ფურისულაანუ პრიმულა

მიეკუთვნება ფურისულასებრთა ოჯახს, მოიცავს 500მდე სახეობას, ბუნებაში იზრდება ალპებში, ზომიერი სარტყლის  ზოლში, მცენარე პირველი ამოდის  ხოლმე გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება. ლათინური სახელიც აქედანაა - პრიმულა. ერთ - და მრავალწლიანი როზეტისებრი ბალახოვანი მცენარეა,  ყვავის ვარდისფერი, წითელი ან ყვითელი ყვავილებით, რომლებიც შეკრულია ქოლგისებრ ყვავილედად. ნაყოფი კოლოფია. მცენარეს კულტურაში ზრდიან ლამაზი ყვავილის გამო, სახლში იგი არ აქვთ. მცენარის ზოგ სახეობას სამკურნალო თვისებები აქვს - მისი ფესვებიდან იღებენ ეთერზეთებს, რასაც ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ.  მედიცინაში იყენებენ მისი ფოთლის ნახარშსაც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
განათება - მას ნათელი ადგილი სჭირდება, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები, ამიტომ მცენარეს დებენ აღ. ან დას. მხარეს. თუ ჩრ, მხარეს საკმარისი განათებაა, ეს ადგილი მისთვის ოპტიმალურია.
ტემპერატურა -  მას სიგრილეში მოსწონს ყოფნა - 16-20გრ ზე, ყვავილობისას 16 ზე მაღალი არ უნდა იყოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გახანგრძლივდეს ყვავილობა.
მორწყვა - ზომიერად ირწყვება მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება. ყვავილობისას უფრო ხშირად რწყავენ . წყალი უნდა იყოს ნადგამი, ფოთოლზე არ უნდა მოხვდეს წყლის წვეთები, რომ არ დალპეს. ამიტომ ჯობს მისი მორწყვა ძირიდან.
შესხურება - მცენარეს არ სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა და სპეც პროცედურებს ამ მხრივ არ საჭიროებს
კვება - ქოთნის მცენარეს სულ ორჯერ სჭირდება სასუქი - ივნისის შუა რიცხვებში -ორგანული სასუქის ან ქათმის სკინტლის სახით და აგვისტოს დასაწყისში - 0,1 % გვარჯილის წყალხსნარით
გასხვლა - მოყვავავილებულ ნაწილს საყვავილე ღერით აჭრიან, რომ მომდევნო ყვავილების სტიმულირებას შეუწყონ ხელი.ასევე აცლიან ყვითელ ფოთლებს.
გადარგვა - ყვავილობის მერე ყოველ წელს რგავენ.მიწა არ სჭირდება ძალიან ნოყიერი, ოპტიმალურია ასეთი ნარევი - ქვიშის, ნეშომპალის, კორდის და ფოთლოვანი მიწის თანაბარი პროპორციით. შეიძლება ქვიშანარევი ტორფის გამოყენებაც კომპოსტთან ერთად, ზოგ სახეობას ნაკლებად მჟავე მიწა სჭირდება, მათთვის საჭირო სუბსტრატში ქვიშას და კორდის მიწას ამატებენ წიწვოვან  და ფოთლოვან მიწას - 1-1-1-2.
გამრავლება გაყოფით - ყვავილობის მერე ხდება მისი გაყოფა, მანამდე გადადგამენ ცოტა დაჩრდილულ ადგილზე და რწყავენ ისე, რომ მიწა არ გაშრეს. როცა ტოტები ამოუვა,ქოთნიდან იღებენ და ფრთხილად ყოფენ 2-3 ნაწილად.მათ რგავენ ცალკე ქოთნებში არც ისე ღრმად. აფარებენ მინას და დებენ თბილად.გაბნეულ სინათლეზე. როცა მომაგრდებინ, გადააქვთ 9სმ იან ქოთნებში, 30-40 დღის მერე კი 11სმ ქოთნებში.ძველ ფოთლებს აჭრიან , მცენარეს კი აძლევენ  მინერალურ სასუქს ორმაგი გაზავებით 2კვირაში ერთხელ.
გამრავლება ფოთლით - თუ მხოლოდ ერთი როზეტი აქვს მცენარეს, ამ მეთოდით ამრავლებენ. არაღრმა ქოთანში ყრიან ტორფს, ზემოდან  - ქვიშას 2სმ ფენად,  მცენარეს აცლიან ერთ ფოთოლს ყუნწიანად და კვირტიანად , ფოთოლს ნახევრამდე აჭრიან ბასრი დანით,  რგავენ მომზადებულ სუბსტრატში კუთხით 1სმ სიღრმეზე ისე, რომ კვირტი ზემოთ იყურებოდეს. დებეენ 18გრ ზე, რეგულარულად მიწას ნამავენ. 80-100 დღეში დაფესვიანდება, მერე კი გადააქვთ ცალკე ქოთნებში ფოთლოვანი და ნეომპალა მიწის და ქვიშის ნარევში - 4-2-1 პროპორციით. ასეთ დროს უკვე 3 ფოთოლი უნდა ჰქონდეს მცენარეს. დაახლოებით 6 თვეში იგი იყვავილებს.
