უგემრიელესი შინაური ეკლერები მოხარშული კრემით

ინგრედიენტები:

- 1 ჭიქა რძე (250 მლ)

- 100 გრ. ნაღების კარაქი

- 150 გრ ფქვილი

- მწიკვი მარილი

- 4 კვერცხი

მომზადება:

ჩაასხით ქვაბში რძე და ჩადეთ კარაქი,დაუმატეთ მარილი.დადგით დაბალ ცეცხლზე,როდესაც კარაქი გადნება დაუმატეთ წინასწარ გაცრილი ფქვილი შეუჩერებელი მორევით.მოშუშეთ მიღებული მასა და გადმოდგით ცეცხლიდან.დაუმატეთ კვერცხები სათითაოდ და თან განუწყვეტლივ მოურიეთ.კვერცხები უნდა დაემატოს ცხელ ცომში.მიღებული მასა ჩადეთ საკონდიტრო ტომარაში ან შპრიცში და დასვით წაგრძელებული ფორმის 10 სმ სიგრძის ზოლები წინასწარ ცხიმმოსმულ ზედაპირზე.ზოლებს შორის დატოვეთ 5 სმ. მანძილი.ღუმელი წინასწარ უნდა იყოს ჩართული,ცხობის ტემპერატურაა 180-200 გრადუსი.გამოცხობამდე ნუ გახსნით ღუმელის კარს.ცხვება 20-30 წუთის განმავლობაში.მზა ეკლერებს გაუხვრიტეთ გვერდი და შეავსეთ მოხარშული კრემით საკონდიტრო შპრიცის საშუალებით.

მოხარშული კრემი:

- 400 მლ. რძე

- 2 კვერცხის გული

- 1,5 ს/კ ფქვილი

- 1,5 ს/კ სახამებელი

- 80 გრ. შაქარი

- ვანილი

მომზადება: კარგად შეაზილეთ ერთმანეთს კვერცხის გულები,შაქარი და ვანილი,დაუმატეთ რძე,ფქვილი,სახამებელი,ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს და მოხარშეთ კრემი განუწყვეტლივი მორევით.შესაძლებელია მომზადდეს მიკროტალღურ ღუმელში,ამ შემთხვევაში ერთ წუთში ერთხელ უნდა გამოიღოთ და კარგად მოურიოთ.მზადდება 4-5 წუთში.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის



10-06-2019, 19:25

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно