რა შეცდომებს უშვებს ქალების უმრავლესობა?

სილამაზე წვრილმანებისა და დეტალებისგან შედგება. თამამად შეიძლება ითქვას რომ ჯანმრთელი და კარგად მოვლილი თმა ქალის გარეგნობაში დიდ როლს თამაშობს და მას მომხიბვლელ იერს ანიჭებს. სახლის პირობებში თმის მოვლა არც ისე ადვილი საქმეა. ის ხშირად ზიანდება, ცხიმიანდება და იმტვრევა. როგორც წესი, ქალები სახის კანს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე სხვა ნაწილებს. არა და, თმის მოვლისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება მომავალში ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს და თმის პირვანდელი ხარისხის დაბრუნება რთულია.

ყურადღებით შეარჩიეთ შამპუნი. ყურადღებით წაიკითხეთ როგორი ტიპის თმისთვისაა შამპუნი განკუთვნილი. ნუ აარჩევთ მოდურ შამპუნს, ან იმას, რომელიც თქვენს მეგობარს მოსწონს. შამპუნი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. შესაძლოა, ოჯახში თითოეულ წევრს სხვადასხვა ტიპის შამპუნის გამოყენება უწევდეს.



თმას ხშირად ნუ დაიბანთ. თუმცა, არც ძალიან იშვითად დაბანაა სასურველი. თმის დაბანის სასურველი სიხშირე ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ორ დღეში ერთხელაც შეგიძლიათ დაიბანოთ. ჩვეულებრივი ან მშრალი თმა კვირაში 1-2-ჯერ.

დაბანამდე თმა დაივარცხნეთ. შამპუნის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. შამპუნს პირდაპირ თმაზე ნუ დაისხამთ. მოიგროვეთ ის ხელისგულზე და შემდეგ შეიზილეთ თმაში. ნუ გამოიყენებთ ფრჩხილებს რომ თავის კანი არ გაიკაწროთ. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.

ნუ დაგავიწყდებათ თმის დატენიანება. დატენიანება სჭირდება მთელს თქვენ ორგანიზმს: დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, წაისვით დამატენიანებელი კრემი სახესა და სხეულზე, შეიზილეთ სპეციალური ზეთები და კრემები თმაში. თმა ძალიან ადვილად კარგავს ტენიანობას, ამიტომ სპეციალური ნიღბების გამოყენება ყველა ტიპის თმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ცხელი წყალი თმას აზიანებს. დაბანისას გამოიყენეთ თბილი წყალი. ეს სისხლის ცირკულაციასაც გააუმჯობესებს. სასურველია რომ თმის დაბანა გრილი ან ცივი წყლით დაასრულოთ. გრილი წყალი თმას მეტ სიგლუვეს და ბრწყინვალებას შემატებს.

ნუ შეიხვევთ თმას პირსახოცით. ასეთი ჩვევით თმის ფოლეკულებს დააზიანებთ. თუ თმის არც ფენით გაშრობა გნებავთ და გაშლილსაც ვერ ატარებთ, შეიხვიეთ ბამბის მაისურით.

თმას ნუ დაივარცხნით დაბანისთანავე. დაელოდეთ სანამ გაშრება. თუ ის მეტისმეტად აბურდულია, შეეცადეთ, მოთმინებით გააცალკევოთ ერთმანეთისგან. შეარჩიეთ ისეთი სავარცელი, რომელსაც ფართო კბილები ექნება. დავარცხნა დაიწყეთ თმის ბოლოებიდან. ნუ დაივარცხნით აგრესიულად. დამტვრეულ თმას მხოლოდ შეჭრით თუ გამოასწორებთ.

გამოიყენეთ ფენი სწორად: ჯერ გაიმშრალეთ პირსახოცით. შემდეგ გაშრობა დაიწყეთ თმის ბოლოებიდან. სანამ თმა ჯერ კიდევ სველია შეგიძლიათ ფენი მაქსიმალურ ტემპერატურაზე დააყენოთ, მაგრამ თმის გაშრობასთან ერთად აუცილებლად უნდა გააგრილოთ ჰაერის ნაკადიც.

ზაფხულში გამოიყენეთ შლაპა. მზის სხივები თმის ღერებს აშრობს და ახუნებს. ამოირჩიეთ ქუდი, რომელიც მჭიდროდ არ გექნებათ თავზე და არ დაგცხებათ. ის კომფორტულად უნდა გერგებოდეთ და თმას და სახის კანს იცავდეს.

თუ თქვენი თმის სიგრძე საშუალო ან საშუალოზე მეტია, დაიწანით, სანამ დასაძინებლად დაწვებით. ეს თმას არ აბურდავს და შედეგად უფრო მეტი დრო გექნებათ დილით თავის მოსაწესრიგებლად.


30-08-2016, 14:21

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно