პარსვა არც ისე სასიამოვნო საქმიანობაა, რომელიც ხშირად პრობლემურიც კი ხდება. ეს საკითხი ქალებისთვის განსაკუთრებით ზაფხულშია აქტუალური. იდეალურად გლუვი კანი ყველა ქალის სურვილია. როგორ უნდა მოახერხოთ ეს?
1. პარსვამდე წინა საღამოს ზეითუნის ზეთი წაისვით - გვირჩევს დერმატოლოგი. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს იღლიის ზონაზე. პარსვის დროს კანი ნაკლებად ღიზიანდება, რბილდება და პარსვას აადვილებს.
2. კარგად დაიმუშავეთ კანი სანამ გაიპარსავთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სკრაბი ან სხვა საშუალება. რაც უფრო მეტ ჭუჭყს და აქერცლილ კანს მოიშორებთ, პარსვის შემდეგ კანი უფრო გლუვი და სასიამოვნო გახდება.
3. გამორიცხეთ ნებისმიერი საპარსი გელები და კრემები, რომლებიც სპირტს შეიცავენ. ისინი აღიზიანებენ კანს.
4. გამოიყენეთ პარსვის შემდგომ დამამშვიდებელი კრემი. სასარგებლოა მენთოლის ან ალოეს კრემი, რომელიც კანს სიწითლეს ააცილებს.
 
 
5. გამოიყენეთ მამაკაცის საპარსი საშუალებები. ისინი უფრო ბასრია და უხეშ თმას უფრო ადვილად უმკლავდება.
6. მოერიდეთ კანის მშრალად გაპარსვას. ის კანს გაგიღიზიანებთ.
7. ნუ გაიპარსავთ ყოველთვის ყველაფერს. რა საჭიროა ბიკინის ზონის ხშირი პარსვა თუ მუხლამდე კაბები გაცვიათ და პლაჟზე გასვლასაც არ აპირებთ? ხშირი პარსვის შემთხვევაში კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
8. გაიპარსეთ თმის ზრდის საპირისპირო მხარეს. ასე გაცილებით ეფექტურად იპარსება.
9. პარსვის დასასრულს თბილი წყლით დაიბანეთ. ასე ფორები გაფართოვდება და კანთან ახლოს მდებარე თმის ფოლიკულები დაიფარება.
10. ხშირად შეცვალეთ საპარსი პირები.
11. უმკურნალეთ ჩაზრდილ თმას. დაიტენიანეთ კანი ხშაპის საშუალებით და ისე დაიმუშავეთ რომ ინფექცია არ შეიჭრას.
12. პარსვის შემდგომ სიწითლის ან დისკომფორტის შემთხვევაში ცივი კომპრესები მკურნალობის შესანიშნავი საშუალებაა.
13. თუ არც ერთი რჩევა არ გამოგადგათ, გაიზარდეთ თმა! ბევრს თმა სირცხვილად არც მიაჩნია -  მადონა და კამერონ დიასი თმის პარსვით სულაც არ იწუხებენ თავს.
                                    
 
                    
                                                            
                    13 რჩევა პარსვასთან დაკავშირებით - ის რაც ცხოვრებას გაგიადვილებთ
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    