უცნობი ფაქტები კლიტორის შესახებ

კლიტორი ქალის ორგანიზმის ერთ-ერთი ეროგენული ზონაა. ის მდებარეობს დიდი სასირცხვო ბაგეების შესართავთან, ამობრუნებული ლათინური Y-ს ფორმა აქვს. ის ძალიან მგრძნობიარე ადგილია. მისი სტიმულირებით ორგაზმის მიღწევაცაა შესაძლებელი. ზოგიერთ ქალს კი ის იმდენად მგრძნობიარე აქვს, რომ მისი პირდაპირი შეხება უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

უცნობი ფაქტები კლიტორის შესახებ

კლიტორის შემადგენელი ნაწილებია:
კლიტორის ჩუჩა;
კლიტორის თავი;
ურეტრა;
ვულვის კარიბჭე;
მცირე სასირცხვო ბაგეები;
საშოს შესავალი;
დიდი სასირცხვო ბაგეები;
შორისი.
სექსის დროს ის იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ გგონიათ.

კლიტორი საშოს გაგრძელებას წარმოადგენს. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ხშირ შემთხვევაში ვაგინალური ორგაზმის განცდა კლიტორის უნებური სტიმულირების შედეგია. შესაბამისად, ის სიამოვნების, ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. კლიტორი მხოლოდ იმ აისბერგის მწვერვალია, რომელიც არ ჩანს.

კლიტორი ქალისთვის იგივეა, რაც მამაკაცისთვის პენისი.

იგი, ფაქტობრივად, მამაკაცის სასქესო ორგანოს ანალოგია. აღგზნების დროს ისიც იზრდება და ჩუჩის გარეთ გამოდის. ჩვეულებრივ მდგომარეობაში კი ის არ ჩანს, ვინაიდან მას სასირცხვო ბაგეები ფარავენ.

კლიტორი განუწყვეტლივ იზრდება.

არც ისე ცნობილი ფაქტია რომ კლიტორის ზრდა მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს ჰორმონალური ცვლილებების გამო ხდება. მისი ზომა თითქმის 7-ჯერ უფრო იზრდება დაბადებიდან მენოპაუზის შემდეგ.

კლიტორზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა.

მის ზედაპირზე, დაახლოებით, 7000 ნერვული დაბოლოებაა. ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხეულის სხვა ნებისმიერი ადგილის ნერვული დაბოლოებები. თითქმის იმდენივე, რამდენიც პენისზე გვხვდება, ოღონდ, ისინი გაცილებით მცირე ზედაპირზეა თავმოყრილი.

კლიტორი ერეგირდება

აღგზნების დროს სისხლის მიმოქცევა ქალის ორგანიზმშიც იზრდება. შედეგად მისი ზომა იზრდება. სისხლით მარაგდება კლიტორის უკანა და კლიტორის ღრმა არტერიები


31-08-2016, 10:26

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно