შეშუპება

შეშუპება საკმაოდ ხშირად ჩრდილავს მომავალი დედის მდგომარეობას ორსულობის მეორე ნახევარში.ქალი უცებ ამჩნევს რომ მას უჭერს ფეხსაცმელი,ბეჭდები,საღამო ხანს შუპდება ტერფები და წვივები.ღამის დასვენების შემდეგ როგორც წესი,ყველაფერი ნორმას უბრუნდება.ორსულობის დროს შეშუპებას სერიოზულად და ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი.ერთ შემთხვევაში ის უსიამოვნო თანმხლები მოვლენაა,მეორე შემთხვევაში კი - ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხე,როგორც დედისთვის,ისე პატარასათვის.
ექიმები შეშუპებას უკავშირებენ ორსულობისას ჰორმონ პროგესტერონის აქტიურ მამომუშავებას,რაც პროვოცირებას უწევს ორგანიზმში წყლის და მარილების შეგუბებას.ცირკურილებული სისხლის მოცულობის ზრდა ორსულის ორგანიზმში,ასევე იწვევს შეშუპებას.ეს მიზეზები ფიზიოლოგიურად ითვლება და საფრთხეს არ წარმოადგენს.შემაშფოთებელი ხდება მაშინ,როდესაც შეშუპების ფონზე მაღლა იწევს არტერიული წნევა,წარმოიქმნება კრუნჩხვები,გულისრევა,გრძნობის დაკარგვა.ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს პრეეკლამპსიის დიაგნოსტიკისათვის - ორსულობის გვიანი ტოკსიკოზის,რომელიც წარმოიშვება შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო/თირკმელები და თავის ტვინი/.ჩვეულებრივ პრეეკლამპსიის დროს ორსულის შარდში აღმოჩნდება ცილა,რაც ჯანმრთელ ორგანიზმში არ უნდა იყოს.მომავალ დედას ასეთი დიაგნოზით ჰოსპიტალიზირება ესაჭიროება მკურნალობის ჩასატარებლად.პრეეკლამპსია- ჰესტოზი საშიში დაავადებაა,რაც ნაყოფის ჰიპოქსიას,მისი განვითარების დარღვევას და ნაადრევ მშობიარობას იწვევს.
შეშუპების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმს აცნობოთ მის შესახებ.სხვა სიმპტომების არარსებობისას არავითარი მკურნალობა არ არის საჭირო.თუმცა ცხოვრების წესის კორექტირება ორსულს მაინც დასჭირდება.შეშუპების თავიდან ასაცილებლად დაგეხმარებათ ზომიერი ფიზიკური აქტივობა - ცურვა,ფეხით ხანგძლივი სეირნობა სუფთა ჰაერზე,ფიტნესი ორსულებისთვის /ექიმის ნებართვით/.ვერტიკალურ მდგომარეობაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ რეკომენდებულია 20-30 წუთით წამოწოლა და ფეხების სიმაღლეზე შემოწყობა.ყოველ საღამოს კარგი იქნება ფეხებს გრილი შხაპი მოუწყოთ.დღის განმავლობაში ნუ შეამცირებთ მიღებული წყლის რაოდენობას მკვეთრად/ორსულობის ბოლოს დღეში 1,5 ლიტრს უნდა იღებდეთ დღეში/,უმჯობესია შეამციროთ ისეთი პროდუქტები რომლებიც წყალს აკავებს ორგანიზმში - შებოლილი,მარილიანი,ცხარე საკვები.ორსულობის დასასრულისათვის შეამცირეთ დღის განმავლობაში მიღებული მარილის რაოდენობა 4-5 გრამამდე.სასარგებლოა შეშუპებისადმი მიდრეკილი ორსულის რაციონში გარგლის ჩირის,ქიშმიშის,გოგრის,სტაფილოს და ჭარხლის ჩართვა - ამ პროდუქტებს აქვს სუსტი შარდმდენი მოქმედება.

