როგორ დავიხატოთ სწორად წარბები

ნებისმიერი თანამედროვე ქალბატონი,მაკიაჟის ხერხების გამოყენებით,შესძლებს შექმნას ბრწყინვალე მაკიაჟი.მაგრამ ძალიან ხშირად ბევრს ავიწყდება სახის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი - წარბები.ამ პატარა,მაგრამ შესამჩნევი შტრიხის დამსახურებით დიდებულად შექმნილი მაკიაჟი შეიძლება გავაფუჭოთ.ამ სტატიაში განვიხილავთ როგორ დაიხატოთ სწორად ლამაზი წარბები.

წარბის ფანქრის შერჩევა.

ფანქრის შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მისი სიმაგრე.ეს აუცილებელი პირობაა: ფანქარი უნდა იყოს მაგარი და წვრილად წვერწათლილი.იმისათვის,რომ ფანქარი კარგად გაითალოს ის რამოდენიმე წუთით საყინულეში უნდა მოათავსოთ და გამოღებისთანავე გათალოთ. ბევრი ქალი,ყველაფრის მიუხედავად ირჩევს რბილ ფანქარს,რის გამოც ფანქრის გავლებული ხაზები მუქი და სქელი გამოდის, რაც არაბუნებრივად აჩენს წარბებს სახეზე.

წარბებისთვის განკუთვნილი ფანქრები არის კოსმეტიკური,რომელიც გამუდმებით საჭიროებს გათლას და მექანიკური - რომელსაც კორპუსის დატრიალებით წვერი გარეთ გამოსდის.რომელი ფანქარი უნდა გამოიყენოთ წარბებისათვის? არ არსებობს არანაირი შეზღუდვა,ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ გემოვნებაზე.

მაგრამ,უნდა აღინიშნოს,რომ მექანიკური ფანქრის გამოყენება რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც,რადგან მისი საშუალებით ვერ ვღებულობთ წვრილ ხაზებს,წვრილად გათლილი კოსმეტიკური ფანქრისგან განსხვავებით.

როგორ წავისვათ სწორად წარბის ფანქარი. 

იმისათვის რომ თქვენი წარბები და მთლიანად მაკიაჟი ბუნებრივად გამოიყურებოდეს,გაეცანით რეკომენდაციებს წარბზე ფანქრის სწორად დატანის შესახებ:

- წარბის ფანქრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი თმის ფერს.თუ თქვენ ბუნებრივად ღია ფერის თმა გაქვთ,მაშინ მკვეთრი შავი წარბები თვენს სახეზე ძალიან შეუსაბამოდ გამოჩნდება.

- ფანქრის გამოყენებისას ნუ გაავლებთ უწყვეტ ხაზს,დაიტანეთ მოკლე ხაზები,რომ წარბს ბუნებრივი იერი მისცეთ.

- თუ წარბის დაგრძელება გსურთ,ამოძრავეთ ფანქარი თმის ღერის ზრდის მიმართულებით,დახატეთ მოკლე შტრიხები.

- თუ გსურთ თქვენს მაკიაჟს მიანიჭოთ მეტი სიმკვეთრე,მაშინ აიღეთ პატარა სავარცხელი,ჩამოივარცხნეთ წარბები ქვემოთ.ფანქრის საშუალებით დაიხატეთ სასურველი ფორმის წარბი და დააბრუნეთ წარბები ჩვეულ მდგომარეობაში ისევ სავარცხლის მეშვეობით.

წარბისათვის ლამაზი და ბუნებრივი ფერის მისაცემად იქონიეთ რამოდენიმე ფანქარი: ერთი ისეთი ფერის რომლითაც ყოველთვის სარგებლობთ,მეორე ოდნავ

ღია ფერის.შეიღებეთ წარბები ღია ფერის ფანქრით,დაიტანეთ მოკლე ხაზები.ამის შემდეგ გაიმეორეთ იგივე მუქი ფანქრით.

* მაკიაჟის დამთავრებისას დაივარცნეთ წარბები.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ დაიხატოთ წარბები სწორად და მიიღოთ ბუნებრივი და ლამაზი მაკიაჟი.

წარბის საღებავი

თუ გადაწყვეტთ წარბების შეღებვას,უნდა იცოდეთ რომ შეღებვა უნდა მოხდეს მაკიაჟის გაკეთებამდე ერთი დღით ადრე და ასევე ერთი დღით ადრე თუ საჭიროება მოითხოვს,კორექცია უნდა გაუკეთოთ წარბებს.

შეღებვის წინ გაითვალისწინეთ რეკომენდაციები:

* წარბის კონტურის გარშემო წაისვით ცხიმიანი კრემი.ასე თქვენ თავიდან აიცილებთ გათხაპვნას,იმ შემთხვევაში თუ საღებავი ჩამოიწვეთა.

* საღებავი მხოლოდ წასმის წინ უნდა გახსნათ.ნუ შეიძენთ იაფფასიან საღებავებს,რადგან შეღებვა ხდება თვალის სათუთ არეში.ამიტომ შეიძინეთ შემოწმებული მწარმოებლის საღებავი.

* დაიტანეთ საღებავი წარბზე და გაიჩერეთ 15 წუთი.

* ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

გავრცელებული შეცდომები: მაკიაჟის კეთებისას ბევრი ქალი უშვებს შეცდომებს,რის შედეგადაც ის არააკურატულად და შეუსაბამოდ გამოიყურება.ეს რომ არ მოხდეს უნდა იცოდეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები მაკიაჟის გაკეთების დროს.

- დაუშვებელია წარბების ამოქნა ბოლო ღერამდე,რადგან შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ იმ ფორმის წარბის დახატვა რაც გსურთ.შედეგად თვენი მაკიაჟი ვულგალური და უაზრო გამოვა.

- დაუშვებელია წარბის ფანქრის მაგიერ თვალის ფანქრის ან ლაინერის გამოყენება.რადგან ვერ შეძლებთ სწორი შტრიხების დახატვას.ასევე არ არის რეკომენდებული წარბის დახატვა ერთი მთლიანი ხაზის გასმით.

- დაიტანეთ ხაზები მხოლოდ წარბის კონტურის შესაბამისად,ნუ გადასცდებით წარბის ბუნებრივ ხაზს.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

loading...

29-03-2019, 00:41

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно