ორსულობისას პიელონეფრიტის სიმპტომები

ორსულობისას პიელონეფრიტის სიმპტომები

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ორსულობა - ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი პერიოდი ქალის ცხოვრებაში, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთული ქალის ორგანიზმისთვის. სწორედ ამ 9 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, რომელიც გავლენას ახდენს ყველა სისტემისა და ორგანოს მუშაობაზე. ორსულებს შორის თირკმლის დაავადებებიდან, ყველაზე ხშირად პიელონეფრიტი გვხვდება. ის ორსულებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა და ქალების 15 %-ს უვითარდება. პიელონეფრიტი არის თირკმელის ფიალის ინფექციური და ანთებითი დაავადება. მის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება და ქრონიკული ანთებითი დაავადებები.



პიელონეფრიტი ორსულობისას არის ორი სახის: მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი

მწვავე სიმპტომები და ქრონიკული პიელონეფრიტი ორსულობისას

მწვავე პიელონეფრიტი ყველაზე ხშირად გვხვდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში. ეს შეიძლება, აიხსნას ჰორმონალური ფონის მნიშვნელოვანი ცვლილებებით. ორსულობისას მწვავე პიელონეფრიტის კლინიკური სურათი საკმაოდ კონკრეტულია და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

ტემპერატურის მკვეთრი ზრდა;
ინტოქსიკაციის სიმპტომები;
შემცივნება, საერთო სისუსტე, ხშირი დაღლილობის შეგრძნება;
ტკივილი წელის არეში, რომელმაც შეიძლება გადაინაცვლოს მუცლის, საზარდულის და სასქესო ორგანოების მიდამოებშიც.



ქრონიკული პიელონეფრიტი არანამკურნალევი მწვავე პიელონეფრიტის შედეგია. მისი გამწვავება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებთან. ამ პერიოდის გაუარესება გამოიხატება ყრუ ტკივილით წელის არეში, სხეულის ტემპერატურის მატებით (ცხელებით), თავის ტკივილით. ზოგჯერ პაციენტი უჩივის სისუსტის შეგრძნებას და დაღლილობას.



პიელონეფრიტის მახასიათებელი თვისებები ორსულობისას:

ორსულ ქალებში პიელონეფრიტის დიაგნოზი, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. უნდა მოხდეს მუდმივი დაკვირვება არტერიულ წნევაზე, საშვილოსნოს ტონუსზე და ნაყოფის მდგომარეობაზე. მწვავე პიელონეფრიტის დროს შეიძლება, განვითარდეს არტერიული ჰიპერტენზია, ასევე გამოვლინდეს ნაყოფის ზრდის შეფერხების ნიშნები. მისი მკურნალობა ხდება - ანტიბაქტერიული პრეპარატებით და აუცილებელია მისი მიღების ხანგრძლივობა დადგენილი იყოს ექიმის მიერ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი თვითნებური შეწყვეტა.

გაუზიარე მეგობრებს