3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილა ბავშვებთან ურთიერთობითა და ახლობლებთან მხიარული საუბარი დაიწყება. მთელ დღეს პოზიტიურად და იუმორით გაატარებთ და ნებისმიერ უსიამოვნებას ადვილად გაართმევთ თავს.

კურო
კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის. გრძნობებში გამოუტყდით პარტნიორს და დასახეთ სამომავლო გეგმები.

ტყუპი
მოერიდეთ უმნიშვნელო კონფლიქტსაც კი. განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. ეცადეთ დიპლომატიურად მოაგვაროთ კონფლიქტი და სიტუაცია იუმორით განმუხტოთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურული ღონისძიებებისთვის. საღამო კი ნათესავებთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ლომი
მოაწესრიგეთ საბუთები, არ გადაყაროთ ნივთები, დოკუმენტები. არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან. ნათესავები ფინანსურ დახმარებას
გაგიწევენ და სურვილების ასრულებას შეძებთ.

ქალწული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. დღეს შეიძლება დანაპირების შესრულებამ მოგიწიოთ.

სასწორი
კარგ განწყობაზე ხართ. არ გაგიჭირდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მორიელი
დილიდან ახლობლები შეგახსენებენ თავს. თქვენ მათი პრობლემები და საქმეები უნდა მოაგვაროთ. ზოგს თქვენი რჩევა ან ფულადი დახმარება დასჭირდება. მოთმინებით აღიჭურვეთ და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ყველას.

მშვილდოსანი
დღეს შეიძლება გიდობამ მოგიწიოთ. ნათესავებსა და ოჯახის წევრებსაც დასჭირდეთ თქვენი დახმარება. აგრეთვე კარგი დღეა საყიდლებისთვის.

თხის რქა
მოერიდეთ ფულზე წუწუნს, განსაკუთრებით საპირისპირო სქესთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს და მზრუნველობა გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

მერწყული
მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ეცადეთ, კარგი მასპინძლობა გაუწიოთ მათ. იყოთ მათ მიმართ მზრუნველი და კეთილი.

თევზები
წვრილ-წვრილი საოჯახო საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვრეთ. საღამოს ახლობლებისგან სიურპრიზი გელით. დროის სასიამოვნოდ და მხიარულად გატარება გელით.


4-08-2016, 16:50

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно