როგორ დავიცვათ თითოეული ორგანო, რომ თავიდან ავიცილოთ დაავადება

როგორ დავიცვათ თითოეული ორგანო, რომ თავიდან ავიცილოთ დაავადება

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

მსოფლიოში ადამიანების რაოდენობის ზრდასთან ერთად ახალგაზრდა თაობაში ქრონიკული დაავადებები, კიბო და აუტოიმუნური დაავადებები უფრო და უფრო ვრცელდება. თითოეულ ადამიანს თავისი სისუსტეები გააჩნია. იმუნიტეტის გაუარესებასთან ერთად ეს მგრძნობიარე ორგანოები გარემო ფაქტორებზე რეაგირებენ და ორგანიზმში სხვადასხვა დარღვევა მიმდინარეობს. გარემო ფაქტორები კი უამრავი რამ შეიძლება იყოს: სტრესი, ჰორმონალური დარღვევები, პარაზიტები, ვირუსები, ბაქტრიები, არაჯანსაღი საკვები, ცხოვრების სტილი და სხვა. ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

ჩვენი ჯანმრთელობა მეტწილად ჩვენს იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. თუ სხეულში ტოქსინები დაგროვდა, ორგანიზმის იმუნურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს და ორგანოები დაუცველი დარჩება. სწორედ ამის შედეგია ხოლმე ცხელება, დიარეა, ღებინება. ანთებას მოკლევადიანი თავდაცვითი რეაქცია ახასიათებს, მაგრამ თუ ეს ქრონიკულში გადაიზრდება, უამრავი პრობლემა იჩენს თავს:

ლეიკემია;
დიაბეტი, პერიფერიული ნეიროპათია;
კუნთოვანი დისტროფია;
აუტოიმუნური თირეოიდიტი;
წყლულოვანი კოლიტი;
კანის ეგზემა;
ფსორიაზი;
ვიტილიგო.



მხოლოდ დაავადების მკურნალობა და გამომწვევი მიზეზების იგნორირება მთელ რიგ გვერდით მოვლენებს გამოიწვევს.

საბედნიეროდ, იმუნიტეტის გაძლიერების უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს. მთავარია, ვიცოდეთ, რა სჭირდება ორგანიზმს ამისთვის. ხორბალი, სოიო, რძე, დამუშავებული და შემწვარი საკვები ცრუ იმუნორეაქციებს იწვევს ორგანიზმში. მიუხედავად იმისა რომ მათი უმეტესობა უსაფრთხოდ მიიჩნევა, ამ პროდუქტების მიღება დაუმუშავებლადაც შეიძლება. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტების უმეტესობა გენმოდიფიცირებულია, ისინი ორგანიზმს მეტ ზიანს აყენებენ. გადაჭარბებული კოფეინის და ალკოჰოლის მიღებაც არაა რეკომენდირებული.

ზეითუნის ზეთი ღვიძლის გაწმენდაში დაგეხმარებათ.

ორგანიზმის გაწმენდა ყოველდღიური რეჟიმის დაცვითაა შესაძლებელი. ამისთვის ძალიან სასარგებლოა სტაფილოს წვენის და მწვანე ვაშლის მიღება ყოველთვიურად ერთი კვირის განმავლობაში მაინც.

თირკმლის გასაწმენდად სასარგებლოა მწვანილი, ჩაი, შავი ალუბლის წვენი, ლიმონიანი წყალი ან ვაშლის სიდრის ძმარი.

მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად სასარგებლოა ნიორი, კამა, ვიტამინი C-ს შემცველი პროდუქტები.

პარაზიტების თქვენი ორგანიზმიდან განდევნაში დაგეხმარებათ დარიჩინი, ქოქოსის ზეთი, ნიორი, გამოხდილი წყალი.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენი სხეულის თითოეულის ორგანოს ფუქციონირებას. შეეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროთ და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა.

გაუზიარე მეგობრებს