ფეხები გრძელი რომ გამოჩნდეს, მინი ქვედა კაბა ან დაგრძელებული მიდი ატარეთ. იმავდროულად მოკლე ჟაკეტი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვით.
. ფრჩხილებს მცირე დაზიანების, ნაკაწრის, ბზარებისა და სიმშრალისგან კარგად იცავს ლაქი. ლაქის ფენა ფრჩხილებს არამხოლოდ მიკროტრავმებისგან იფარავს, მათ ბუნებრივ სინოტივესაც უნარჩუნებს.
. თმის შეღებვამ წარმატებით რომ ჩაიაროს, თავი უშუალოდ შეღებვის წინ არ დაიბანოთ. თმებზე არსებული ბუნებრივი ცხიმის ფენა მას გაღიზიანებისა და გამოშრობისგან დაიცავს.
შუბლზე, თმის ზოლთან და საფეთქლებთან სქელ ფენად ცხიმიანი კრემი წაისვით _ თუ საღებავი კანზე მოხვდება, კრემი შეწოვის საშუალებას არ მისცემს.
. ტუჩის მაკიაჟი ოთხი ეტაპისგან შედგება: 1. ტუჩზე თხელ ფენად პუდრი მიიფრქვიეთ; 2. ტუჩის ფორმა ფანქრით შემოფარგლეთ. ხაზის გავლება შუა ტუჩიდან დაიწყეთ; 3. პომადა შუა ტუჩიდან კუთხეებისკენ ფუნჯით წაისვით; 4. ზედმეტი პომადა ხელსახოცით მოიშორეთ.
                                    
 
                    
                                                            
                    ფეხები გრძელი რომ გამოჩნდეს – სასარგებლო რჩევები
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    