როგორ ჩავაცვათ ბავშვს ზამთარში – ის, რაც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს

როგორ ჩავაცვათ პატარას ისე, რომ არც უამრავ თბილ და ღუნღულა პლედში მოგვიწიოს გახვევამ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვი არ გადახურდეს?

როგორი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურა?

გადახურება, ისევე როგორც გადაციება, ბავშვისთვის არასასურველია. ოთახის ტემპერატურა, სადაც პატარას სძინავს 16 და 20 გრადუსს შორის უნდა მერყეობდეს. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, ეს ის ტემპერატურაა, რომელზეც თხელ სვიტრში ჩაცმული მოზრდილი ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს. არ დადგათ პატარას საწოლი ძალიან ახლოს გამათბობელთან, ღუმელთან და ა.შ. ასევე, არ გამოიყენოთ ცხელწყლიანი ბოთლი ან ელექტროადიალა ბავშვის ლოგინის გასათბობად მაშინ, როცა ბავშვი ლოგინში წევს.

როგორ მივხვდეთ, სცივა თუ სცხელა?

როგორ ჩავაცვათ ბავშვს ზამთარში – ის, რაც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს


ბავშვის ფეხების, ხელების და ცხვირის შემოწმება არაასწორია, ჩვილ ბავშვებში ცივი კიდურები ნორმად ითვლება. მიუხედავად ამისა, თუ კიდურები გალურჯებულია, აუცილებლად უნდა დაუმატოთ ნასკი, ხელთათმანი. შეამოწმეთ ბავშვის მუცელი და დაუმატეთ ტანსაცმელი ან გადახდეთ, საჭიროების მიხედვით. თუ ბავშვის თმა ოფლიანია ან ე.წ. ნასიცხი აქვს, ესეიგი მას ნამდვილად სცხელა.

იმ შემთხვევაში თუ ბავშვს სიცხე აქვს, ძალიან ჩაფუთვნა არ შეიძლება.

რა დავაფაროთ ღამით?

როგორ ჩავაცვათ ბავშვს ზამთარში – ის, რაც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს


საუკეთესო გადაწყვეტილება საძილე ტომარაა – რადგან ის კარგადაა შეკრული, ბავშვი ვერ გადაიხდის, ვერსაიდან დაუბერავს და სიცივის გამო გაღვიძების ან გაციების შანსიც ნაკლებია. გარდა ამისა, ხელები ამ დროს თვისუფალია და ბავშვი არ წუხდება.

იმ შემთხვევაში, თუ თბილ პლედს ან საბანს იყენებთ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ კაარგად იყოს დამაგრებული, რათა ბავშვმა მოძრაობისას შემთხვევით სახეზე არ დაიფაროს.

რა უნდა ჩავაცვათ სახლიდან გარეთ გაყვანისას?

როგორ ჩავაცვათ ბავშვს ზამთარში – ის, რაც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს


მთავარი წესი ისაა, რომ ბავშვს თქვენზე ერთით მეტი ტანსაცმელი უნდა ეცვას. თუ თქვენ მაისური და სვიტრი გაცვიათ, ბავშვს ბოდე, გრძელსახელოებიანი მაისური და სვიტრი და ჭირდება და ა.შ. ზამთრის სუსხიან ამინდებში დუტის თბილი კომბინიზონი, რომელიც ელვა შესაკრავზეა, საუკეთესო გადაწყვეტილებაა და რაც მთავარია, შიგნიდან შესაძლებელია არც ისე თბილად ჩააცვათ, რადგან დუტი საიმედოდ იცავს.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ თავი თბილად ქონდეს, რადგან პატარები იოლად კარგავენ სითბოს. ქურთუკის ქვეშ თხელი ქუდი ზედმეტი არ იქნება.

და გაამზადეთ წინასწარ ყველაფერი, რადგან მესამე ფენა ტანსაცმლის ჩაცმას პატარა სავარაუდოდ ძალიან გააპროტესტებს, რადგან მობეზრდება ამდენი ფუფუსი.

როგორ ჩავაცვათ ბავშვს ზამთარში – ის, რაც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს


იმ შემთხვევაში თუ ყინავს და ეჭვი გეპარებათ, რომ კომბინიზონი საკმარისი არ იქნება, მოახვიეთ დამატებითი პლედი. განსაკუთრებით, ახალშობილების შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია: დაუყოვნებლივ გახადოთ თბილი ტანსაცმელი მაშინვე, როგორც კი თბილ შენობაში შეხვალთ, თუნდაც ეს მაღაზია იყოს. ასე თავიდან აიცილებთ გადახურებას.

რამდენი ხანი შეგვიძლია გავაჩეროთ პატარა გარეთ, სიცივეში?

იმის მიუხედავად, როგორი ამინდია გარეთ, ბავშვს სუფთა ჰაერი მაინც ესაჭიროება. შედარებით უფრო თბილად იქნება პატარა სლინგში, თქვენთან მოხუტებული. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ თქვენ მოძრაობთ, ბავშვი კი შედარებით უმოძრაოდაა და შეიძლება თქვენზე ადრე შესცივდეს. დააკვირდით, როგორ იქცევა პატარა. თუ ის ბედნიერი და კმაყოფილია, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ ჭირვეულობას იწყებს, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ შესცივდა. განსაკუთრებით ცივ დღეებში ეცადეთ, სეირნობის დრო შეამოკლოთ.

ყურადსაღებია: ბავშვის გათბობა კანზე ხელის სმით დაუშვებელია, ასე შეიძლება კანი დაუზიანოთ. უბრალოდ, მიიდეთ მისი ხელი/ცხვირი/ლოყა თევენს კანზე და ის თავისთავად გათბება.

როგორ დავიცვათ ბავშვის კანი სიცივისგან?

სპეციალურ კრემებს, რომელიც ბავშვის კანს სიცივისგან იცავს, ნებისმიერ აფთიაქში შემოგთავაზებენ.

ზამთრის ცივ ამინდებში მოზრდილი ადამიანის კანსაც ჭირდება დატენიანება, ბავშვისას კი განსაკუთრებით. ნუ აბანავებთ ძალიან ცხელ წყალში და მაქსიმალლურად გამოიყენეთ ბავშვის დამატენიანებელი კრემები და ლოსიონები.


10-01-2016, 15:34

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно