13 საუკეთესო რეცეპტი ზამთრისათვის არყის ხის წვენისაგან

ახლადშეგროვებული არყის ხის წვენი ძალიან გემრიელი და სასარგებლო სასმელია,შესანიშნავად აკმაყოფილებს წყურვილს,მატონიზირებელია.თუმცა ის სწრაფად იწყებს ამაჟავებას,ამიტომ ხანგრძლივად შენახვისათვის უნდა დააკონსერვოთ.ამის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში.

არყის ხის წვენის დაკონსერვება არ არის რთული საქმე.წვენის შენახვა ზამთრისათვის შესაძლებელია სუფთა სახით,სხვადასხვა დანამატებით,ან მისი მეშვეობით ღვინის ან ბურახის მომზადება.

არყის ხის წვენი დუღილის გარეშე: დუღილის გარეშე მომზადებული არყის ხის წვენი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.მისი შენახვა რეკომენდებულია გრილ ადგილზე,გამოყენება კი შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.

თქვენ დაგჭირდებათ: 3 ლიტრი არყის ხის წვენი,4-6 ს/კ შაქარი,10-12 მარცვალი ქიშმიში,გამშრალი ლიმონის ცედრის ნაჭერი.

მომზადება: გაწურეთ წვენი დოლბანდში,ჩაასხით სუფთა ჭურჭელში,დაუმატეთ შაქარი,ქიშმიში და ცედრა.კარგად აურიეთ,დააფარეთ თავზე და ერთი დღე-ღამით დადგით ოთახისტემპერატურაზე.შემდეგ გადაასხით სტერილიზებულ ქილებში ან ბოთლებში და შეინახეთ გრილად სარდაფში ან მაცივარში.

არყის ხის წვენი ქიშმიშით: ქიშმიში დაეხმარება წვენს ადუღებაში და მისცემს მას დახვეწილ ხილის გემოს.

თქვენ დაგჭირდებათ: 2 ლიტრი არყის ხის წვენი,4 ჩ/კ შაქარი,50 გრ. ქიშმიში.

მომზადება: წვენი ჩამოასხით 0,5 ლიტრიან ბოთლებში,თვითოეულში ჩაყარეთ 1 ჩ/კ შაქარი და ცოტაოდენი ქიშმიში,დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილზე რამდენიმე დღით.შემდეგ შეინახეთ ბოთლები გრილ,ბნელ ადგილზე.
არყის ხის წვენი ლიმონით: გამაგრილებელი სასმელი სასიამოვნო მომჟავო გემოთი შესანიშნავად აქრობს წყურვილის გრძნობას.

თქვენ დაგჭირდებათ: 3 ლიტრი არყის ხის წვენი,200 გრ შაქარი,ნახევარი ლიმონი,0,5 ჩ/კ ლიმონმჟავა.

მომზადება: გადაწურეთ წვენი ქვაბში,დაუმატეთ შაქარი,ლიმონმჟავა და ქერქიანად დაჭრილი ლიმონი.ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.ცხელ-ცხელი წვენი ჩამოასხით ქილებში და მოხუფეთ.

არყის ხის წვენი ფორთოხლით: ფორთოხალი,ისევე როგორც ლიმონი სასმელს ციტრუსის სასიამოვნო არომატს და მსუბუქ მომჟავო გემოს ანიჭებს. თქვენ დაგჭირდებათ: 3 ლიტრი არყის ხის წვენი,ნახევარი ფორთოხალი,150 გრ შაქარი,1 ჩ/კ ლიმონმჟავა.

მომზადება: წვენი გაწურეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.ფორთოხალი კარგად გარეცხეთ,შეამშრალეთ და დაჭერით ნაჭრებად.მოათავსეთ ქილაში შაქართან და ლიმონმჟავასთან ერთად.ჩაასხით ქილაში მდუღარე წვენი და მაშინვე მოხუფეთ.

არყის ხის წვენი თაფლით: სამელის დასტკბობად შაქრის მაგივრად შესაძლებელია გამოიყენოთ თაფლი.გარდა ამისა ეს ბევრად უფრო სასარგებლოა. თქვენ დაგჭირდებათ: 10 ლიტრი არყის ხის წვენი,2 ს/კ თაფლი,30 მარცვალი ქიშმიში.

მომზადება: წვენი გაწურეთ ქვაბში,მიიყვანეთ ადუღებამდე,დაუმატეთ თაფლი და გადმოდგით ცეცხლიდან.სუფთა,გასტერილებულ ქილებში ჩაყარეთ ცოტაოდენი წინასწარ გარეცხილი ქიშმიში,ჩაასხით ცხელი წვენი და მოხუფეთ.

არყის ხის წვენი ჩირით: ჩირთან ერთად მომზადებული არყის ხის წვენი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია.

თქვენ დაგჭირდებათ: 5 ლიტრი არყის ხის წვენი,100 ჩირი(ვაშლის,მსხლის,გარგლის,შავი ქლიავის).

მომზადება: ემალის ჭურჭელში ჩაასხით გაწურული წვენი,დაუმატეთ ჩირი და წამოადუღეთ.ცხელი წვენი ჩამოასხით ქილებში და მოხუფეთ.

არყის ხის წვენის ბურახი თაფლით: არყის ხის წვენისაგან შესაძლებელია მომზადდეს შესანიშნავი გამაგრილებელი ბურახი.

თქვენ დაგჭირდებათ: 10 ლიტრი არყის ხის წვენი,200 გრამი თაფლი,3 ლიმონი,50 გრამი ახალი საფუარი,30 მარცვალი ქიშმიში.

მომზადება: გაწურული წვენი ჩაასხით ემალის ჭურჭელში და მიიყვანეთ ადუღებამდე,ადუღეთ ორიოდე წუთი.გააციეთ და დაუმატეთ ლიმონისგან გამოწურული წვენი,ქიშმიში,თაფლი და საფუარი.მოურიეთ,თავზე დააფარეთ დოლბანდი და დადგით თბილ ადგილზე 2-3 დღით, რომ დუღილი დაიწყოს.შემდეგ ჩამოასხით ბოთლებში და შესანახად დადგით სარდაფში.გამოყენების წინ გააციეთ.

არყის ხის წვენის ბურახი საფუარით და ქერით არყის ხის წვენზე დამზადებული ბურახი - ეს ნამდვილი არომატული ბურახია,როგორც მაღაზიის. თქვენ დაგჭირდებათ: 3 ლიტრი არყის ხის წვენი,3 ს/კ ქერის მარცვლები,200 გრამი ჭვავის პური,2 ს/კ შაქარი,მწიკვი მშრალი საფუარი. მომზადება: პური დაჭერით კუბებად და მობრაწეთ მშრალ ტაფაზე.ასევე მოხალეთ ქერის მარცვლები.წვენი გაწურეთ,ჩაასხით გვაბში და ოდნავ შეაცხელეთ.დაუმატეთ პურის გახუხული ნაჭრები,ქერი,შაქარი,საფუარი და კარგად მოურიეთ.ქვაბს დააფარეთ სახურავი და დადგით 2 დღე-ღამე თბილ ადგილზე.შემდეგ ჩამოასხით ბოთლებში,დაახუფეთ და შეინახეთ მაცივარში.

არყის ხის წვენის ბურახი ბადაგით არ იცით როგორ მოამზადოთ არყის ხისგან ბურახი? - შეურიეთ მას საბურახე ბადაგი!

თქვენ დაგჭირდებათ: 2,5 ლიტრი არყის ხის წვენი,3 ს/კ საბურახე ბადაგი,3 ნაჭერი ჭვავის პური,1 ჭიქა შაქარი,2 ჩ/კ მშრალი საფუარი. მომზადება: პური ნაჭრებად დაჭერით და ღუმელში გამოაშრეთ.გაწურეთ წვენი,შეაცხელეთ და ჩაასხით სამლიტრიან ქილაში,დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ რომ შაქარი გაიხსანს.გააგრილეთ წვენი ოთახის

ტემპერატურამდე.დაუმატეთ ბადაგი და კარგად მოურიეთ მის სრულ გახსნამდე.ნარევს დაუმატეთ ღუმელში გამომშრალი პური და საფუარი,მოურიეთ კარგად,დააფარეთ ქილას დოლბანდი და თბილ ადგილზე დადგით 2 დღე-ღამე.ამის შემდეგ ქილა გადაიტანეთ გრილ ადგილზე კიდევ 2 დღე-ღამით.შემდეგ გაწურეთ წვენი,ჩამოასხით ბოთლებში და დადგით შესანახად.

ღვინო არყის ხის წვენისაგან ამ უჩვეულო სასმელის მოსამზადებლად გამოიყენება მხოლოდ ნატურალური ახალი ნედლეული.

თქვენ დაგჭირდებათ: 20 ლიტრი არყის ხის წვენი,2 კგ შაქარი,1 ს/კ ქიშმიში,მწიკვი ლიმონის მჟავა.

მომზადება: წვენი საგულდაგულოდ გაფილტრეთ,დაუმატეთ შაქარი,მჟავა და მიიყვანეთ ადუღებამდე,თან ურიეთ.დაუკელით ცეცხლს მინიმუმადე,ურიეთ და მოხადეთ ქაფი,ადუღეთ რომ ოდნავ დაშრეს.შემდეგ გააციეთ და დაუმატეთ ქიშმიში.მოურიეთ და ჩაასხით ჭურჭელში,დააფარეთ გახვრეტილი რეზინის ხელთათმანი და დადგით ბნელ,თბილ ადგილზე ერთი თვით.დადუღებული სითხე გადაიტანეთ სუფთა ჭურჭელში,ისე რომ ძირში დალექილი ნალექი არ აიმღვრეს.დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ გრილ ადგილზე სამი კვირით.ამის შემდეგ გადაიტანეთ ღვინო სუფთა ჭურჭელში,ისე რომ ნალექი არ გადაყვეს.დააფარეთ და დადეთ გრილ ადგილზე მოსამწიფებლად.ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

შამპანური არყის ხის წვენისაგან არყის ხის წვენი კარგი მასალაა შინაური შამპანურის მოსამზადებლად,ის მსუბუქი და შუშხუნა სასმელია. თქვენ დაგჭირდებათ: 12 ლიტრი არყის ხის წვენი,2-3 კგ შაქარი,1 ჩ/კ ლიმონმჟავა,50 გრ თხევადი თაფლი.ასევე - 100 გრამი ქიშმიში,25 გრამი შაქარი,1 ჭიქა წყალი.

მომზადება: ჯერ მოამზადეთ დედო,ამისათვის შეურიეთ ქიშმიში,25 გრ. შაქარი და წყალი.დადგით ოთახის ტემპერატურაზე 3-4 დღე,რომ დაიწყოს დუღილი.შემდეგ არყის ხის წვენი გადაწურეთ ქვაბში,დაუმატეთ 2 კგ შაქარი და ლიმონმჟავა,მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე,ვიდრე არ დაშრება დაახლოებით 15%.ნარევი გააგრილეთ ოთახის ტემპერეტურამდე,დაუმატეთ მომზადებული დედო და თაფლი.მოურიეთ,ჩაასხით მინის ჭურჭელში,დააფარეთ გახვრეტილი რეზინის ხელთათმანი და დადგით თბილ ადგილზე რომ დადუღდეს,20-40 დღის შემდეგ როდესაც დუღილს დაასრულებს გადაწურეთ სითხე სუფთა ჭურჭელში,ისე რომ ნალექი არ გადაყვეს.სუფთა პლასტიკის ბოთლებში ჩაყარეთ შაქარი(10 გრ 1 ლიტრზე),ჩაასხით სითხე,დაახურეთ თავზე და დატოვეთ 7-10 დღე ბნელ ადგილზე,ოთახის ტემპერატურაზე.ამ დროის განმავლობაში შეამოწმეთ ხოლმე ბოთლებში დუღილის პროცესი: თუ ბოთლი მაგარია და შებერილი,ოდნავ მოუშვით თავსახური და გამოუშვით გაზი.შემდეგ მოათავსეთ ბოთლები გრილ სარდაფში ან მაცივარში2-4 დღით.მზა სასმელი ინახება 6 თვის განმავლობაში მაცივარში ან სარდაფში.

არაყი არყის წვენისაგან არაყის მოსამზადებლად წყლის მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ ახალი,კარგად გაფილტრული არყის ხის წვენი.

თქვენ დაგჭირდებათ: 15 ლიტრი არყის ხის წვენი,3 კგ შაქარი,100 გრ საფუარი,ალუბლის და მოცხარის ფოთლები.

მომზადება: არყის ხის წვენი ჩაასხით ემალის ჭურჭელში და შეაცხელეთ,დაუმატეთ შაქარი,საფუარი,მოურიეთ და დაუმატეთ ფოთლები.დააფარეთ სახურავი და დაგით თბილ ადგილზე ერთი კვირით.შემდეგ გადაწურეთ დადუღებული სითხე სუფთა ჭურჭელშში და გამოხადეთ არაყი.

თაფლის სასმელი არყის ხის წვენით შეურიეთ თაფლი და არყის ხის წვენი,თქვენ შესანიშნავ სასმელს მიიღებთ.

თქვენ დაგჭირდებათ: 3 ლიტრი წვენი,0,5 ჯგ თხევადი თაფლი,100 გრ ჭვავის პური.

მომზადება: გაწურეთ წვენი,დაუმატეთ თაფლი,დადგით ცეცხლზე და ურიეთ,მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ერთი საათი,პერიოდულად მოხადეთ ქაფი.შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე,დაუმატეთ ნაჭრებად დაჭრილი პური და დატოვეთ ერთი ღამით.ამ პერიოდში ზედაპირზე უნდა გაჩნდეს ბუშტუკები,თუ ეს არ მოხდა დაუმატეთ 1 ჩ/კ მშრალი საფუარი,დააფარეთ ქვაბს დოლბანდი და დადგით თბილ ადგილზე ორიოდე დღე.დადუღების შემდეგ გადაიტანეთ სითხე ბოთლებში,დაახურეთ თავსახურები და მოათავსეთ სარდაფში 1-3 თვე.რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ მით მეტი სიმაგრის სასმელი გამოგივათ. შეინახეთ ეს რეცეპტები რომ იცოდეთ რაში გამოიყენოთ არყის ხის წვენი.  თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

loading...

29-04-2019, 01:59

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно