ვულვიტი - რა გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე

ვულვიტი - რა გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ვულვიტი - ქალის გარე სასქესო ორგანოების ანთებაა. როგორც წესი, ის იშვიათად ვლინდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ამის მიზეზი არის ვულვის (ქალის სასქესო ორგანოები) საფარი ეპითელიუმის თავისებურებება. ის იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს, რაც ძალიან მოქმედებს ქალის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ვულვიტი შესაძლოა იყოს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული.

ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს ვულვის ანთებას რეპროდუქციული ასაკის ქალებში:

პათოლოგიური გამონადენი საშოდან ენდუცერვიციტის დროს და სიმსუქნე, რომელიც იწვევს გარე სასქესო ორგანოების კანის მაცერაციას და ვულვის ანთებას;
ვულვის კანის ტრამვატიზაციის დროს უხეში სექსუალური კავშირის დამყარება;
სასქესო ორგანოების არასწორი ჰიგიენის შედეგად განვითარებული პიოდერმია, ფურუნკულოზი, ფოლიკულიტი;
ვულვის კანის გაღიზიანება პიელონეფრიტის და ცისტიტის დროს.
ვულვიტის გავლენა ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე

მიუხედავად იმისა, რომ ვულვიტი იშვიათია ახალგაზრდა ქალებში, ეს დაავადება შემდგომში მაინც მოახდენს გავლენას ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

არანამკურნალევი ვულვიტის ქრონიკული ფორმა, ხშირად ქალის სასქესო ორგანოების ინფექციის წყაროა (სალპინგოფორიტი, კოლპიტი, ცერვიციტი, ენდომეტრიტი)
კვლავინდებურად ტკივილის, წვის და ქავილის შეგრძნება სქესობრივი აქტის დროს.
ქალებში ქრონიკული ვულვიტი ორსულობისას ხშირად ქმნის პრობლემებს - მუცლის მოშლა, ორსულთა პიელონეფრიტი, პლაცენტის პათოლოგია, ქორიოამნიონიტი. მშობიარობის შემდგომ პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს ჩირქოვანი - სეპტიკური გართულებები.
მუდმივად ვულვის ქავილის შეგრძნება, რაც ცუდად მოქმედებს ქალის ფსიქიკაზე.
არ დაგავიწყდეთ, რომ ვულვის ქავილის გამოწვევა შეუძლიათ გარკვეულ ექსტრაგენიტალურ პათოლოგიებს: შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა გლომერულონეფრიტი, აზოტემია, ჰეპატიტი, ვიტამინების დეფიციტი, პარაზიტული და სოკოვანი დაავადებები. გარდა ამისა, ქავილი შეიძლება იყოს გამოწვეული ჰორმონალური დარღვევებით კლიმაქსის პერიოდში და მენოპაუზის დროს, რომელიც უკავშირდება ესტროგენის დონის დაცემას. ამ შემთხვევაში ირღვევა ტროფიკული პროცესები სასქესო ორგანოების ქსოვილებში.

ვულვიტი ქალებში: დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ვულვიტის დიაგნოსტიკა მრავალეტაპიანია: ჩივილების ფონი, კლინიკური სურათი, ბაქტერიოსკოპული და ბაქტერიოლოგიური კვლევა.

ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, უნდა მოხდეს ზოგადი მედიკამენტების დანიშვნა და ადგილობრივი მოქმედება. თქვენი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. ქალმა შეიძლება არ იცოდეს ისეთი პრობლემის შესახებ, როგორიცაა ვულვიტი. ამ ანთების გამოვლენისთვის აუცილებელია მოხდეს დიფერენცირება, ლეიკოპლაკიის და კრაუროზის, ასევე გადაუდებელი მკურნალობა, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი შედეგები

გაუზიარე მეგობრებს