ამარილისი - АМАРИЛЛИС - Amaryllis

ამარილისი ამარილისისებრთა ოჯახის მცენარეა.ბუნებაში არსებობს მხოლოდ ერთისახეობა - A.belladonna.იგი მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა,ბუნებრივად იზრდებასამხრეთ აფრიკაში.კილექციაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება,ჰიბრიდულიჰიპეასტრუმისაგან განსხვავებით.ამარილისის თანამედროვე ჰიბრიდები საკმაოდ მრავალფეროვანია, გვხვდება თეთრიცდა მელნუსფერიც,ასევე არის მწვანე ფერისაც კი. არსებობს განახვავებული ფორმებიცუჩვეულო ხუჭუჭა და მკვეთრად გამოხატული სხვადაახვაგვარი ზოლებიანიყვავილებით.ამარილისი სახლის პირობებში ყველაზე ადვილად გამოსაყვანიბოლქვოსანი მცენარეა.მისი გამოყვანა დამწყებ მიყვარულსაც ადვილად შეუძლია თუწესებს დაიცავს. განსხვავება ამარილისსა და ჰიპეასტრუმს შორისყველასათვის საყვარელი “ამარილისები” რომლებიც ხშირად იყიდება ყვავილებისმაღაზიებში,სინამდვილეში ჰიპეასტრუმის ჯიშებია.მათ შორის ბევრი მსგავსება და ცოტაგანსხვავებაა, ამიტომ ხშირად ერევათ ერთმანეთში.ორივეს მსგავსი საყვავილე ღეროაქვს და ყვავილებიც შროშანს მიუგავთ.მაგრამ მათ შორის განსხვავებაც არსის - ამარილისის ყვავილები შედარებით მომცრო ზომისაა 8 სანტიმეტრამდე) ჰიპეასტრუმისყვავილები კი უფრო მოზრდილი (12-15 სანტიმეტრი). ამარილისი უფოთლოდყვავის,ჰიპეასტრუმს კი ქამრისმაგვარი ბრტყელი ფოთლები ყვავილობის დროსაცეზრდება.ჰიპეასტრუმის საყვავილე ღეროს შიგნით სიცარიელეა,იკეთებს 2- დან 6-მდეყვავილს,უმეტეს შემთხვევაში უსუნოს.ამარილისის საყვავილე ღერო კიმკვრივია,რომელზეც ვითარდება 6-დან 12-მდე სურნელოვანი ყვავილი.ამ ორ მცენარესშორის განსხვავება კიდე. ისაა რომ ჰიპეასტრუმი მხოლოდ ოთახის პირობებისთვისგანკუთვნილი მცენარეა.ამარილისის დარგვა კი შეიძლება ღია გრუნტში,უმჯობესია ეზოსსამხრეთ მხარეს.Amaryllis belladonna.ბელადონა მშვენიერ ქალს ნიშნავს.ამარილისი კი მშვენიერიმწყემსი გოგონას სახელია ძველი ბერძენი პოეტის თეოკრიტეს ნაწარმოებში.ამარილისი თავის მშვენიერ ყვავილებს შლის მკვრივ საყვავილე ღეროზე,რლოს სიგრძე50-70 სანტიმეტრია.ყვევილების რაოდენობა 6-დან12-მდეა.თეთრი,ვარდისფერი ანწითელი შეფერილობის მილისებური ფორმის ყვავილები როგორც წესისურნელოვანია.ქამრისებური ბრტყელი ფოთლები განლაგებულია ერთმანეთისმოპირდაპირედ, მუქი მწვანე ფერისაა,სიგრძით 40 სანტიმეტრს აღწევს და ამოდისყვავილობის დამთავრების შემდეგ.ამარილისის ბოლქვი მოზრდილია,მსხლისფორმის,ნიადაგიდან ოდნავ ზემოთ ამიწეულია ინვითარებს ბევრ შვილეულ ბოლქვსყვავის ზაფსულის ბოლოდან ან შემოდგომით.დარგვის და მოვლის წესებიყვავილებს ამარილისი ზაფხულის ბოლოს იკეთებს,ზამთარში მოსვენების პერიოდიაქვს.მიწის გამოცვლა და გადარგვა სასურველია 1-2 წელიწადში ერთხელ,სასურველიაგაზაფხულზე.მისი სწორად დარგვა ერთ-ერთი უმთავრესია ფაქტორია.სახლისპირობებში მის გამოსაყვანად ბოლქვებს რგავენ მარტში,ქოთნის დიამეტრი 15სანტიმეტრი.ბოლქვი მიწის ზემოთ ნახევრად უნდა ჩანდეს.მისი ვიწრო ფოთლებიგაზაფხულიდან იწყებს ზრდას და ზაფხულში კვდება.დაახლოებით ერთი თვის ან ცოტამეტის შემდეგ იზრდება საყვავილე ღერო რომელზეც იშლება ძაბრისმაგვარისურნელოვანი ყვავილები 8 სანტიმეტრდე დიამეტრით.დაყვავილების შემდეგ საყვავილეღერო იჭრება.ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ დარგვის დროს შევცვლით,შეიძლებაამარილისი “ვაიძულოთ” რომ ნებისმიერ დროს აყვავდეს.სასურველ პერიოდამდე 7-10კვირით ადრე დასვენებული ბოლქვები უნდა შევიტანოთ ნათელ და თბილშენობაში,ოდნავ მოვრწყათ.შემდგომში მორწყვა გავიმეოროთ მიწისსიმშრალის,ოთახის ტემპერატურის და ტენიანობის გათვალისწინებით.ვეგეტაციისპერიოდში სასურველი ტემპერატურა 18-25 °C -ია,მოსვენების დროს კი 10°C დაბლაარაა სასურველი.ამაეილისს უყვარს ნათელი ადგილი,გაფანტული სინათლე,საჭიროადავიცვათ პირდაპირი მზის სხივებისგან.ქოთანში ნიადაგის გამოშრობის მიხედვითპერიოდულად უნდა მოირწყას,მაგრამ გადაჭარბებულად არა უმჯობესია დააკლდესწყალი ვიდრე მოეჭარბოს.მისი ბოლქვი სიმშრალეს შედარებით ადვილად იტანს ვიდრეზედმეტ ტენიანობას.აქედან გამომდინარე ამარილისი არ საჭიროებს ფოთლებზეშესხურებას.ბოლქვების გამოყვანა უმჯობესია დეკემბერ-მარტის პერიოდში დავიწყოთ,რადგან ამდროს ჩარგული ბოლქვების აყვავების ვადები ემთხვევა ბუნებრივ ვადებს.წესებისდაცვით ჩარგული და გამოყვანილი ბოლქვები უკეთ უმკლავდებიან აყვავება-მოსვენებისპერიოდს,ადვილად არ იფიტებიან და სწრაფად იღდგენენ ძალებს.ამარილისის მოსვენების პერიოდი შემოდგომის ბოლოფან იწყება,მაგრამ აგვისტოსბოლოდანვე იწყება მოსვენებისთვის მზადება.ჯერ თანდათან მცირდება მორწყვა დანოემბრის ბოლოსთვის საერთოდ წყდება.ფოთლები, ბუნებრივი პროცესებიდანგამომდინარე იწყებს ჭკნობას და ხმება.ბოლომდე გამხმარი ფოთლების მოშორება არარის სასურველი,რადგან ბოლქვი ფოთლებიდან ღებულობს ორგანულ მარაგს,რაცგამოზამთრებისათვის და შემდგომი ყვავილობისათვის აუცილებელია.ხანდახანრამდენიმე ფოთოლი მაინც რჩება ბოლქვზე და ბოლომდე არ ხმება,სასურველია არმოაცილოთ ისინი და დატოვოთ.ზამთარში ბოლქვები ინახება გრილ სათავსოში ანსარდაფში,სადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ არ ჩამოდის.მოსვენების მდგომარეობაშიბოლქვები მაინც ინარჩუნებენ მცირე რაოდენობით ცოცხალ ფესვებს,ამიტომ დროდადროსაჭიროა მათი ოდნავ მორწყვა,დაახლოებით 15-20 დღეში ერთხელ.ამარილისის გამრავლებაამარილისი მრავლდება თესლით და შვილეული ბოლქვებით,რომლებიც მინიმუმ სამიწლისები უნდა იყოს რომ აყვავდეს.თესლის მიღება შესაძლებელია ხელოვნურიდამტვერვით.დათესვით მიღებული ნერგები ყვავდება 3-4 წლის ასაკიდან.შვილეულბოლქვებს ვაცილებთ ფრთხილად,როდესაც დედა ბოლქვს გადარგვადაჭირდება.მოცილებულ პატარა ბოლქვს ფრთხილად ვაცილებთ გაშავებულ ფესვებს,ისერომ არ დაზიანდეს საღი ფესვები და ვრგავთ ცალკე ქოთანში,ბოლქვი ნიადაგიდან ოდნავზემოთ უნდა იყოს ამოწეული.შედარებით თბილი კლიმატის მქონე ადგილებში შესაძლებელია ამარილისის დარგვაეზოში.დასარგავად უნდა შეირჩეს ნათელი ადგილი,კარგად დრენირებული და ნოყიერიმიწით.ზამთარში ბოლქვებს ზემოდან ეყრება ტორფი,რათა დაცული იყოსმოყინვისგან.ეზოში დარგული ამარილისის საყვავილე ღეროს ჭირდება საყრდენი რომქარმა არ მოტეხოს.ბოლქვებს რგავენ მაის-ივნისში,ერთმანეთისაგან 30 სანტიმეტრისდაშორებით.ამარილისი ცუდად იტანს გადარგვას ამიტომ დასარგავად სასურველიაახალი ბოლქვების შეძენა.წარმოქმნილი შვილეული ბოლქვები სასურველია ქოთნებშიჩაირგას ზრდასრული ასაკის მიღწევამდე. გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ რომ ყველასახეობის ამარილისის ბოლქვი შხამიანია! ამიტომ მასთან სასურველია ხელთათმანებისგამოყენება. წყარო: yvavilebi.ge
loading...
Загрузка...

28-03-2019, 01:41

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно