ქალსა და მამაკაცს შორის ხანგრძლივი, სტაბილური ურთიერთობა ნდობასა და სექსუალურ შეთავსებაზეა დამოკიდებული. ურთიერთობაში აუცილებელია, კარგად იცნობდეთ პარტნიორს როგორც ცხოვრებაში, ისე საწოლში. უნდა იცოდეთ, როდის რა სიამოვნებს.
დიდი ხნის პარტნიორები უფრო და უფრო ნაკლებად კავდებიან ერთმანეთთან სექსით. საკუთარ სექსუალურ სურვილებს სხვა პარტნიორთან უფრო ადვილად განახორციელებდნენ, ვიდრე ერთმანეთთან.
რატომ ახდენს დრო უარყოფით გავლენას წყვილის სექსუალურ ცხოვრებაზე?
ფსიქოლოგები ამას ასე ხსნიან. წყვილთან თანდათან გროვდება დამალული სურვილები და ჩვევები, რომლებსაც არ ავლენენ. რომანტიკულ ურთიერთობებში ეშინიათ საკუთარი სურვილებით პარტნიორს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, ან თვითონ არ გახდნენ გაკიცხვის საგანი. ზოგიერთს, უბრალოდ, საკუთარი სურვილების აღიარების რცხვენია. ისინი ეცნობიან პორნოგრაფიას, ეროტიკულ ლიტერატურას და სექსი კი მაინც ჩვეულებრივი აქვს, რაც უკვე რუტინად იქცევა.
თუ თქვენ სექსი ყველანაირი შეზღუდვის გარეშე გაქვთ,  მცირერიცხოვან იღბლიან წყვილებს შორის ყოფილხართ. მეტი სიამოვნების მისაღებად წყვილები ხშირად ,,სექსუალურ ტრანსფორმაციებს’’ იყენებენ. ნებისმიერი სიახლე თქვენი ურთიერთობისთვის სასარგებლო იქნება და კმაყოფილების განცდას გაზრდის.
თუკი ურთიერთიერთობის შენარჩუნება გინდათ, იყავით გულწრფელი პარტნიორთან და მასაც სთხოვეთ, თავისი სურვილები დაუფარავად გაგანდოთ, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ის! მკაცრი უარი, შეურაცხყოფილი სახე, დაცინვა... ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობას გააფუჭებს და შემდგომ ინიციატივებს დაბლოკავს. იყავით ალერსიანი და ყურადღებიანი რომ პარტნიორს თქვენთან საუბარი არ გაუჭირდეს.
ადამიანები სტაბილურობისა და კომფორტისკენ მიისწრაფვიან, მაგრამ ამავდროულად, თავგადასავლები, ემოციური სექსუალური ცხოვრება, სიახლეები ურთიერთობაში აუცილებელია. თუ გსურთ რომ თქვენი პარტნიორი ყოველთვის კმაყოფილი იყოს, ამაზე ზრუნვა სისტემატიურად მოგიწევთ, რაც სიახლეების ძიებაში გამოიხატება.
                                    
 
                    
                                                            
                    როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობები
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    