შეშუპება ორსულობის დროს


შეშუპება/ორსულთა წყალმანკი/ - ხშირად აწუხებს მომავალ დედებს ორსულობის მეორე ნახევარში.
შეშუპება ეწოდება სითხის შეგუბებას ქსოვილთაშორის სივრცეში და ორსულობა განაწყობს ორგანიზმს მისი წარმოქმნისაკენ,ქმნის რა ბუნებრივ განწყობას ორგანიზმში წყლის შეგუბებისაკენ.იცვლება წყალ-ელექტროლიტური ბალანსი,სისხლის სიბლანტე,ლიმფა და სისხლი ძნელად მოძრაობს ფეხებში/ეს გამოწვეულია ზომაში მომატებული საშვილოსნოს დაწოლით მსხვილ სისხლძარღვებზე/.ამიტომ,ორსულობის მეორე ნახევარში გაჩენილი მცირე შეშუპებები,მაგალითად ფეხის არეში,რომლებიც საღამოხანს ჩნდება და დილით ქრება,ჩვეულებრივი მოვლენაა.თუმცა,ამის შესახებ ექიმს მაინც უნდა უამბოთ.
თუ შეამჩნევთ რომ ფეხსაცმელმა მოგიჭირათ,ტერფებზე კანი გაფერმკრთალდა და თითის დაჭერით მასზე ღრმული ჩნდება,რომელიც ძალიან ნელა სწორდება,თუ ბეჭდის გაკეთება და მოხსნა გაგიჭირდათ - კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არაა,მისი რეკომენდაციები სავარაუდოდ ასეთი იქნება:
- შეეცადეთ დღე-ღამის განმავლობაში 1,5 ლიტრზე მეტი სითხე არ მიიღოთ/უფრო ნაკლები რაოდენობის მიღება ბავშვისათვის საფრთხეს წარმოადგენს/.
- შეზღუდეთ მარილის მოხმარება,უარი თქვით შემწვარზე,ცხარეზე,შებოლილ პროდუქტებზე/ყველა ასეთი პროდუქტი აძლიერებს წყურვილს და აკავებს ორგანიზმში წყალს/.
- ნუ იდგებით ან იჯდებით ერთ პოზაში დიდხანს.
- ისეირნეთ სუფთა ჰაერზე,იცურეთ,დაკავდით სპეციალური ვარჯიშებით ორსულებისათვის.
- გამონახეთ დრო დასვენებისათვის,წამოწექით 20 წუთის განმავლობაში მაინც,ფეხები სიმაღლეზე დააწყეთ.
- გაიკეთეთ გრილი წყლის აბაზანები და მასაჟი ფეხებისთვის,ტერფებიდან ზემოთკენ მიმართული მოძრაობებით.
- აიწონეთ ყოველკვირეულად,ხშირად გაიზომეთ არტერიული წნევა და ჩააბარეთ შარდის ანალიზი.
გარდა მისა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სპეციალური პრეპარატები და ვიტამინები სისხლძარღვის კედლების გასამაგრებლად,ასევე ფიტო ჩაი.არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ შარდმდენი საშუალებები და არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა.
შეშუპება არსებობს შეუმჩნეველიც - ე.წ. ფარული შეშუპება.მათ აღმოჩენაში დაგეხმარებათ ყოველდღიური აწონვა.ფარულ შეშუპებაზე მიუთითებს წონის არათანაბარი მატება ან კვირაში 300 გრამზე მეტის მომატება.
ყველაზე ხშირად შეშუპება ჩნდება გარკვეულ ადგილებში /მაგალითად,მხოლოდ ფეხებზე/,მაგრამ ზოგჯერ ის სახის და ტანის არეშიც ვრცელდება.ზოგ შემთხვევაში შეშუპების გაჩენა პრეეკლამპსიის წინა სიმპტომია/ორსულობის მეორე ნახევრის ტოქსიკოზი/.ამასთან ერთად მაღლა იწევს არტერიული წნევა და შარდში ჩნდება ცილა.
გავრცელებული შეშუპება და პრეეკლამპსია საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას.მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ ექიმთან დანიშნული ვიზიტები და ანალიზები.შეშუპება ხშირად ჩნდება ვენების ვარიკოზული დაავადებისას,რომელიც მძიმდება ან პირველად ჩნდება ორსულობის დროს.ამის გამო მომავალი დედა ფეხებში სიმძიმეს,ტკივილს და დაღლილიბას გრძნობს.საკუთარი შეგრძნებების შესახებ აუცილებელია უამბოთ ექიმს,შესაძლოა მან ფლებოლოგთან გაგგზავნოთ.ამ პრობლემას სპეციალისტმა უნდა უმკურნალოს,რადგან სპეციალური კოლჰოტების ტარებაც /კომპრესიული ტრიკოტაჟი/ ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.


17-04-2018, 19:14

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно