როგორ დავუგდოთ ბავშვს მაღალი სიცხე წამლების გარეშე

მაღალი ტემპერატურა ადამიანის ორგანიზმის მიერ ინფექციის საწინააღმდეგოდ მიმართული დამცავი რეაქციაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში პათოგენური მიკრობების საწინააღმდეგო მექანიზმი ირთვება, რომელიც ხელს უწყობს ინტერფერონის გააქტიურებას.

ექიმები ერთხმად გვირჩევენ არ მივცეთ ბავშვს სიცხის დამწევი საშუალებები, თუ ტემპერატურა 38-38,5 არ მიაღწევს. ამაზე დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში კი ბავშვმა უბრალოდ წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვას, ასევე უნდა დაიტვირთოს სითხეებით.

იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურამ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია, ამას მოყვა ციებ-ცხელება და სისუსტე, მისი დაგდება უკვე აუცილებელია.


როგორ დავუგდოთ ბავშვს სიცხე
პარაცეტამოლს, ასპირინს, იბუპროფენს უკუჩვენებები ახასიათებს, გარდა იმისა, რომ ეს პრეპარატები აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზეც. ამ წამლების მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის დასაშვები.

ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ სიცხის დაწევის ეფექტური, თუმცა ნატურალური და უვნებელი მეთოდები.
1.შეურიეთ წყალში პროპორციით 1:3 ვაშლის ძმარი და დაუზილეთ ამ ხსნარით ხელები, ფეხები და საფეთქლები.
2. დაადეთ ბავშვს შუბლზე ძმრიანი კომპრესი და უცვალეთ ხშირად
3. დიდი რაოდენობით თბილი სითხეების მიცემა ხელს შეუწყობს ოფლის გამოყოფას, რაც განაპირობებს ტემპერატურის კლებას.

4. კარგად და ხშირ-ხშირად გაანიავეთ ოთახი, ჰაერი უნდა იყოს სუფთა და გრილი
5. ამ დროს ბავშვს ბევრი ტანსაცმელი არაფერში სჭირდება, გახადეთ ყველაფერი ზედმეტი
ყველა ბავშვი თავისებურად იტანს სიცხეს, ზოგი ადვილად, ზოგი შედარებით რთულად. ერთი რამ კი კარგად დაიმახსოვრეთ, თვითნებურად სიცხის დაგდების მცდელობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ბავშვს ვარდისფერი ლოყები და ყურები აქვს, თუ თქვენი სიცხიანი შვილი ფერმკრთალია და მისუსტებულია, გირჩევთ დასახმარებლად სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.


25-08-2016, 13:02

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно