთვე, ექოსკოპიის ან სისხლის ანალიზის გაკეთებაც.
                                    
 
                    
                                                            
                    ორსულობის პირველი ნიშნები
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    