თავბრუსხვევა ორსულობის ბოლო სტადიაში
ორსული ქალს თითქმის მუდმივად თან სდევს სხვადასხვა სახის არასასიამოვნო შეგრძნებები, რომელთა ნაწილი ორსულობის მიმდინარეობისას მუდმივად გრძელდება, ნაწილი არასასიამოვნო შეგრძნებებისა კი დამახასიათებელია ორულობის გარკვეული სტადიისთვის. ასეთია თავბრუსხვევა, რომელიც სრულიად მოულოდნელად წარმოიქმნება და ორსულს აწუხებს ორსულობის ბოლო სტადიაზე.
ორსულობის ბოლო სტადიაზე თავბრუსხვევა აიხსნება იმით, რომ ნაყოფი საკმაოდ გაზრდილია და მას სულ ახალ-ახალი ნივთიერებები ესაჭიროება, რომელთა მიღებას იგი დედის ორგანიზმიდან ახდენს. ამის შედეგად, ორსულს სისხლში რკინის შემცველობის შემცირება უვითარდება. სისხლი არის ძირითადი საშუალება, რომლითაც ემბრიონი საკვებ და სხვა აუცილებელ ნივთიერებებს იღებს და თუ ორსულობის პირველ სტადიებში ამ ნაყოფის მიერ მოხმარებული ამ ნივთიერებათა რაოდენობა უმნიშვნელო იყო, სამაგიეროდ ორსულობის ბოლო სტადიაში მოხმარებული ნივთიერებების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. ამას მოჰყვება ჰემოგლობინის დონის ვარდნა, შედეგად კი თავბრუსხვევა ვითარდება
ორსულს თუ თავბრუსხვევა დაეწყო - აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს სისხლში რკინის დეფიციტის ოდენობას და ამის მიხედვით დანიშნავს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.
ჰემოგლობინის დონე ორსულებში
ორსულობის პერიოდში ჰემოგლობინის რაოდენობა მცირდება - ეს ითვლება ჩვეულ მოვლენად და უმრავლეს შემთხვევაში შეშფოთების მიზეზს არ უნდა წარმოადგენდეს.
ჰემოგლობინი ერითროციტების უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. თავის მხრივ, ერითროციტები სისხლის წითელი უჯრედებია, რომელთა მეშვეობით ორგანიზმში ჟანგბადის გადაადგილება ხდება. .
ორსულობის პერიოდში ჰემოგლობინის ნორმალურ დონეთ ითვლება 120-160 გრ/ლ. თუ ეს მაჩვენებელი მცირეა - ნიშნავს, რომ ადგილი აქვს ანემიის ამა თუ იმ სტადიას. თუ ჰემოგლობინის მაჩვენებელია 90-110 გრ/ლ — ნიშნავს, რომ ორსულს აქვს ანემიის მარტივი ფორმა. მაჩვენებელი 80-90 გრ/ლ მიუთითებს საშუალო ხარისხის სისხლნაკლებობას. 80 გრ/ლ მიუთითებს ორსულის კრიტიკულ მდგომარეობას, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.
ჰემოგლობინის რაოდენობის მაჩვენებელი ზემოქმედებას ახდენს ორსულის ზოგად მდგომარეობაზე. სისუსტე, ქოშინი, ფერის დაკარგვა, კანის სიმშრალე და თმის ცვენა მიუთითებს ჰემოგლობინის რაოდენობის კლებაზე, ასეთ დროს ორსულმა უნდა მიმართოს ექიმს.
ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებისათვის აუცილებელია ბალანსირებული კვება. რაციონში აუცილებლად უნდა იქნას შეტანილი რკინისშემცვლელი პროდუქტები: ხორცი, თევზი და ღვიძლი. დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს: კვახი, სტაფილო, ბროწეული, მწვანილი, მჟავე ვაშლი, კომბოსტო. იმისათვის, რომ რკინისშემცველი პროდუქტები კარგად მიიღოს ორგანიზმმა, ამისთვის მათი მიღება რეკომენდირებულია კალციუმის შემცველი საკვების მიღებამდე 2 საათით ადრე.
ორსულის წოლა
ორსულთა საკმაოდ დიდ ნაწილს აინტერესებს როგორ უნდა დაწვეს ლოგინში, რომ არ ავნოს ნაყოფს და საკუთარ თავსაც
ზურგზე წოლა - ამ პოზას ორსული ერთმნიშვნელოვნად უნდა დაემშვიდობოს.
ზურგზე წოლის დროს ზეწოლა ხდება ნაყოფზე, კერძოდ ზეწოლა იზრდება ნაყოფის შინაგან ორგანოებზე: თირკმელებზე, ღვიძლზე, კუჭ-ნაწლავის სისტემაზე. გარდა ამისა, ხერხემლის გასწვრივ მოთავსებულ ვენაზე ზეწოლა იწვევს თავად ორსულის სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც თავისთავად აისახება ნაყოფზეც.
