რატომ მოძრაობს ნაყოფი მუცელში?

ორსული ქალისთვის მართლაც განსაკუთრებული შეგრძნებაა მისი პატარის მოძრაობა მუცელში. ეს ნიშნავს რომ იგი იზრდება და ფეხმძიმობა შემდეგ დონეზე გადადის. ორსულობა ქალს ზედმეტად ემოციურს, მგრძნობიარეს და აგზნებადს ხდის. განსაკუთრებით, თუ ის თქვენთვის პირველი შვილია. ქალების უმრავლესობა ბავშვის პირველ განძრევაზე მეტად ემოციურად რეაგირებს. ნაყოფის მოძრაობა თანდათან უფრო ჩვეული რამ ხდება. ეს ხანდახან სასიამოვნოა, ხანდახან - დამღლელი.

რის გამო მოძრაობს პატარა მუცელში?

ნაყოფის მოძრაობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. რის თქმას ცდილობს პატარა მუცელზე ფეხის მორტყმით?

1. ფეხის მოძრაობა ხშირად უბრალოდ რეფლექსი არაა. პატარა საშვილოსნოში იზრდება და ფეხის გაშლით მასში მოძრაობას ცდილობს. ჩვენ ნაყოფის ნებისმიერ ქმედებას მოძრაობას ან ფეხის მორტყმას ვეძახით. არა და, პატარა შეიძლება დიაფრაგმისკენ გადაადგილებას ცდილობდეს, ან დაასლოკინოს, ან შემობრუნდეს საშვილოსნოში და ა.შ.

2. პატარა მუცელში ცდილობს გაიზმოროს, შეიცვალოს პოზა და სწორედ ამის შედეგია ის რასაც ორსული გრძნობს. ეს ბიძგები ნაყოფის განვითარების ნაწილია. პატარას მოძრაობა შეიძლება რაიმე ხმამ ან დედის მიერ მიღებულმა საკვებმაც გამოიწვიოს.

3. ჯანმრთელი ბავშვი დღის განმავლობაში 15-20-ჯერ მაინც უნდა მოძრაობდეს. განსაკუთრებით აქტიურობენ საჭმლის მიღების შემდეგ და რეაგირებენ ხმაურზე.

4. ნაყოფის მოძრაობა, როგორც წესი, 18-19 კვირის შემდეგ იწყება. 24 კვირის მერე ბიძგების რაოდენობა აშკარად იმატებს.


5. თუ ბიძგები შემცირდა, ან საჭმლის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაშიც არ გაინძრა, ე.ი. რაღაც წესრიგში არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს პატარას დახმარება სჭირდება და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ეს შეიძლება სისხლში შაქრის დაბალი მაჩვენებლის ბრალის იყოს.

6. ბიძგების რაოდენობის შემცირება პანიკაში ნუ ჩაგაგდებთ. შეიძლება, თქვენს პატარას, უბრალოდ, დასვენება უნდა. თუმცა, გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ამ ფაქტორს ყურადღება მიაქციოთ.

კლინიკაში ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია’’ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გინეკოლოგები სათანადო მომსახურებას გაგიწევენ თქვენ და თქვენს პატარას. ვიზიტისთვის ჩაეწერეთ წინასწარ. ტელ: 2 29 47 47


23-09-2016, 21:17

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно