ის 7 ფრაზა, რომელიც მომუშავე და საქმიან დედებს არ უნდა უთხრა

შვილის ყოლა არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ოცნებებზე და მიზნებზე უარი უნდა თქვა. მიუხედავად იმისა, რომ დედობა ისედაც სრულგანაკვეთიანი სამსახურია, რომელიც არასოდეს მთავრდება, სულ უფრო და უფრო მეტი დედა ახერხებს ოჯახის და კარიერის შეთავსებას. საზოგადოებას კი არასოდეს ეზარება ჩვენი გაკიცხვა და იმ შეკითხვების დასმა, რომლის მოსმენაც არავის სიამოვნებს. იმის მაგიერ, რომ მხარი დაუჭირონ დედებს, როლებიც ორ ფრონტზე იბრძვიან, გულს ტკენენ და მოტივაციას უკარგავენ.

1. გული არ გწყდება/თავს დამნაშავედ არ გრძნობ ასეთ პატარას რომ ტოვებ და სამსახურში გადიხარ?

რანაირად შეიძლება გეგონოს, რომ დედას გული არ წყდება? ყველას უნდა შვილს, განსაკუთრებით ახალშობილს, მეტი დრო დაუთმოს, მაგრამ ზოგჯერ ამის შესაძლებლობა უბრალოდ, არაა. ბევრი დედა მუშაობს, რათა შვილის გასაზრდელად და აღსაზრდელად საკმარისი ფინანსური რესურსი ქონდეს. ზოგჯერ კი კარიერა მოითხოვს ამას. მთავარი ისაა, რომ ბავშვი ბედნიერი იყოს და დედასთან გატარებული დრო ხარისხიანი. ნუ აიძულებთ დედებს, ამის გამო თავი დამნაშავედ იგრძნონ.

2. ასე მშვიდად ტოვებ ბავშვებს?

დიახ, ხალხი ძალიან ხშირად უსვამს ამ კითხვას საქმიან დედას. და საინტერესოა, იგივე შეკითხვა მამისთვის თუ დაუსვამთ ოდესმე? შეკითხვის ავტორი თითქოს ელოდება, რომ დედა მუდმივად შიშის ქვეშ უნდა იყოს, რადგან ბავშვები მის გარეშე არიან. თუმცა შეკითხვის ავტორებმა როგორც წესი, არ იციან, რომ პატარა საიმედო ხელშია დატოვებული.

ის 7 ფრაზა, რომელიც მომუშავე და საქმიან დედებს არ უნდა უთხრა


3. დარწმუნებული ხარ, რომ თავს გაართმევ?

მუშაობა და ბავშვის აღზრდა იოლი არაა, თუმცა ამის შეხსენება მაშინ, როცა სამსახურის დაწყებას აპირებ, ან დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებას გეგმავ, საერთოდ არაა გამამხნევებელი. დედობამდე თუ შეგეძლო საქმისთვის თავის გართმევა, ახლა, როცა დამატებითი მოტივაცია გაქვს, ბავშვის სახით, რასაკვირველია, კიდევ უფრო მონდომებული იქნები. ზოგჯერ ეს სამსახურში დისკრიმინაციის მიზეზიც ხდება.



4. როგორ ენდობი შენს ძიძას, არ გეშინია ბავშვს რამე დაუშავოს?

ჩვენს რეალობაში ძიძა როგორც წესი ბოლო არჩევნია მაშინ, როცა ბებიას და ოჯახის სხვა წევრებს ბავშვის დასატოვებლად არ სცალიათ. და მაშინ, როცა უამრავი ძიძიდან ბევრი მსჯელობის და ფიქრის შემდეგ ის აარჩიე, ვისაც ენდობოდი, საერთოდ არაა სასურველი, სხვა ადამიანმა კიდევ და კიდევ გაგიჩინოს ეჭვის საფუძველი. (თუ რასაკვირველია, ეს ეჭვი დასაბუთებული არაა).

ის 7 ფრაზა, რომელიც მომუშავე და საქმიან დედებს არ უნდა უთხრა


5. რატომ მუშაობ, შენს ქმარს ხომ საკმარისი შემოსავალი აქვს?

ის ფაქტი, რომ ერთ მეუღლეს საკმარისი შემოსავალი აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ მეორე აუცილებლად სახლში უნდა იჯდეს. არაფერი არაა ცუდი იმაში, თუ მხოლოდ ბავშვების აღზრდით გინდა იყო დაკავებული, მაგრამ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაიმე საქმიანობით იყოს დაკავებული ოჯახს გარეთ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რამდენი რამე ჭირდება ბავშვს?

6. იქნებ ერთი-ორი წელი მოგეცადა, პატარა ბავშვს დედა ყველაზე მეტად ჭირდება

ეს რაღაცით სხვის ცხოვრებაში ჩარევას გავს, არ მეთანხმებით?


ის 7 ფრაზა, რომელიც მომუშავე და საქმიან დედებს არ უნდა უთხრა


7. არ გენატრება მთელი დღე გასული რომ ხარ?

რასაკვირველია! და ძალიან! ამ შეკითხვას როცა გისვამენ, თითქოს გულისხმობენ, რომ საერთოდ არ გენატრება სახლში დატოვებული პოზიტივის პატარა გორგალი. (ან გორგლები). ძიძასთან და ბავშვთან პერიოდული კონტაქტი, მობილურის და სამუშაო კომპიუტერის ეკრანზე დაყენებული ფოტოსურათები ამის ნათელი მაგალითია.

დედები ჩვენგან მხოლოდ პოზიტივს იმსახურებენ!


11-01-2016, 14:33

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно