უცნაური აღმოჩენები პათოლოგიურ სექსუალურ ინტერესებზე

უცნაური აღმოჩენები პათოლოგიურ სექსუალურ ინტერესებზე

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

,,უცნაური’’ შეიძლება ნორმადაც ჩაითვალოს როცა საქმე სექსუალურ სურვილებს ეხება. კვლევების თანახმად სექსუალური სურვილების ნახევარი ატიპურად განიხილა და არსებულ ფსიქიატრიულ კრიტერიუმებს არ დაექვემდებარა.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ ,,Sex research’’-ში. კვლევაში მონაწილეობა 1040-მა კანადელმა მიიღო. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ორივე სქესის მონაწილეების სექსუალური ქცევები და ინტერესები.

სტატისტიკური ანალიზის და დიაგნოსტიკის შედეგად სექსუალური ქცევები დაიყო ორ ნაწილად: ნორმოფილიად (ნორმალური, ტიპიური ქცევა) და პარაფილიად (ანომალიური ქცევა). პარაფილია სექსუალური აქტივობის ნებისმიერი ისეთი გამოვლინებაა, რომელიც სექსუალური აქტივობის ნორმიდან გადახრას წარმოადგენს. პარაფილიის სხვადასხვა გამოვლინებები არსებობს. მონაწილეთა 45.5%-მა განაცხადა რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ მინიმუმ ერთი ტიპის სექსუალური ქცევით, რაც პარაფილურ ქცევად ჩაითვალა. ხოლო მათი 33% რეალურად ახორციელებდა თავის ფანტაზიას.



გამოკითხულთა 35%-ს დაუდგინდა ვოიეურიზმისკენ მიდრეკილება. ეს ფსიქოლოგიური გადახრაა, როდესაც ადამიანი მიდრეკილია უთვალთვალოს ინტიმური ურთიერთობით დაკავებულ ადამიანებს, ან უბრალოდ, მათ, ვინც თუნდაც ტანსაცმელს იცვლის. 26%-მა კი აღიარა რომ ისინი სიამოვნებას იღებდნენ ფეტიშიზმით (როდესაც სექსუალურ ლტოლვას ადამიანი უსულო საგნების, ან სხეულის სხვა ნაწილების მიმართ განიცდის). 26%-ს კი ფროტეურიზმიც სიამოვნებს (ხალხმრავალ ადგილას, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანზე სასქესო ორგანოს ხახუნი). ხოლო გამოკითხულთა 19% მაზოხიზმისკენ (ტკივილის და ტანჯვის გზით სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება) იყო მიდრეკილი.

ერთ-ერთი მკვლევარი აცხადებს რომ პარაფილური ქცევებისკენ მამაკაცები მეტად არიან მიდრეკილნი, თუმცა, ასეთი ინტერესები, ქალებსაც გააჩნიათ. ჰომოსექსუალიზმის პიროვნების სოციოპატიურ დარღვევად მიიჩნევა.

პარაფილია ფსიქიკური აშლილობა არაა. ადამიანების უმრავლესობას ასეთი ქცევა პერიოდულად აღენიშნება.

გაუზიარე მეგობრებს