დათესვა -  ნებისმიერი სახეობა შეიძლება დაითესოს  გარკვეული პირობების დაცვით .მაგ. უკუ კონუსისებრი სახეობა ითესება გაზაფხულის ბოლოსკენ, რბილფოთოლა - ზაფხულის შუაში, სუბსტრატი შედგება ფოთლოვანი მიწის და ქვიშის ნარევისგან თანაბარი პროპორციით. თესავენ ზედაპირულად, მიწას ნამავენ. აფარებენ მინას და დებენ ნათელ , მზისგან დაცულ ადგილას 18გრ ზე. პერიოდულად ანიავებენ. კვირანხევარში ამოდის, ერთ თვეში გადააქვთ, მერე კიდევ ერთი თვის მერე. მესამედ კი ცალკე რგავენ 9სმ იან ქოთნებში, მერე უფრო მოზრდილშიც. დათესვიდან აყვავებამდე ნახევარი წელი გადის.
შხამიანობა - მის ფოთლებთან შეხება აღიზიანებს კანს, ამიტომ  მგრძნობიარე კანის მქონე პირები ხელთათმანით მუშაობენ ,,ისე კი ხელის დაბანა მასთან მუშაობის მერე აუცილებელია
დაავადებები - უყვითლდება ფოთოლი - მიზეზი მშრალი ჰაერი ან მაღალი ტემპერატურაა. ასევე იწვევს ხისტი წყლით მორწყვა, ზედმეტი სასუქი ან ხანგრძივად ზედმეტი მორწყვა. ნაცრისფერი ლპობა - ფოთოლს წყალი არ უნდა მოხვდეს, არც ჰაერის მააღალი ტენიანობაა საჭირო, მიწის ზედაპირი კი უნდა შეშრეს მორწყვებს შორის.
ყვავილი სწრაფად ჭკნება - თუ მცენარე ყვავილობს 16გრ ზე  ზემოთ, ასე ხშირად ხდება. კოკრები ცვივა - მიზეზი- მაღალი ტემპერატურა, არასაკმარისი რწყვა ან მშრალი ჰაერია. მავნებლები - აზიანებს ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, მათ გაჩენას განაპირობებს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ჰაერი.
სახეობები - 1. ჩინური ფურისულა - ბალახოვანი მრავალწლიანი 30სმ სიმაღლის მცენარე, ფოთლები ყუნწიანი, 15სმ სიგრძით, დაკბილული,გულისებრი ფორმის. ყვავილედი -ქოლგა, ყვავილი 4სმ დიამეტრში, ვარდისფერი, წითელი, ნარინჯისფერი ან თეთრი, მომდევნო წელს რომ იყვავილოს, ყვავილობის მერე ხელოვნურად უწყობენ მოსვენების პერიოდს
2. რბილფოთოლა ფურისულა - ჩინეთიდანაა. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე, 50სმ სიგრძის., ფოთლები როზეტადაა შეკრული, 20სმ სიგრძეში. დაკბილული, საყვავილე ღერო რამდენიმე ამოდის  ერთად, შიშველი, თითოზე 10-20  სურნელოვანი ყვავილით. ყვავილი ვარდისფერი, თეთრი, ან წითელია, გულში ყვითელი ლაქით. ყვავის ზამთარში.
3.უკუკონუსისებრი ფურისულა - მისი სამშობლოც ჩინეთია. ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა, 50სმ სიგრძის, ფოთლები 10სმ ყუნწზე ზიან. მრგვალი ან გულისებრია, როზეტებად განლაგებული, საყვავილე ღერო 20-25სმ ,შიშველია. ყვავილედი ქოლგისებრი, სურნელოვანი მუქი წითელი, ცისფერი, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილებით.
4. ჩვეულებრივი ფურისულა - მას მოგრძო დაჭმუჭნული ფოთლები აქვს, ყვავილი საკმაოდ დიდია, წითელი, ყვითელი,ცისფერი , იზრდება როზეტის შუიდან, გამოყვანილია ბევრი ჰიბრიდი. შემოგვიერთდით ფეიზბუქში დასვიტ კითხვები მეტი ინფორმაციისთვის    yvavilebi.ge ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
loading...

19-03-2019, 19:22

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно