როცა დედა შვილს ტუჩებში კოცნის - ქართველ დედებს ეს ჩვევა ძალიან აღელვებთ

ნორმალურია თუ არა, როცა მშობელი მოფერებისას შვილს ტუჩებში კოცნის? კითხვა, რომელიც ასე არასერიოზულად ჟღერს, ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ონლაინმშობლებისთვის. ჯერ ევროპელმა დედებმა "ააფეთქეს ინტრნეტი" ამ საკითხზე დავით, არანაკლებად აქტიურად გამოეხმაურენ მას ქართველი მშობლებიც. ვინაიდან საკითხი ჩვენთანაც ასე აღელვებთ, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივბრუნებოდით მას.

გამოუხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ჩვევას ან თავგადაკლული მომხრეები ჰყავს, ან სასტიკი მოწინააღმდეგენი.
გამართლებული თუ არა, როცა მშობელი ბავშვს ტუჩებში კოცნის? განვიხილოთ რამდენიმე გადმოსახედიდან.

ფსიქოლოგები, ვინც ეწინააღმდეგებიან
ტუჩები ეროგენული ზონაა და მათზე ხშირი შეხებით ბავშვში სექსუალურობას ნაადრევად ვაღვიძებთ.

ფსიქოლოგები, ვინც ემხრობიან
კატეგორიულად არ ეთანხმებიან ტუჩებში კოცნასა და ნაადრევ სექსუალობას შორის კავშირს. პირიქით, მათი აზრით, დედა ძალიან ბევრს უნდა ეფერებოდეს და მოფერების დეფიციტი ბევრად უარეს შედეგებს იწვევს.

მშობლები, ვინც ამ ჩვევის მომხრეა
მათი აზრით, ეს ინსტინქტურად, გაუაზრებლად ხდება, როცა გრძნობები გაწვება და ლამის შემოგეჭამოს ეს ფუმფულა და სურნელოვანი არსება. არგუმენტი: "ამით უბრალოდ სიყვარულს იკლავ. კოცნი არა ტუჩებში, არამედ ყველგან, უფრო მეტად კი იმ ადგილებში, რომლებიც უფრო ხილული და "ხელმისაწვდომია". სახე, ლოყები და ტუჩები სწორედ ასეთია და ამაში რაღაც "უკუღმართის" დანახვა მოგონილი და სააჟიოტაჟო თემა მგონია".

მშობლები, ვინც წინააღმდეგია
არგუმენტი: "საშინლად არაჰიგიენურია. თან გამაღიზიანებელიც, მით უმეტეს ბიჭების შემთხვევაში. ბევრი დედა ხალხის დასანახად, ქუჩაშიც კოცნის ტუჩებში ბავშვს, რაც ძალიან გამომწვევად გამოიყურება".

სტომატოლოგების აზრით
დიდი ხნის დამტკიცებულია, რომ კარიესის გამომწვევი ბაქტერიები გადამდებია და ძალიან ხშირად მას მშობელი გადასცემს ბავშვს. თუმცა ეს მარტო ტუჩებში კოცნით არ ხდება. თუ თქვენი შვილის კოვზით საკვებს სინჯავთ (ცხელია თუ არა, მარილი ხომ არ აკლია და ა.შ.), ან თქვენი ნაპირალი ჭურჭლით სარგებლობის ნებას აძლევთ, ბავშვი უკვე რისკის ქვეშ გყავთ. თუ "საერთო ნაპირალი" თქვენი ცხოვრების წესია, ტუჩებში კოცნას ზედმეტად ნურაფერში "დაადანაშაულებთ".

დასკვნა - ამ თემაზე კამათი არასოდეს შეწყდება. ვინც კოცნის, მათთვის ეს იმდენად დიდი ემოციური მოთხოვნილებაა, რომ მხოლოდ სტომატოლოგები თუ დაუმტკიცებენ საწინააღმდეგოს. თუმცა იტყვის, ჯანმრთელი კბილები მაქვს, ან ჩემი ბაქტერიებით ისედაც "გარშემორტყმულია" ჩემი შვილიო და ძველებურად გაარძელებს.
ვინც წინააღმდეგია, ისინიც თავის აზრზე დარჩებიან და განაგრძობენ "მკოცნელთა" გაკიცხვას. ჩვენი მხრიდან კი გირჩევთ, თქვენს გულისთქმას მიჰყევით. ბავშვს სიყვარული, ემოცია და მოფერება არ მოაკლოთ. ნურც ჰიგიენას დაივიწყებთ, თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ ტუჩებში კოცნა-არკოცნით არ წყდება. თქვენ ჯანსაღი, ბედნიერი, ლაღი ადამიანი უნდა გაზარდოთ და როგორც გნებავთ, ისე მოახერხეთ ეს.


5-02-2016, 19:59

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно