როგორ დავუბრუნოთ ფორმა ჩამოშვებულ მკერდს? - გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს

აწეული და მკვრივი მკერდი ნებისმიერი ქალბატონის სიამატეა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში და სხვადასხვა ფაქტორის გამო მკერდი კარგავს ფორმას.

მოშვებული მკერდის მიზეზები:

1. მოწევა;

2. რადიკალური ცვლილება წონაში - მომატება ან გახდომა;

3. ორსულობა და ძუძუთი კვება;

4. მენოპაუზა;

5. არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერი;

6. არაჯანსაღი კვება;

7. სერიოზული დაავადებები.

როგორ დავუბრუნოთ ფორმა ჩამოშვებულ მკერდს

გთავაზობთ 3 საშუალებას ამისათვის. რეზულტატის მისახებად სამივე მათგანი უნდა შეასრულოთ.

1. მკერდის ვარჯიში

თუ იცავთ მკაცრ დიეტას, დაიმახსოვრეთ, რომ ფუმფულა ფორმებთან ერთად დიდი შანსია მკერდიც „დაკარგოთ". ამიტომ აუცილებლად ჩართეთ პროგრამაში მკერდის ვარჯიშები. ეს გაამკვრივებს მკერდს.

აუცილებლად გამოიყენეთ სპორტული ბიუსჰალტერი ვარჯიშის დროს: მკერდის კანი ძალიან თხელია და დიდი დატვირთვის გამო შესაძლებელია ფორმის დაკარგვას შეუწყოს ხელი.

ასევე აუცილებელია ხერხემლის ვარჯიშები, რადგან ლამაზი მხარ-ბეჭის გარეშე ლამაზ მკერდზე საუბარი ზედმეტია.

2. პრუდუქტები

მიიღეთ ბევრი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ცილებს, კალცს და A, E ვიტამინებს. უნდა მიიღოთ ხაჭო, იოგურტი, კვერცხი, თევზი, ავოკადო, ვაშლი, მწვანილი და ა.შ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბროწეულს, - ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხილია მკერდის გასამკვრივებლად.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სითხის მიღებას: ორგანიზმში წყლის დეფიციტის გამო მკერდი კარგავს ელასტიურობას.

3. ნიღაბი მკერდის სიმკვრივისათვის

ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ მკერდის ფორმის შენარჩუნებაში, უნდა წაისვათ მკერდისა და დეკოლტეს არეში. მის მოსამზადებლად უნდა შეურიოთ: 1 ც. კვერცხი, 1 ს.კ იოგურტი და 1 ს.კ თხევადი E ვიტამინი. ნიღაბი უნდა გაიჩერთ 20 წუთით და ბოლოს ჩამოიბანოთ. იგი კვირაში ორჯერ გამოიყენეს.

ასევე კანის ფორმაში მოსაყვანად დაგეხმარებათ მასაჟების ალოეს წვენით. ძალიან ნაზი მოძრაობით წაისვით ალოეს წვენი, დაიტოვეთ 10 წუთით და ჩამობანეთ გრილი წყლით.

ლამაზი მკერდი ძალიან კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა. მამოლოგები გვირჩევენ წელიწადში ერთხელ ჩავიტაროთ გამოკვლევა.


11-09-2016, 09:32

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно