რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა მას სექსი ხშირად აქვს

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა მას სექსი ხშირად აქვს

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

სისტემატიური სექსუალური კავშირები ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა, ეს, უბრალოდ სიამოვნება არაა. ამ დროს ორგანიზმში უამრავი ცვლილება მიმდინარეობს.

1. უფრო მგრძნობიარე ხდებით საშარდე გზებით ინფიცირების მიმართ

სექსუალურად აქტიური ქალების უმრავლესობა ცხოვრების რაღაც ეტაპზე განიცდის საშარდე გზების ინფექციურ დაავადებას. საშარდე გზების ინფიცირება ხდება მაშინ, როდესაც ბაქტერია, რომელიც ვაგინას გარს აკრავს, ხვდება საშოში და მიიწევს შარდის ბუშტისკენ ინტიმური კავშირის განმავლობაში და მის შემდეგ. საუკეთესო გზა რომ თავიდან ავიცილოთ საშარდე ბუშტის ინფექცია მიიღეთ შხაპი ინტიმურ ურთიერთობამდე. დაიბანეთ სასქესო ორგანოები და უკანა ტანი. ეს ხელს შეუწყობს ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას.

2. ჰაერის ნაკადის გამოსვლა საშოდან

ეს ნორმალური მოვლენაა. როგორც წესი, ჰაერის ნაკადი ვაგინიდან ენერგიული სექსუალური კავშირის დროს გამოდის. სექსი არაა ერთადერთი ფიზიკური აქტივობა, როდესაც ეს ხდება. მსგავსი რამ ქალს შეიძლება იოგას ან პილატესის ვარჯიშების დროსაც დაემართოს. კეგელის ვარჯიშები ამის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.

3. ხშირ ინტიმურ კავშირს მივყავართ უფრო აქტიური სექსუალური ცხოვრებისკენ

რაც უფრო მეტი დადებითი სექსუალური გამოცდილება აქვს ქალს, უფრო მეტად უჩნდება ამის მოთხოვნილება. მენოპაუზის დროს წყვილს სექსი კვირაში რამდენიმეჯერ აქვს, რაც ვაგინის შევიწროვებას იწვევს და ინტიმური კავშირი ქალისთვის ზოგჯერ მტკივნეულია.



4. შესაძლებელია, სახეზე გაწითლდეთ

სექსუალური აღგზნების დროს კაპილარები კანთან ახლოს ფართოვდება. ამის გამო კი ქალს სახესა და მკერდზე სიწითლე დაკრავს. ეს ნერვული სისტემის გაღიზიანებაზე ნორმალური საპასუხო რეაქციაა.

5. ინტიმური კავშირი ტკივილის შეგრძნებას თრგუნავს

სექსუალური აღგზნებისას ქალი ტკივილის იმ შეგრძნებას ვერ ამჩნევს, რომელიც მის სექსუალურ აქტივობასთან არ არის დაკავშირებული.

6. რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა

სექსი ამცირებს სტრესის დონეს და მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. ორგაზმის დროს ტვინის უჯრედების ნაწილი ითიშება და ტვინის სხვა ნაწილებს სიგნალს უგზავნის რომ სექსუალური სურვილები ,,გააუქმოს.’’ ორგანიზმი დუნდება და ისვენებს.

7. შეიძლება მოულოდნელად მოშარდვის სურვილი გაგიჩნდეთ

თუ სექსის შემდეგ ბუნებრივ მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებთ, შეიძლება მოშარდვის სურვილი მაინც გაგიჩნდეთ. ეს იმიტომ ხდება რომ აქტის დროს შარდის ბუშტზე ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობს.

გაუზიარე მეგობრებს