კანი,თმა,ფრჩხილები ორსულობის დროს

კანი ორსულობის დროს
მომავალი დედის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები,ხშირად მისი კანის მდგომარეობის მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.
ნაკლი თვალსაჩინოა - უკვე ორიოდე დღეში თმა კვლავ ამოდის.ქალური ჰორმონების - ესტროგენების გამომუშავების გამო ქვეითდება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია,კანი ხდება გამომშრალი.თუ ქალს ცხიმიანი და პრობლემური კანი ჰქონდა,ორსულობა მასზე დადებითად იმოქმედებს: გაქრება ცხიმოვანი სიპრიალე,კანი უფრო გლუვი გახდება,შემცირდება ანთებითი პროცესები,ან საერთოდ გაქრება.
ნორმალური და მშრალი კანის მფლობელებს ორსულობის დროს შედარებთურთულდებათ მდგომარეობა.კმცირდება კანის ცხიმის გამომუშავება და ისედაც მშრალი კანი უფრო შრება,რაც დისკომფორტს,დაჭიმულობის შეგრძნებას,ქავილს და გაღიზიანებას იწვევს.ზოგჯერ პროგესტერონის დონის მერყეობის გამო შეიძლება წარმოიქმნას აკნე და გამონაყარი.თვითმკურნალობა ამ შემთხვევაში საშიშია - მრავალი აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს აკრძალულია,მასში სალიცილმჟავის და რეტინოიდების /წარმოქმნის A ვიტამინს/ მაღალი შემცველობით,რომლებსაც შეუძლიათ ნაყოფის განვითარების მანკები გამოიწვიონ.უმჯობესია კონსულტაციისათვის დერმატოლოგს მიმართოთ - ის დაგინიშნავთ მკურნალობას,რომელიც არ ავნებს არც დედას და არც პატარას.
პიგმენტური ლაქები ანუ ქლოაზმები,სტატისტიკის მიხედვით,განწყობილებას უფუჭებს მომავალი დედების დაახლოებით 70%-ს.ისინი წარმოიქმნება სპეციფიური ჰორმონის MHS-ის აქტივაციის გამო,რომელიც გავლენას ახდენს მელანინის წარმოქმნაზე.ყველაზე მეტად პიგმენტები სახის არეში ჩნდება.ზოგიერთ ქალს ლაქები უქრება მშობიარობიდან რამოდენიმე თვეში,ზოგიერთს კი რჩება სამუდამოდ.პიგმენტაციის საუკეთესო პროფილაქტიკაა - პირდაპირი მზის სხივებისაგან თავის არიდება.თუ მზეზე ყოფნას თავიდან ვერ აიცილებთ,აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება.
კანის მოვლა ორსულობის დროს: ორსულობის დადგომისთანავე ყურადღება უნდა მიაქციოთ კანის მოვლას.თუ მისი მგომარეობა შეიცვალა,მოგიწევთ კანის მოვლის საშუალებების არსენალის რამდენჯერმე შეცვლა.უპირატესობა უნდა მიენიჭოს ჰიპოალერგიულ საშუალებებს ნატურალური შემცველობით.ნიღბებისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ხილი და ბოსტნეული.კანი ყოველდღიურად საჭიროა გაიწმინდოთ რომელიმე მსუბუქი გამწმენდით,შემდეგ წაისვით რაიმე მატონიზირებელი და დამატენიანებელი კრემი,რომელიც თქვენი კანის ტიპისათვისაა განკუთვნილი.წელიწადის თბილ დროს დღის კრემი უნდა შეიცავდეს ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავ ფილტრს,არანაკლებ 15 მაჩვენებლით.ალერგიული რეაქციისაგან თავის დასაცავად,უპირატესობა მიანიჭეთ ფიზიკური ფილტრის მქონე კრემებს - ტიტანის ან თუთიის ოქსიდით.
არასასურველი თმა ორსულობის დროს
ორსულობის პერიოდში სხეულიდან არასასურველი თმის მოცილების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას,რადგან ორგანიზმის მიერ ესტროგენის გამომუშავებამ შეცაძლოა თმის გაძლიერებული ზრდა გამოიწვიოს.პატარას მოლოდინის პერიოდში,ყველაზე უსაფრთხო მეთოდი გაპარსვაა.ამ მეთოდის
დროს - ქიმიური ნივთიერებები,რომლების კრემის შემადგენლობაში შედის,კანის ზედაპირზე რჩება 3-5 წუთის განმავლობაში და არ შეიწოვება სისხლში.თუმცა ამ მეთოდმა შესაძლებელია გამოიწვიოს მომავალი დედის მგრძნობიარე კანის ძლიერი გაღიზიანება.ამიტომ გამოყენების წინ რეკომენდებულია მგრძნობიარობაზე ტესტის გავლა.ეპილაციას კი /ძირიანად თმის ამოღება/ აქვს გარკვეული შეზღუდვები.შესაძლო მტკივნეული შეგრძნებების გამო ექიმების რეკომენდაციაა უარი თქვათ ელექტროეპილატორით,ცვილით ან შაქრით თმის მოცილებაზე.თუმცა, თუ ქალს აქვს მაღალი ტკივილამტანობის ზღვარი,შეჩვეულია და ხშირად იყენებს ასეთ პროცედურას,ასეთი მეთოდით თმის მოცილება ორსულობის დროსაც დასაშვებია.მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ბიკინის ზონაში ეპილაციისაგან თავი უნდა შეიკავოთ.დეპილაციისათვის განკუთვნილი კრემის გამოყენება ასევე დაუშვებელია ორსულობის დროს
ფრჩხილები ორსულობის დროს
ფრჩხილების მდგომარეობა ორსულობის დროს შესაძლოა გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს ჰორმონალური ფონის მერყეობის გამო,ასევე იმის გამო საკმარისია თუ არა ვიტამინები და მინერალები მომავალი დედის ორგანიზმში.ბავშვის მოლოდინის პროცესში ხშირად ფრჩხილები სწრაფად იზრდება,მაგრამ თხელი და მტვრევადი ხდება.ეს იმას ნიშნავს,რომ ისინი მოითხოვს დიდ ყურადღებას და მოვლას.
ორსულობის დროს ფრჩხილების მოვლისათვის სასარგებლოა მკვებავი ზეთები,რომელიც უნდა წაისვათ ფრჩხილზე და კუტიკულაზე.ასეთი ზეთის მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ ზეითუნის ზეთის და ლიმონის წვენის შერევით.ხელებზე დღეში 3-4-ჯერ შეიზილეთ დამატენიანებელი კრემი,რომლის შემადგენლობაში შედის ნატურალური კომპონენტები.იმისათვის რომ დაიცვათ ხელების კანი და ფრჩხილები წყლის და ქიმიური საშუალებების ზემოქმედებისაგან,სახლის საქმეები აკეთეთ რეზინის ხელთათმანებით.
ზოგჯერ ორსულებს უჩნდებათ ფრჩხილის სოკო.ამ პრობლემის იგნორირება არ შეიძლება - მავნე ბაქტერიების თავშეყრის კერას სისხლის ნაკადის მეშვეობით შეუძლია შეაღწიოს ნაყოფთან.ასევე ნუ შეეცდებით თვითმკურნალობას - მრავალი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება აკრძალულია ორსულობის დროს.ხშირად დერმატოლოგები ამჯობინებენ მკურნალობის გადადებას ორსულობის შემდეგი პერიოდისათვის,აჩერებენ ინფექციის გამრავლებას მომავალი დედისათვის უსაფრთხო საშუალებებით,ისეთებით როგორიცაა - სააფთიაქო პროპოლისი ან იოდის სპირტხსნარი.


17-04-2018, 18:58

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно