ვიტამინებით სავსე სტაფილოს სალათა - სასარგებლო და გემრიელი

ვიტამინებით, უჯრედისითა და კაროტინით სავსე სტაფილოს დაუმატეთ კალციუმითა და ფოსფორით გაჯერებული ხაჭო და დაბალკალორიული უგემრიელესი სალათაც მზადაა.

ინგრედიენტები:

სტაფილო - 150 გრ
ხაჭო - 150 გრ
მწვანილი - 20 გრ
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
მწვანე ხახვი - გემოვნებით
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გაასუფთავეთ სტაფილო და გახეხეთ თქვენთვის სასურველ ზომაზე.

2. მოათავსეთ ხაჭო სასალათეში და ჩანგლით ჩასრისეთ, ისე რომ კორკოშელები არ დარჩეს.

3. აურიეთ ხაჭო და სტაფილო, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი და მოასხით ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.



loading...
Загрузка...

26-02-2019, 04:05

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно