სამარხვო წვნიანი პიტნით

სწორად შერჩეული ბოსტნეული, დაბალანსებული სანელებლები და, რა თქმა უნდა, პიტნა, რომელსაც მხოლოდ მოსართავის ფუნქცია არ აქვს - ეს წვნიანი თქვენს სამარხვო მენიუს გადაახალისებს. ინგრედიენტები:

ბოსტნეულის ბულიონი - 1 ლ
სტაფილო - 1 ც
მწვანე ხახვი - 0.5 კონა
კარტოფილი - 4 ც
თეთრი კომბოსტო - ნახევარი
ხახვი - 1 თავი
ნიახური - 1 ც
ნიორი - 3 კბილი
ბარდა - 100 გრ
პიტნა - 0.5 კონა
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი: 

1. წამოადუღეთ ბოსტნეულის ბულიონი ღრმა ქვაბში.

2. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, სტაფილო, კარტოფილი და ნიახური. ჩაყარეთ ბოსტნეული (კარტოფილის გარდა) ბულიონიან ქვაბში.

3. აცადეთ წამოდუღება და ჩაყარეთ კარტოფილი. ხარშეთ ბოლქვების დარბილებამდე.

4. ახლა ჩაყარეთ ბარდა და დაჭრილი კომბოსტო. დააყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ხარშეთ კიდევ 5-7 წუთი.

5. დაასხით თითო-თითო ულუფა თეფშებზე და მორთეთ პიტნის ფოთლებით. გემრიელად მიირთვით!


loading...

29-03-2019, 00:50

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно