რა უნდა ვიცოდეთ მენსტრუაციის დროს სექსის შესახებ

ბევრი ქალი ფიქრობს რომ მენსტრუაციის დროს სექსი არ შეიძლება. სინამდვილეში, ეს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენაა და ინტიმურ კავშირს ხელს არ უშლის.

იმ შემთხვევაში თუ იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც მენსტრუაციის გამო სექსზე უარს არ ამბობენ.

აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი. საშვილოსნოს ყელის ფუნქცია საშვილოსნოს ბაქტერიებისგან დაცვაა. ის უმეტესად დახურულია, მაგრამ მენსტრუაციისა და მშობიარობის დროს იხსნება. ეს ინფექციის შეჭრის ალბათობას ზრდის. ამიტომ, თუ გსურთ თავს დაცულად გრძნობდეთ და დაავადებები თავიდან აიცილოთ, აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი.

გამორიცხეთ ისეთი პოზები, როდესაც ქალი ზემოთაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლდენა გაძლიერდება, რაც არც ქალისთვისაა სასარგებლო და არც მაინც და მაინც სასიამოვნოა. იდეალური ვარიანტია მისიონერული პოზა. გაითვალისწინეთ, რომ სისხლდენა მაინც იქნება და ამისთვის მზად იყავით. ზოგიერთი წყვილი ასეთ დროს სექსით საშხაპეში კავდება.

მენსტრუაციას ხშირად თან ახლავს ტკივილი. ქალების უმრავლესობა ამას მედიკამენტებით უმკლავდება. ორგაზმის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც სიამოვნების ჰორმონია და ტკივილის შეგრძნებას თრგუნავს. ასე რომ, სქესობრივი აქტით შეგიძლიათ წამალი ,,ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელით’’ ჩაანაცვლოთ.



შესაძლოა დაორსულდეთ. ისეთი ქალებისთვის, რომელთა ციკლი უფრო მოკლეა (21-24 დღე), ტიპიურ ციკლთან (28-30 დღე) შედარებით, მენსტრუაციის დროს დაორსულების მეტი შანსი აქვთ. სპერმას შეუძლია 3 დღე მაინც გაძლოს საშოში, ზოგჯერ ხუთიც. არსებობს ალბათობა ოვულაციის დაწყებისას განაყოფიერება მოხდეს.

სქესობრივ აქტს თქვენი მენსტრუაციის შემცირება შეუძლია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სექსის დროს ოქსიტოცინი გამოიყოფა რაც ტკივილს ამცირებს, მენსტრუაციის პროცესი კი ჩქარდება. სცადეთ და თავად ნახავთ განსხვავებას დროში.

უფრო მეტად ხართ აღგზნებული. ზოგიერთი მკვლევარის თქმით, ამ დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები ქალის ლიბიდო ძლიერდება. ორგანიზმში იზრდება ესტროგენის და ტესტოსტერონის დონე იზრდება და ბუნებრივი ლუბრიკაციაც მარტივდება.

მართალია, უმეტეს შემთხვევაში მენსტრუაციის დროს სექსი შეიძლება გარკვეულ შემაფერხებელ ფაქტორებსაც მოიცავდეს, თუმცა, დადებითი მხარეებიც გააჩნია.


6-09-2016, 00:15

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно