ახალი წელი ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია. მის შესახვედრად, ძირითადად, წინასწარ ემზადებიან. სადღესასწაულო სამოსის შერჩევაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. 
გთავაზობთ რჩევებს, როგორ შეხვდეთ ახალ 2016 წელს:
ვერძი - ვერძისთვის იდეალურია აბრეშუმის სამოსი. მათი რომანტიკული ხასიათი კარგად ჩანს ნატურალური ნაჭრით შეკერილ სამოსში. ტუალეტში აუცილებლად ჩართეთ რაიმე წითელი, რათა მთლიანად შეეხამოთ წითელი მაიმუნის წელს.

კურო - ძირითადი აქცენტი აქსესუარებზე გადაიტანეთ. საუკეთესო ვარიანტი უზარმაზარი ყვითელი თვლით გაწყობილი ბეჭედია. ეს ბეჭედი არამარტო საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ წარმატებულად ჩაივლის მთელი წელი.
ტყუპი - წარმატებული წლის მისაზიდად ტყუპებმა აუცილებლად უნდა ატარონ
რაიმე წყვილი, თუნდაც ორმაგი ქამარი. აქსესუარი უნდა იყოს წითელი ფერის. ასევე, შეგიძლიათ ატაროთ ხელზე ორი ერთნაირი სამაჯური.
ლომი - ლომები ისე უნდა გამოიყურებოდნენ, როგორც სამეფო წარმომადგენლებს ეკადრებათ. თუ თავზე გვირგვინის დადგმის სურვილი გაგიჩნდათ, ნუ მოერიდებით. აჩვენეთ ყველას, მათ შორის მაიმუნსაც, ვინ არის დღესასწაულის მთავარი გმირი.
ქალწული - თქვენ ლამაზ კაბაში უნდა გამოეწყოთ. შეარჩიეთ რომანტიკული და ნაზი სამოსი. შესძინეთ თქვენს ტანსაცმელს არამიწიერი მიმზიდველობა.

 
                              
                     
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    