თმას უხსოვარი დროიდან ბიოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. ინტიმურ ადგილებში თმის საშუალებით ადვილად ადგენდნენ, თუ რამდენად მომწფებული იყო ადამიანი სქესობრივი ცხოვრებისთვის. აქედან გამომდინარე, ქვეცნობიერად ამ ადგილას თმის ქონით თქვენ სიგნალს გასცემთ რომ სექსისთვის მზად ხართ.
მკვლევარები შეეცადნენ ეპოვათ კავშირი ინტიმურ ადგილებში არსებულ თმასა და ფერომონების გამოყოფას შორის. ფერომონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის სპეციალური უჯრედები და ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებს.  არსებობს სქესობრივი სიმწიფის, სიხარულის, შიშის, სიყვარულის და ვნების ფერომონები. ყველა მათგანი მფრინავი არომატია და ისინი ადვილად გამოიყოფიან ჰაერში. ისინი ერთი ნახვით შეყვარებაშიც დიდ როლს ასრულებენ.
კვლევებით შეეცადნენ დაემტკიცებინათ რომ ფერომონები ინტიმური ადგილების თმაშიც არსებობს, ისინი სექსუალურ სტიმულაციას ზრდიან და პარტნიორის აღგზნებას უწყობენ ხელს.
ინტიმურ ადგილებში თმის ქონით  თქვენ ნაკლებად იქნებით რისკის ქვეშ რომ სქესობრივი აქტის დროს ხახუნის ან სხვა ზეწოლის გამო კანი გაგიღიზიანდებათ. გარდა ამისა, თმა შეიცავს ბუნებრივ ზეთებს, რომლებიც ლუბრიკანტის მსგავსად მოქმედებენ. ზეთები დისკომფორტის, ტკივილისა და გაღიზიანებისგან დაგიცავენ.
თმა ხელს შეუშლის ინფექციით დაავადებას. გაპარსული კანი შედარებით დაუცველი და გრძნობიარეა გაუპარსავთან შედარებით. ინტიმურ ადგილებში თმა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, გენიტალური მეჭეჭებისგან და შეიძლება ჰერპესისგანაც დაგიცვათ.
ამ ადგილას თმის გაპარსვით თქვენს ძვირფას დროს ხარჯავთ. ექსპერტების თქმით საშუალოდ, ერთი ქალი თავისი ცხოვრების განმავლობაში 60 დღეს მხოლოდ ინტიმურ ადგილებში თმების გაპარსვას ანდომებს. შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი და დრო უფრო რაციონალურად გამოიყენოთ.
                                    
 
                    
                                                            
                    რატომ არ უნდა გაიპარსოთ თმა ინტიმურ ადგილებში
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    