მუცელზე წოლა - სპეციალისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ორსულის მიერ აპ პოზაში წოლას, ვინაიდან ასეთ დროს განსაკუთრებით იზრდება ნაყოფზე ზეწოლა. ეს პოზა განსაკუთრებით მიუღებელია ორსულობის მეორე ტრიმესტრში, ხოლო ორსულობის ბოლო თვეებში ორსული ვერც დაწვება ამ პოზაში
რჩება წოლა გვერდზე. სწორედ ეს პოზაა რეკომენდირებული ორსულობის პერიოდში. თანაც, უფრო რეკომენდირებულია მარცხენა გვერდზე წოლა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ნაყოფის გულზე და თირკმლებზე ზეწოლა ძალზე მცირდება.
უარი მოგზაურობებს შორ მანძილზე...
ვიმოგზაუროთ თუ არა ორსულობის პერიოდში? ორსული ქალბატონების უმრავლესობას სწორედ ეს საკითხი აღელვებთ. ზოგადად მოგზაურობასთან დაკავშირებული პირობები ქალბატონისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ნებადართულია ახლო მანძილზე მოგზაურობა. ექიმები ორსულობის 12 კვირამდე და 30 კვირის შემდეგ ქალბატონებს მოგზაურობას საერთოდ არ ურჩევენ. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიში ტრასპორტი თვითმფრინავი, მატარებელი და ავტობუსია. მოგზაურობა მეორე ტრიმესტრშია ნებადართული. ეს არის ეტაპი, როცა ქალბატონის ორგანიზმი უკვე მიჩვეულია ახალ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, მოგზაურობამდე სასურველია ექიმის კონსულტაციაც.
კლიმატის შერჩევა...
ზაფხულის სეზონზე ქალბატონებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტორიც, რომ მაღალ ტემპერატურას შეუძლია ნაყოფისთვის და დედისთვისც დიდი პრობლემების შექმნა. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, თურქეთი და ეგვიპტე კარგი იქნება თუ ფეხმძიმე ქალბატონი არ იმოგზაურებს. ამ შემთხვევაში შვებულების გასატარებლად იდეალური კლიმატია შვეიცარიაში, იტალიასა და საფრანგეთში, ასევე დიდ ბრიტანეთშიც. უკანასკნელ ტრიმესტრში კი კლიმატის მკვეთრი ცვლილება არ არის რეკომენდებული. კატეგორიული უარი უნდა თქვათ ზღვით მოგზაურობებზე.
ზღვის სანაპიროები...
ადამიანების ერთი ნაწილი ფეხმძიმე ქალბატონებს ურჩევს არ დაკავდნენ სპორტით, მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ზღვის სანაპიროები მავნებელია დედისა და ნაყოფისთვის. რეალურად კი ყოველივე ასე კატეგორიულად არ არის. ვიტამინ D-ს გამომუშავებისთვის ქალბატონებისთვის აუცილებელია ზღვის სანაპირო და მზე. მაგრამ ზღვის აბაზანებს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყრათ. დაუშვებელია თუნდაც მცირე დამწვრობა. მზის გულზე ყოფნა ქალბატონს არაუმეტეს 15 წუთისა შეუძლია. ამ 15 წუთისთვისაც დილის საათების შერჩევაა სასურველი. ყოველგვარი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებასთან ერთად აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენებაც.
უარი ხელოვნურ მზის აბაზანებს...
მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელია, მაგრამ ისინი რაც შეიძლება მაღალხარისხიანი უნდა იყოს. მომავალმა დედებმა არ უნდა მიიღონ ხელოვნური მზის აბაზანები. ნივთიერებები, რომელბიც მათ შემადგენლობაში შედიან მეტად უარყოფითად მოქმედებენ ნაყოფზე. ყველაფერთან ერთად კი აუცილებელია სახის კანის დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან. ამიტომ, აუცილებლად მოირგეთ ფართოფარფლიანი ქუდები და მზის სათვალეები.
ნახშირწ@@@ბი და ტკბილეული...
გახსოვდეთ რომ ორსულობის დროს ტკბილეულის მიღება მავნებელი არ არის. ყველაფერი პირიქით ხდება, ტკბილეული ენერგიის მატებას განაპირობებს. ტკბილეული აწყნარებს ნერვულ სისტემას და დაძაბულობის დონეს ამცირებს. მაგრამ მსგავსი პრობლემების გადაჭრაში სხვა, არანაკლებ გემრიელი საკვები პროდუქტებიც დაგეხმარებათ. ნერვული დაძაბულობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ორგანიზმში იოდის დაბალი დონე გახლავთ. ამიტომ, კარგი იქნება იმ ხილისა და ბოსტნეულის მიღება, რომლებიც დიდი რაოდენობით იოდს შეიცავენ. ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა კვერცხი და ღვიძლი, შედის ფოლიუმის მჟავა, რაც დაგეხმარებათ საჭირო ენერგიის მატებაში.
                                    
 
                    
                                                            
                    ორსულობის პერიოდის სიმპდრომები
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    