როგორ დავკავდეთ სექსით ბავშვის დაბადების შემდეგ

როგორ დავკავდეთ სექსით ბავშვის დაბადების შემდეგ

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

სამწუხარო ფაქტია, რომ მშობიარობის შემდეგ ხშირად წყვილის ცხოვრებაში ინტიმური ურთიერთობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ეს, როგორც წესი, გაუცხოებას იწვევს და ჩნდება პრობლემები, რომელთა მოგვარებაც თანდათან უფრო რთული ხდება. აუცილებელია რომ ბავშვის დაბადების შემდეგაც ჩვეულებრივ გააგრძელოს წყვილმა ერთმანეთზე ზრუნვა და მეორე ნახევარს საკმარისი დრო დაუთმოს, რომ გრძნობები არ გაცივდეს.

ზოგიერთი ქალი მშობიარობის შემდეგ სექსის დროს ტკივილს განიცდის. ნუ დატოვებთ ამ ფაქტს უყურადღებოდ და ნუ იფიქრებთ რომ თავად გაივლის. მიმართეთ ექიმს და მოაგვარეთ პრობლემა.

დაგეგმეთ ყველაფერი წინასწარ, მოაწყვეთ რომანტიკული საღამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ყოველთვის მოულოდნელად, გაუთვალისწინებელ დროს გაეღვიძება და განმარტოებას ვერ მოახერხებთ.

მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში სექსისგან თავი უნდა შეიკავოთ. რთულია ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ კიდევ სთხოვოთ მამაკაცს მოცდა. ამ პერიოდს პატარა გადაგატანინებთ.



თუ მთელი საღამო არ გაქვთ იმისთვის რომ განმარტოვდეთ, შეგიძლიათ სწრაფი სექსით დაკავდეთ. ეს საუკეთესო გამოსავალია როცა გეძინებათ ან დრო არ გაქვთ. მთავარია, ერთმანეთის მიმართ ლტოლვა არ დაკარგოთ.

თუ ერთმანეთს მხოლოდ საღამოს ნახულობთ, როცა ორივე გადაღლილი ხართ, მაშინ დღის განმავლობაში მისწერეთ მას ინტიმური შეტყობინებები.

დღის განმავლობაში ცოტა დრო მაინც დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას. აუცილებლად ჩადექით ფორმაში, რომ თქვენი მეუღლესთვის ადრინდელივით მომხიბვლელი იყოთ.

სექსისთვის ნებისმიერი დრო და ადგილი გამოიყენეთ. შემდეგ ასეთი შანსი შეიძლება დიდხანს აღარ გქონდეთ.

შეიძლება ორგაზმი ძველებურად ვეღარ განიცადოთ, მაგრამ დამშვიდდით. ყველაფერი დროთა განმავლობაში დალაგდება.

თუ პრობლემები ინტიმურ ურთიერთობებში რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ სექსოლოგს. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას\'\' ექიმები მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევენ. კონსულტაციისთვის ჩაეწერეთ წინასწარ: 2 29 00 66; 2 29 47 47

გაუზიარე მეგობრებს