ორსულობა: უსიამოვნო ცვლილებები სხეულში

ორსულობის დადგომასთან ერთად ხდება ცვლილებები,რომლებიც აისახება მომავალი დედის გარეგნობაზე.კანის გაწელვის შედეგად მიღებული ლაქები,ანუ სტრიები - ერთერთი ყველაზე უსიამოვნო თანამგზავრია,რომელიც რჩება ქალის სხეულზე მშობიარობის შემდეგაც.ორსულობის დროს ასევე მატულობს ‘’ფორთოხლის კანის’’ წარმოქმნის საშიშროება,განსაკუთრებით თუ არსებობს მეკვიდრეობითი მიდრეკილება ცელულიტისადმი.რატომ ხდება ეს ცვლილებები გარეგნობაში,როგორ მოუაროთ კანს ორსულობის დროს,რომ თავიდან ავიცილოთ ამ და სხვა კოსმეტიკური ნაკლოვანებების წარმოქმნა? პასუხებს ამ კითხვებზე იპოვით ქვემოთ მოცემულ სტატიებში.

ქალის მკერდი ორსულობის დროს

ორსულობის დროს იცვლება მკერდი,ისევე როგორც ქალის მთელი სხეული,ჰორმონების გავლენის გამო,რომლებიც აქტიურად გამოიყოფა ამ პერიოდში.ესტროგენები ახდენს რძის სადინარების სტიმულირებას,პროგესტერონი კი - მკერდის ჯირკვლოვანი ქსოვილის.ასევე ხდება შემაერთებელი ქსოვილის ზრდა,რომელიც იკავებს სარძევე ჯირკვლის წილებს.ლაქტაციის დამთავრების შემდეგ შემაერთებელი ქსოვილი გადაიქცევა ცხიმოვან ქსოვილად.ორსულობის დროს მკერდის მოცულობა იზრდება ორი-სამი ზომით.ასეთ მდგომარეობაში მკერდი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.
ორსულობის პირველი კვირებიდანვე აუცილებელია სპეციალური ბიუსტჰალტერის ტარება და მისი შეცვლა მკერდის ზომის მატებასთან ერთად.ბიუსტჰალტერი ნატურალური ნაჭრისგან უნდა იყოს შეკერილი,’’სუნთქავდეს’’,იყოს ელასტიური,მაგრამ კარგად ინარჩუნებდეს ფორმას.არ უნდა აღიზიანებდეს და ხეხავდეს მკერდის მგრძნობიარე კანს.მომავალი დედებისთვის განკუთვნილი ბიუსტჰალტერი განსხვავდება ჩვეულებრივისგან თარგითაც - მას არ უნდა ჰქონდეს მავთულები,ბრეტელები ბრტყელი და რბილი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი და რეგულირდებოდეს მათი სიგრძე.ბიუსტჰალტერის ჯამები ჩაღრმავებული ფორმის უნდა იყოს,რომ თავისუფლად ჩაეტიოს გადიდებული მკერდი და ნაკლები დატვირთვა ქონდეს მკერდის არის კუნთებს,რომლებსაც უჭირავთ სარძევე ჯირკვლები.დღეში არანაკლებ ორჯერ კარგია მკერდის კანის დასატენიანებლად სპეციალური კრემის გამოყენება - რაც კარგი პროფილაქტიკაა სტრიების წინააღმდეგ.წყლის პროცედურები,მაგალითად ცურვა ან კონტრასტული შხაპი ამაგრებს მკერდის კუნთებს და ხელს უწყობს მკერდის ფორმის შენარჩუნებას.სასარგებლოა ასევე ჰაერის აბაზანების მიღება დღეში ორ-სამჯერ - 10-15 წუთით გაიშიშვლეთ მკერდი.
ძუძუთი კვების დამთავრების შემდეგ ქალების უმრავლესობა ვერ იბრუნებს მკერდის ადრინდელ ფორმებს.წარმოიქმნება ეგრედწოდებული მკერდის ფტოზი - ჩამოშვებული ან დაკიდებული სარძევე ჯირკვლის ქსოვილი,კანის ელასტიურობის დაკარგვის თანხლებით.სამწუხაროდ,მისგან განკურნების ერთადერთი გზა პლასტიკური ოპერაციაა.რომლის ჩატარება ლაქტაციის დამთავრებიდან 6-8 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

მუცელი ორსულობის დროს

მომავალ დედას მუცელი ყოველკვირეულად ეზრდება - ის თავისებური სიმბოლოა ორსულობის.ნაყოფის და საშვილოსნოს ზრდის,სანაყოფე წყლების რაოდენობის მატებასთან ერთად მუცელიც მატულობს ზომაში.მუცლის კანის მოვლა ორსულობის პირველივე კვირებიდან უნდა დაიწყოთ,როდესაც ორსულობა ჯერ შეუმჩნეველია გარშემომყოფთათვის.პირველ ტრიმესტრში კანი უმჯობესია ნატურალური ზეთებით დაატენიანოთ - ზეითუნის,ნუშის,ქოქოსის.მეორე ტრიმესრტიდან მშობიარობამდე კი უნდა გამოიყენოთ ორსულებისათვის განკუთვნილი კრემები.მათ შემადგენლობაში შედის A და E ვიტამინები,რომლებიც ეფექტურად ატენიანებს კანს და ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას.მე-4-5 თვისათვის,როდესაც მომავალი დედის მუცელი მომრგვალებულ ფორმას იღებს,აუცილებელია ორსულისათვის განკუთვნილი ნივთების შეძენა.თეთრეული და ტანსაცმელი აუცილებლად ნატურალური მასალისაგან უნდა იყოს შეკერილი,ჰქონდეს რბილი და ელასტიური რეზინები,არ ეჭირებოდეს და არ ბოჭავდეს მუცლის არეს.
ნაყოფის აქტიური ზრდის პერიოდში ბევრი უჩივის მუცლის კანის ქავილს.ამ ადგილებს ნუ მოიქავებთ,შესაძლოა კანის ტრავმირება გამოიწვიოთ.უმჯობესია,დღეში ორჯერ ეს ადგილები დაიტენიანოთ ზეთით,კრემის გამოყენებასთან ერთად.
ორსულობის მე-6 თვიდან რეკომენდებულია ატაროთ მშობიარობამდელი ბანდაჟი.ის იკავებს მზარდ საშვილოსნოს,სწორად ანაწილებს მის წონას,ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე.გარდა ამისა,ის ხელს უშლის განის გაჭიმვას და სტრიების წარმოქმნას.უკეთესია შეარჩიოთ უნივერსალური ბანდაჟი, მიკრობოჭკოვანი და ბამბის ქსოვილისაგან შეკერილი.იგი წოლით მდგომარეობაში უნდა ჩაიცვათ და ატაროთ პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში.შეძენის წინ ბანდაჟი უნდა მოიზომოთ.
მუცლის ფორმის აღდგენაში კი დაგეხმარებათ მშობიარობის შემდგომი ბანდაჟი,იგი ეჭირება მუცელს,ეხმარება მას სწრაფად დაბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობაში.არსებობს კიდევ ოპერაციის შემდგომი ბანდაჟიც,რომელსაც იყენებენ საკეისრო კვეთი შემდეგ.ის აფიქსირებს ოპერაციისშემდგომ ნაკერებს,იკავებს მუცლის წინა კედლის კუნთებს,ამცირებს ტკივილის შეგრძნებას.
ბევრ ორსულ უჩნდება შეკითხვა მუცელზე წაგრძელებული პიგმენტური ზოლის გაჩენის შესახებ.იგი ორსულობის სხვადასხვა ვადაზე ძნდება,მაგრამ უფრო ხშირად მე-7 თვეზე.საქმე იმაშია,რომ მუცლის შუაში,სადაც ეს ზოლი გადის,არ არსებობს კუნთოვნი ქსოვილები,მხოლოდ შემაერთებელი ქსოვილებია.ორსულობის დასასრულს ეს ადგილი ძლიერად დაჭიმულია და ფერს იცვლის.მისი სიგრძე,საიგანე და შეფერილობა ყველა ქალს ინდივიდუალური აქვს,ასევე ის დროც როდესაც იგი ქრება.ამაზე არ ღირს აღელვება ,რადგან ის აუცილებლად გაქრება,როდესაც ქალის ჰორმონალური ფონი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება.


17-04-2018, 19:07

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно