წყალზე მომზადებული სწრაფი საფუვრიანი ცომი კვერცხის გარეშე


ეს საფუარიანი ცომი უნივერსალურია ნებისმიერი ცომეულის გამოსაცხობად,მისი საშუალებით შეიძლება დიდი რაოდენობით ფუნთუშების,პიროგების,ღვეზელების,პიცის და სხვა ცომეული საკონდიტრო ნაწარმის მომზადება.თავისი სიმარტივის დამსახურებით,სწრაფი საფუვრიანი ცომი პოპულარული გახდა დიასახლისებისათვის,ის მზადდება მარტივად და ისეთი პროდუქტების გამოყენებით რომელიც ნებისმიერ დიასახლისს მოეპოვება სახლში.ჩანინიშნეთ ეს რეცეპტი და ისიამოვნეთ სურნელოვანი ნამცხვრებით თქვენს ოჯახთან ერთად.

ინგრედიენტები:

- უმაღლესი ხარისხის ფქვილი -1 კილოგრამი

- წყალი 0,5 ლიტრი

- ახალი საფუარის პატარა ნაჭერი- დაახლოებით 30 გრ.

- 50 გრ მცენარეული ზეთი

- 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი

- 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება: მოიმარაგეთ ყველა აუცილებელი პროდუქტი. ჯერ მზადდება ოპარა.ამისათვის საფუარი და შაქარი ერთმანეთს შეალესეთ,ვიდრე ერთგვაროვანი კონსისტენციის მასას არ მიიღებთ.შეათბეთ წყალი(ძალიან ცხელი არ უნდა იყოს) და შეურიეთ საფუარიან მასას.დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი (100 გრ) და კარგად აურიეთ,ისე რომ კოშტები არ დარჩეს.

ოპარას გადააფარეთ ჩაის ტილო და დადეთ თბილ ადგილზე 15 წუთით.

როდესაც ოპარა კარგად ამოვა და გადმოსვლას დაიწყებს,დაუმატეთ მარილი და ზეთი.გაცერით ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი.

მომზადებული ცომი გადაიტანეთ ზეთწასმულ სუფთა ჯამში,დააფარეთ და თბილად დადგით დაახლოებით 40-50 წუთი.ამ დროის განმავლობაში ცომმა ორ-სამჯერ უნდა მოიმატოს ზომაში. ცომი მზადაა,მოამზადეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

loading...

29-04-2019, 02:03

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно