ჭარხლის წვნიანი - გემრიელი, სასარგებლო და იაფი კერძი

ჭარხლის წვნიანი ბორშჩის საუკეთესო ალტერნატივაა - კომბოსტო შებერილობას იწვევს, ეს წვნიანი კი ძალიან მარტივი მოსამზადებელი და სასარგებლოა. მისი ყველა ინგრედიენტი არის ძალიან მარგებელი, ადვილად მოსაპოვებელი და იოლად მოსამზადებელი. სასარგებლოა პატარებისთვისაც და უფროსებისთვისაც. გემოთი ბორშს ჰგავს, თუმცა კეთდება კომბოსტოს გარეშე და მისი მთავარი ინგრედიენტი ჭარხალია - ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული. თავად ეს კერძიც სასარგებლოა კუჭნაწლავისთვის, გემოგლობინისთვის და ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს.
საჭირო მასალა:
ორი-სამი საშუალო ზომის ჭარხალი
სამი-ოთხი საშუალო ზომის კარტოფილი
ორი-სამი საშუალო ზომის სტაფილო
ერთ-ორი საშუალო ზომის ხახვი
ერთი-ორი

კბილი ნიორი
მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, კამა
მარილი, უცხო სუნელი, წიწაკა გემოვნებით 
მცენარეული ზეთი
მომზადება: ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გაფცქვენით. ჭარხალი ან პატარა კუბებად დაჭერით, ან გახეხეთ (ასე უკეთ მოიხარშება და ბავშვებიც უფრო იოლად შეჭამენ). პატარა კუბებად დაჭერით კარტოფილი და სტაფილო (ამ უკანასკნელის გახეხვაც შეგიძლიათ). დაჭერით ასევე ხახვი. 
ქვაბში (თუჯის ქვაბში და ხის კოვზის გამოყენებით განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის) ჩაასხით მცენარეული ზეთი. რომ გაცხელდება, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი. მცირე ხანს ურიეთ და დაამატეთ სტაფილო. სტაფილო და ხახვი რომ მოიშუშება, დაამატეთ გახეხილი ჭარხალი და კარტოფილი. დაასხით ადუღებული წყალი (თუნდაც არა ძალიან ცხელი), რამდენიც გსურთ, რომ გამოვიდეს წვნიანი.
loading...
Загрузка...

29-03-2019, 02:27

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно