ურთიერთობის დასაწყისში ყველა ადამიანი ცდილობს საკუთარი უკეთესად წარმოაჩინოს. ასეთი პერიოდი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ყველას  სურს მეორე ნახევარი გვერდით, ვისთანაც ისეთი იქნება, როგორიც სინამდვილეშია. ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც არც თამაში უწევს და არც ზედმეტი ძალისხმევის გაღება იმისთვის, რომ სასურველ ადამიანს თავი მოაწონოს. სწორედ ასეთი ურთიერთობები უძლებენ დროს. დროთა განმავლობაში წყვილები ურთიერთობის ისეთ ეტაპზე გადადიან, როცა მართლაც ისევე იქცევიან მეორე ნახევართან, როგორც მარტო ყოფნის დროს მოიქცეოდნენ. თუ თქვენს ურთიერთობაშიც აღმოაჩენთ ასეთ ნიშნებს, ე.ი. თქვენმა ურთიერთობამაც კომფორტულობის ზღვარს მიაღწია.
 
 
1. არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს ფეხების გაპარსვა.
2. აირებისგან დაცლა უხერხულ მდგომარეობაში არ გაგდებთ. პირიქით, შეიძლება მაში ერთმანეთსაც კი შეეჯიბროთ.
3. თამამად შეგიძლიათ თქვენი კუჭ-ნაწლავის მოქმედების შესახებ მასთან ისაუბროთ. არც შარდის ბუშტის დაცლის თემაა რთული განსახილველი.
4. ტუალეტის კარის დაკეტვით თავს აღარ იწუხებთ.
5. თქვენი ყოველთვიური მენსტრუაცია მას აღარ აღიზიანებს. შეიძლება ჰიგიენური საფენიც კი იყიდოს თქვენთვის.
6. თუ ერთობლივად  შხაპის მიღებისას მოშარდვა მოგინდებათ, მისი იქ ყოფნა არ დაგაბრკოლებთ.
7. დილით, კბილების გაწმენდამდე თქვენი სუნი არ აღიზიანებს.
8. ზიზღის გარეშე შეგიძლიათ გამონაყარი ამოუღოთ.
9. ცვილით თმის მოცილებაში ერთმანეთს ეხმარებით.
10. თუ შემთხვევით მისი კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ, თავს ცუდად არ იგრძნობთ.
11.  წონაში მატება დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
12. საჭმლის გაზიარება უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს კიდევ ერთი საფეხურით გწევთ წინ.
13.  ავადმყოფობა კოცნისგან თავის შეკავების მიზეზი არ გახდება.
14. ყველა ზემოთჩამოთვლილი სიტუაციის მიუხედავად, თქვენი პარატნიორი მაინც გიზიდავთ და სექსუალურად მიიჩნევთ.
                                    
 
                    
                                                            
                    14 საზიზღარი ჩვევა რაც გრძელვადიან ურთიერთობებს ახასიათებს.
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    