საუკეთესო პარტნიორები სექსში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი
ვერძები – ადამიანი მაგნიტები. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე ძლიერი მაგნიტივით იზიდავენ საპირისპირო სექსის წარმომადგენლებს.

ისინი ძალიან სექსუალურები და ვნებიანები არიან. გარდა ამისა, ვერძებმა არაამქვეყნიური კოცნა იციან.

ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან მოუთმენლობით, რის გამოც ურთიერთობაში საკმაოდ ხშირად ეგოისტურობას იჩენენ, რაც კონფლიქტების წარმოქმნის მიზეზი ხდება.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ურთიერთობის აწყობა სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენელთან, თქვენ ძალიან გაგიმართლათ. საუკეთესო სექსი – სექსი ვერძთან.

ვერძების მოხიბვლის უმნიშვნელოვანესი პირობა – ნუ იქნებით მორცხვები! დაანახეთ მას საკუთარი ინტელექტი. სპონტანურობა თქვენს ზედმეტსახელად უნდა იქცეს. არაფერი აღაგზნებს ვერძებს ისე, როგორც არაპროგნოზირებადობა.

კურო
ამ ნიშნის წარმომადგენელი ადამიანები უშრეტი სექსუალური ენერგიით გამოირჩევიან.

ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენლები არიან კარგები სექსში? პასუხი ძალიან მარტივია – კუროები!

კუროებს დიდი რაოდენობით ფიზიკური კონტაქტი ესაჭიროებათ და ისინი არასდროს ჩქარობენ. მათთვის კარგი ”სიყვარული” გემრიელი კერძივითაა, რომელსაც ხარისხიანობისთვის დიდი დრო სჭირდება.

როგორც წესი, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან ლამაზი ხმა აქვთ.

იმისთვის, რომ მოხიბლოთ კურო, მაქსიმალურად გაანებივრეთ იგი საჩუქრებით. ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის საჩუქრად პარფიუმერიის შერჩევისას, იფიქრეთ ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღებამდე და იზრუნეთ, რომ თქვენი სუნთქვა სუფთა და წმინდა იყოს…

ტყუპები
თუ თქვენ ინტელექტუალური ადამიანები გიზიდავთ, აუცილებლად ცადეთ ურთიერთობის დაჭერა ტყუპებთან.

იმისთვის, რომ მოხიბლოდ ამ ნიშნის წარმომადგენელი, მოგიწევთ მთელი თქვენი გონებამახვილობის გამოყენება. ისინი ფლირტის ოსტატები არიან და ძალიან მალე შეუძლიათ დაგამარცხონ…

ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, რის გამოც სექსში შემოქმედებითობას ანიჭებენ უპირატესობას. მათთან ერთად არასდროს მოიწყენთ, თუმცა დიდი ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ არც ამ ადამიანებმა იგრძნონ თავი მოწყენილად თქვენ გვერდში.

იმისთვის, რომ მოხიბლოთ ტყუპი, ხშირად შეაქეთ იგი. შეგიძლიათ მიმართოთ მათ რჩევებისთვის, თუმცა ნუ გადააჭარბებთ, რადგან ამ ნიშნის წარმომადგენლებს ჭკვიანი ადამიანები მოსწონთ.

კირჩხიბი
კირჩხიბი – ყველაზე ემოციონალური და მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანი. ამ ადამიანებს რბილი და უსაფრთხო ურთიერთობები ესაჭიროებათ. ისინი თავს ყველაზე კომფორტულად მზრუნველ, მოსიყვარულე პარტნიორთან ერთად გრძნობენ.

მიუხედავად ამ თვისებებისა, კირჩხიბის შურისძიებას ვერაფერი შეაჩერებს, თუ თქვენ მას უღალატეთ.

ამ ნიშნის წარმომადგენლების მოხიბვლა ძალზედ მარტივია. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, სენტიმენტალურობა და მცირეოდენი რომანტიკაა. კირჩხიბებს ძალიან უყვართ, როდესაც მათზე ზრუნავენ.

ლომი

ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საუკეთესო საყვარელი სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენელია. ლომი – საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული ზოდიაქოს ნიშანი.

საყვარელი ადამიანისთვის ამ ნიშნის წარმომადგენლები არ იშურებენ საჩუქრებსა და ყურადღებას. ისინი ნამდვილი ექსპერიმენტატორები არიან და სექსის დროს ყოველთვის სიახლეების აღმოჩენისკენ მიისწრაფიან.

ლომის მოხიბვლა ძალზედ მარტივია – უბრალოდ მიაქციეთ მას საკმარისი რაოდენობით ყურადღება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ასევე ძალიან უყვართ, როდესაც მათ თმაზე ეფერებიან.

ქალწული

თუ გსურთ, რომ ვიღაცისთვის მთელი სამყარო იყოთ, აუცილებლად ცადეთ ქალწულთან ურთიერთობის დაჭერა. ქალწული – ზოდიაქოს ყველაზე ყურადღებიანი ნიშნი.

ამ ნიშნის წარმომადგენლები გარეგნულად ძალზედ მშვიდები და უმწეოები ჩანან, თუმცა ეს წარმოდგენა მცდარია. მათში ვნების ქარბორბალა ტრიალებს!

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთან ყველა ადამიანი ნამდვილად ვერ შეძლებს ურთიერთობის დაჭერას. ქალწულები პირდაპირი გაგებით შეპყრობილები არიან იმ ადამიანით, რომელიც უყვართ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ ნიშნის წარმომადგენელმა შეგიყვარათ, გახსოვდეთ რომ ეს სიყვარული მარადიულია! გარდა ამისა, მათი პერფექციონიზმი ხშირად ურთიერთთანაცხოვრების დამახინჯების მიზეზი ხდება.

იმისთვის, რომ მოხიბლოთ ქალწული, თქვენ მათსავით უნდა გიყვარდეთ სისუფთავე და წესრიგი. შეეცადეთ, რომ ყოველთვის და ყველაფერში მიისწრაფოთ სრულყოფილებისკენ.

სასწორები

სასწორი – ძალზედ ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი ზოდიაქოს ნიშანი. მათი წარმოდგენა ურთიერთობის შესახებ ძალზედ სენტიმენტალური და რომანტიულია. იყავით მომთმენები და შეეცადეთ რეალობად აქციოთ მათი ფანტაზიები.

ვერძების ბუნება – ფლირტი. მათ ძალიან უყვართ საწოლში ექსპერიმენტების ჩატარება.

იმისთვის, რომ მოხიბლოთ ვერძი, საჭიროა შექმნათ თბილი და რომანტიული ატმოსფერო. უჩვენეთ მათ, რომ შეგიძლიათ დროის გემოვნებიანად გატარება.

მორიელი

ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშანს მიიჩნევს საუკეთესო საყვარლად.

მორიელთან ურთიერთობის დროს სავსებით შესაძლებელია დაგეუფლოთ ისეთი განცდა, თითქოს თქვენით მანიპულირებენ.

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან სექსუალურები და მომხიბვლელები არიან. მათში მუდამ ვნების ქარ-ცეცხლი ტრიალებს, თუმცა ხშირად შეუძლებელია მათთან ემოციონალური კავშირის დამყარება.

თვითონ მორიელები ბუნებით ძალიან მომხიბვლელები არიან, რის გამოც საკმაოდ რთულია მათზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძალიან ბავშვურები და შემოქმედებითი ნიჭის მქონე ნატურები არიან. ნებისმიერ ასაკში ისინი სულით და გულით ყოველთვის ახალგაზრდობას ინარჩუნებენ. ამ ნიშნის წარმომადგენლბი ყოველთვის სიხარულით ეგებებიან ექსპერიმენტებს საწოლში.

სავსებით შესაძლებელია, რომ მშვილდოსანი დღეს დაინტერესებული იყოს ერთით, ხოლო ხვალ, სასურველის მიღების შემდეგ, ისინი სრულიად ახალ თავგადასავლებზე დაიწყებენ ფიქსა და ოცნებას.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ ადამიანებს ძალიან უჭირთ სტაბილურობის შენარჩუნება ურთიერთობაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხანმოკლე, თუმცა ვნებიან ურთიერთობას ეძებთ, აუცილებლად ცადეთ მშვილდოსანთან ურთიერთობა.

როგორ მოვხიბლოთ ისინი? ეს ძალიან მარტივია! უბრალოდ საჭიროა იცოდეთ მათი ეროგენული ზონები. მშვილდოსნების შემთხვევაში ამ ზონებს მუცელი და ბარძაყები წარმოადგენს.

გარდა ამისა, დაიმახსოვრეთ, რომ ისინი ძალიან აფასებენ ადამიანებს კარგი იუმორის გრძნობით.

თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან თავშეკავებულობით. როგორც წესი, მათ სექსი აქვთ მხოლოდ იმ ადამიანთან, რომელიც გულწრფელად უყვართ. სწორედ ამიტომ, ეს ადამიანები ერთგული და საიმედო პარტნიორები არიან.

არავითარ შემთხვევაში დააჩქაროთ მოვლენები, თუ გსურთ თხის რქის მოხიბვლა. მრავლისმეტყველი გამოხედვა, ”შემთხვევითი” შეხება – ეს ყველაფერია, რაც გჭირდებათ.

მერწყული
თუ მერწყულს უყვარხართ, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენი სხეულის დამსახურებაა. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ, უხდებით თუ არა ერთმანეთს, ემთხვევა თუ არა თქვენი გემოვნება ერთმანეთს. მთავარი ამ შემთხვევაში, სექსუალური მოთხოვნილებები და სურვილებია.

მერწულებისთვის დამახასიათებელი თვისებები – ველური ვნება და არაპროგნოზირებადი რომანტიკა. რაც უფრო მეტად უცნაური ადამიანი ბრძანდებით, მით უფრო ძლიერად შეგიყვარებთ მერწყული.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საუკეთესო საყვარლები არიან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ნათელი შთაბეჭდილებები. მათი გულის მოსაგებად ძალიან ბევრი შრომა მოგიწევთ!

თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები პარტნიორს სთავაზობენ, როგორც რომანტიკას, ასევე ვნებიან სექსს.

ამ ადამიანებთან ურთიერთობა ძალზედ მარტივია. თევზები მიისწრაფიან სტაბილური და ბედნიერი ურთიერთობისკენ. თუ თქვენი პარტნიორი სწორედ ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული, მაშინ იცოდეთ, რომ სექსთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს შეგექმნებათ.

იმისთვის, რომ მოხიბლოთ ვერძი, გმართებთ აგრესიულობა და სიმტკიცე. ისინი, როგორც წესი, ზარმაცები არიან, რის გამოც არ ღირს ლოდინი, თუ როდის გადადგამენ თევზები პირველ ნაბიჯს. ამ შემთხვევაში ინიციატივა თქვენ უნდა გამოიჩინოთ!


5-09-2016, 16:24

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно