დაორსულების შანსები

დაორსულების შანსები

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

დაფეხმძიმების სტატისტიკური ალბათობა ორსულობის დაგეგმვის პირველ ციკლში შედარებით მცირეა და შეადგენს 15 – 25%-ს. ამასთან იგულისხმება ის ციკლები, როდესაც ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს ჩასახვისათვის ხელსაყრელ დღეებში, ანუ ოვულაციამდე 2 დღით ადრე და ოვულაციის დღეს. იმ ქალების სტატისტიკა, რომელთაც სურთ დაფეხმძიმება, შემდეგნაირია:
ქალების დაახლოებით 50% ფეხმძიმდება ორსულობის დაგეგმვის პირველი 3 თვის პერიოდში, ქალების 75% – 6 თვის განმავლობაში ორსულობის დაგეგმვის დაწყებიდან და ქალების 90% ფეხმძიმდება ერთი წლის განმავლობაში ორსულობის დაგეგმვის დაწყებიდან.

დაორსულების შანსები

საშუალოდ დაფეხმძიმება 4 თვის განმავლობაში ხდება. რა ფაქტორები მოქმედებენ ამ პროცესზე?

არარეგულარული ციკლი და ორსულობა

თუ თქვენ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, სავარაუდოდ დაორსულება მოგვიანებით მოხდება. არარეგულარული ციკლის პრობლემა იმაშია, რომ ქალი ზუსტად ვერ ითვლის ჩასახვისათვის ოპტიმალურ დღეებს, ვინაიდან ციკლის ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება.

ასაკი და ორსულობა

ორსულობის დაეგმვის პირველ ციკლში დაფეხმძიმების შანსი 30 წლის შემდეგ მცირდება. თუ თქვენი ასაკი 19-დან 24 წლამდეა, თქვენი დაორსულების შანსი დაახლოებით 30%-ია; 25-დან 33 წლამდე შანსი 18%-მდე ქვეითდებ, ხოლო 33-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში ეს მაჩვენებელი 13%-მდე ეცემა. 35 წლის ასაკიდან ქალებს გაცილებით უფრო ხშირად აქვს ანოვულატორული მენსტრუალური ციკლები. ,,დაბერების“ ეს პროცესი სრულიად ბუნებრივია და მისი შეცვლა არ შეიძლება. ასაკის მატებასთან ერთად საკვერცხეები იფიტებიან, კვერცხუჯრედების ხარისხი ქვეითდება, მატულობს ჰორმონული ჩავარდნების რისკი, შესაბამისად უნაყოფობის ალბათობა.

არარეგულარული კავშირი

თუკი რაიმე მიზეზთა გამო, რეგულარული სქესობრივი კონტაქტი შეუძლებელია, ესეც რასაკვირველია მოქმედებს დაფეხმძიმების დადგომაზე. ჩასახვის შანსების დამოკიდებულება სქესობრივი კონტაქტების რაოდენობაზე (სა) წარმოდგენილია შემდეგი სქემით:

გაუზიარე მეგობრებს